ენერგო-კაბელი შავი ზღვის გასწვრივ - საქართველოს, როგორც ენერგეტიკულ ჰაბს, ნამდვილად სჭირდება ნამახვანი ჰესი!

19.12.22 14:57


2022 წლის 17 დეკემბერს საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს პროექტს წყალქვეშა სადენის შესახებ, რომელიც ელექტროენერგიას შავი ზღვის გავლით გადასცემს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაე ჩუკამ და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა. ცერემონიას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრო.

 

ოთხმხრივი სამთავრობოთშორისი შეთანხმება ითვალისწინებს წყალქვეშა სადენის პროექტის განხორციელებას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის საქართველოსა და შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისათვის განახლებადი წყაროებიდან (მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგია). შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტი ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ენერგეტიკული შეთანხმების ნაწილია და ამავდროულად არის საქართველოს ფლაგმანი პროექტი ევროკავშირის გლობალური კარიბჭის სტრატეგიის ფარგლებში.

 

„„დღეს ვიწყებთ კიდევ ერთი ენერგეტიკული ხიდის მშენებლობას აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით, ჩვენი ქვეყნები აპირებენ, რომ სანდო მიმწოდებლები გახდნენ ევროპის მიმართ და ეს ძირითადად ეხება მწვანე ენერგიას. აზერბაიჯანის განახლებადი ენერგოპეტენციალი 27 გეგაატის მეტია, ეს არის მზის და ჰიდრო, ასევე ქარის ენერგია კასპიის ზღვიდან.... ამიტომ მინიმუმ 3 გეგავატი მიწოდების წარმადობა შეიქმნება აზერბაინაჯული ექსპორტის პირველ ფაზაში. იმისთვის, რომ ეს მიზნები იქნეს დაკმაყოფილებული, ჩვენ ქმედითად უნდა ვიმუშაოთ. აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი ერთი გუნდის პრინციპით უნდა მუშაობდნენ და მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ევროკავშირთან. მე ყველა ჩვენგანს წარმატებას ვუსურვებ",  - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელმოწერის ცერემონიაზე.

 

ამავდროულად, ურსულა ფონ დერ ლეიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „შავი ზღვის წყალქვეშა დენის კაბელი გახდება ახალი გადამცემი ხაზი და ახალი შესაძლებლობების ფანჯარა. ეს პროექტი ჩვენ და საქართველოს ევროპულ აღნიშვნას მოგვცემს და ბევრ სარგებელს მოუტანს. ის საქართველოს აქცევს ენერგეტიკულ ჰაბად და გააუმჯობესებს შიდა ენერგეტიკულ ბაზარს. საბოლოო ჯამში, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროსადებნი დაეხმარება ჩვენს მეზობლებს მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთში და, რა თქმა უნდა, უკრაინას. ეს ხელს შეუწყობს ქვეყანას აღმავლობასა და რეკონსტრუქციაში“.

 

იმის გასაგებად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს სადენი, როგორც სამხრეთ კავკასიის, ასევე ევროკავშირის ქვეყნებისთვის, საკმარისია აღვნიშნოთ, რომ დროის ზონის სხვაობა სამხრეთ კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპას შორის არის 3 საათი. ეს ნიშნავს, როცა აზერბაიჯანსა და საქართველოში უკვე შუაღამეა - ბუქარესტში, ბუდაპეშტში, ვენაში და ევროპის სხვა დედაქალაქებში ისევ საღამოს 9 საათია და ელექტროენერგიის ყოველდღიური "პიკური" მოხმარება გრძელდება. და ადგილზე მისი წარმოების ნაცვლად, გაცილებით მომგებიანი და ეფექტურია ელექტროენერგიის გადინების უზრუნველყოფა, სადაც მოცემულ დროს „პიკმა“ უკვე გადაიარა, მაგრამ არის წარმოების გაზრდის შესაძლებლობა.

 

ამ კაბელის მეორე მნიშვნელოვანი უპირატესობა ის არის, რომ ჰესზე წარმოებული ქართული ელექტროენერგია ევროკავშირს მისი მეშვეობით მიეწოდება. რომლებსაც, თბოელექტროსადგურებისა და ატომური ელექტროსადგურებისგან განსხვავებით, ძალზე მოქნილად შეუძლიათ თავიანთი სიმძლავრის რეგულირება, რადგან სწორედ ჰიდროელექტროსადგურებს იყენებენ „პიკური“ დატვირთვების გასაწონასწორებლად მათი ტურბინების გაშვებით მაშინ, როდესაც ელექტროენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნაა.

 

ამის გათვალისწინებით ირკვევა, თუ რამდენად სასარგებლო შეიძლება გახდეს საქართველოსთვის, როგორც ენერგეტიკული ჰაბისთვის, მდინარე რიონზე მდებარე ნამახვანჰესს. სამწუხაროდ, გარკვეულმა გარე ძალების მიერ ოსტატურად „დანთებულმა“ საზოგადოებრივმა ემოციებმა გადაწონა ეკონომიკური არგუმენტები. შედეგად, 2021 წლის სექტემბერში საქართველოში დიდი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა შეჩერდა და თურქულმა კომპანია ENKA-მ გამოაცხადა ნამახვანი ჰესის პროექტიდან გასვლა.

 

თუმცა, უკრაინის ომმა და რუსეთის ფედერაციის დარტყმებმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე კვლავ მკვეთრად წამოჭრა დამატებითი ენერგიის გამომმუშავებელი სიმძლავრეების საჭიროების საკითხი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ დღეს, რუსეთის დარტყმების ფონზე, რომლის შედეგადაც მილიონობით უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა საქართველოში „დაარწმუნონ“ მოქალაქეები, რომ მათ და სხვა ქვეყნებს (როგორიცაა უკრაინა), სავარაუდოდ, „არ სჭირდებათ“ დამატებითი ელექტროენერგია. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ამჟამად მოქმედი საქართველოს ჰიდროელექტროსადგურებიდან ყველაზე დიდი, ენგურჰესი, ფაქტობრივად რუსი ოკუპანტების „მძევალია“, რომლებიც აკონტროლებენ მისი აღჭურვილობის იმ ნაწილს, რომელიც მდებარეობს ოკუპირებულ აფხაზეთში.

 

საქართველოს დარჩენილი ჰიდროელექტროსადგურების მნიშვნელოვანი ნაწილი ეკუთვნის რუს ინვესტორებს (დაკავშირებული, როგორც რუსეთის ფედერაციის ყველა მსხვილი ბიზნესი, კრემლთან). არსებობს რისკი, რომ ეს ჰესები მფლობელებმა გააჩერონ ყველაზე კრიტიკულ მომენტში. ამიტომ სასწრაფოდ საჭიროა დამატებითი ენერგეტიკული სიმძლავრეები, რომლებიც არ არის კონტროლირებადი და არ არის დაკავშირებული საქართველოს ოკუპანტ ქვეყანასთან.

 

ცხადია, კვლავ არის შესაძლებელი ინვესტორთან ნამახვანი ჰესის მშენებლობის განახლების თაობაზე შეთანხმება, რა თქმა უნდა, ეკოლოგიური ექსპერტიზისა და პროექტის გარემოსდაცვითი შედეგების შემცირების მიმართულებით შესაძლო დახვეწის შემდეგ. თუმცა, საქართველოს იმიჯს, როგორც ქვეყნის, სადაც უცხოური ინვესტიციები დაცულია, უკვე დიდი დარტყმა მიაყენა ნამახვანი ჰესის ისტორიამ. შავი ზღვის წყალქვეშა სადენის პროექტში საქართველოს წონაც და როლიც ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, ეხლა რომ აგებულიყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისა და უკრაინისთვის ასე საჭირო ნამახვანი ჰესი.

 

ალექსანდრე ზაქარიაძე

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები