პოლიტიკა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური სომხეთის შეიარაღებული ძალების უფროსს შეხვდა

08.12.22 11:00


საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ედუარდ ასრიანი. სომეხ კოლეგას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა.

 

დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ, კოლეგებმა შეხვედრა გამართეს.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის მრავალსაუკუნოვან ისტორიულ მეგობრობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე გაამახვილეს ყურადღება. შეხვედრაზე თავდაცვის ძალების მეთაურებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 

მათივე ცნობით, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სომხეთის შეიარაღებული ძალების მეთაურს საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებული რეფორმები გააცნო. ასევე, საუბარი შეეხო სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

 

გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრები დაესწრნენ.

 

ორმხრივი შეხვედრის შემდეგ გენერალ-მაიორმა ედუარდ ასრიანმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო.

 

ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის შეიარაღებული ძალების დელეგაციის წევრები ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსა (JTEC) და სერჟანტთა აკადემიასაც ესტუმრნენ.

 

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 487


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები