პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი - ლუქსემბურგში გვითხრეს, რომ მათი ხმა ჩვენი ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერია

08.12.22 10:00


ლუქსემბურგში გვითხრეს, რომ მათი ხმა ჩვენი ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ვიზიტით ლუქსემბურგში იმყოფება.

 

„ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ძალიან თბილი შეხვედრა. იმის გააზრებით, რომ ჩვენ, როგორც ევროპული ოჯახის ნაწილი, კიდევ უფრო ინტენსიურ კონტაქტზე უნდა ვიყოთ ერთმანეთთან. ჩვენ გვჭირდება ყველა ქვეყნის, მათ შორის ლუქსემბურგის დახმარება ამ გზაზე, რომ ინსტიტუტები, კანონმდებლობა დაუახლოვდეს ევროკავშირის ჩარჩოებს და გვჭირდება ყველა წევრი ქვეყნის ხმა. დღეს ლუქსემბურგში გვითხრეს, რომ მათ გუნდთან ერთად, მათი ხმაც, ჩვენი ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერია”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

შალვა პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია საპარლამენტო ურთიერთობების გააქტიურება და ამ შესაძლებლობებს ორი ქვეყნის პარლამენტი აქტიურად გამოიყენებს.

 

„ეს არის ის, რაც ზოგადად, ხაზად გასდევს ჩვენს შეხვედრებს ევროპაში, რომ საჭიროა პარლამენტებს შორის, კომიტეტების დონეზე, მეგობრობის ჯგუფების დონეზე ძალიან მჭიდრო კონტაქტი, კომუნიკაცია. ევროკავშირში ინტეგრაცია არ არის მხოლოდ ინტეგრაცია ევროკავშირის ინსტიტუტების დონზე, ეს არის, უპირველეს ყოვლისა, კომუნიკაცია, კავშირი, გაცვლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. ამიტომ ჩვენ ამ შესაძლებლობებს, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ და გვექნება ინტენსიური გაცვლა ერთმანეთთან", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები