ანალიტიკა
06.01.23 18:15
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის სომხური ორგანიზაციების საბჭომ (CCAF) ყარაბაღში გამწვავებული სიტუაციის გამო "არცახელი" სეპარატისტების მხარდასაჭერად დიდი აქციის გამართვისკენ მოუწოდა. აზერბაიჯანელმა ეკოლოგებმა, რომლებმაც ვერ დააკვირდნენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონაში მდებარე საბადოებს, დააწესეს კონტროლი ლაჩინის გზაზე, რათა ქვეყნის ბუნებრივი რესურსების უკანონო ექსპორტი აღკვეთონ. ჰუმანიტარული მარაგი და აზერბაიჯანული ყარაბაღის სომეხი ეროვნების მაცხოვრებლები თავისუფლად გადიან გზაზე და არავითარი „გენოციდი“ და „ჰუმანიტარული კატასტროფა“ (როგორც სეპარატისტები აცხადებენ) არ ემუქრება რეგიონის მშვიდობიან სომხურ მოსახლეობას.
ფრანგული სომხური დიასპორის აქცია საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წინ 2023 წლის 10 იანვარს იგეგმება, მეორე 2023 წლის 17 იანვარს, ხოლო მესამე 2023 წლის 24 იანვარს (CCAF ფეისბუქ გვერდი იუწყება). ბუნებრივია, ეს ქმედებები ხდება არა მხოლოდ საფრანგეთის ხელისუფლებასთან შეთანხმებით, არამედ დიდი ალბათობით მათ მიერვე არის ინიცირებული. ამას მოწმობს წინა დღით გაზეთ Monde-ში გამოქვეყნებული ღია წერილი საფრანგეთის რიგი გავლენიანი პოლიტიკური პარტიების პოლიტიკური ლიდერების მიერ საფრანგეთის პრეზიდენტის მოთხოვნით, ჩაერიოს აზერბაიჯანის საშინაო საქმეებში „არწახისა და სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“:
„...ეროვნული ასამბლეისა და სენატის დემოკრატიული ნების შესაბამისად, ვთხოვთ რესპუბლიკის პრეზიდენტს, გააკეთოს ყველაფერი, რათა უზრუნველყოს არცახის/მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის სომეხი მოსახლეობის "რესპუბლიკის" გრძელვადიანი უსაფრთხოება“. იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანი განაცხადებს, რომ უარს იტყვის „არცახის“ საკითხზე ნებისმიერ საერთაშორისო მოლაპარაკებაზე, ჩვენ, დეპუტატები და სენატორები მოგმართავთ თხოვნით, დაუყოვნებლივ ჩაერიოთ, რათა თავიდან აიცილოთ გამოუსწორებელი შედეგები შემდეგი ზომებით:
- პასუხი აგებინეთ აზერბაიჯანს საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციისა და ომის დანაშაულებისთვის.
- დაგეგმეთ ჰუმანიტარული ყოფნა "არცახში" და დაუყოვნებელი ეკონომიკური დახმარება გაუწიეთ სომხეთს.
- შეხვდით "არცახის" წარმომადგენლებს.
- შუამავლობა გაუწიეთ ევროკავშირსა და ამერიკაში ჩვენს პარტნიორებს აშშ-ში, რათა მათაც იგივე ნაბიჯები გადადგან და მათთან ერთად დააწესონ ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები აზერბაიჯანის წინააღმდეგ.
- ევროკავშირისა და ამერიკის შუამავლობა ჩვენს პარტნიორებთან აშშ-ში სტეფანაკერტის აეროპორტის გადატვირთვისა და "არცახთან" საჰაერო კომუნიკაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
- შეიტანეთ სარჩელი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ საერთაშორისო სამშვიდობო ძალების გაგზავნის პერსპექტივით...“
თუ წერილს სომხური ლობის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედი ფრანგი პოლიტიკოსების "ემოციურ-პროპაგანდისტული" ენიდან ნორმალურად ვთარგმნით, საუბარია მისი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიების აზერბაიჯანისგან წართმევის მოწოდებაზე. და საფრანგეთის მონაწილეობით, მათი მოქცევა სომეხი "არცახელი" სეპარატისტებისა და მათი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედი საერთაშორისო სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ.
ბუნებრივია, აზერბაიჯანი ნებაყოფლობით არასოდეს დათანხმდება ასეთ რამეს (და, შეგახსენებთ, სუვერენულ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სამშვიდობოების შეყვანა შესაძლებელია მხოლოდ აზერბაიჯანის თანხმობით. ” ანუ საუბარია ახალი ომის გაჩაღებაზე სამხრეთ კავკასიაში და აქ მთავარი წამქეზებელი საფრანგეთია, რომელიც „სეპარატიზმის ხელშეწყობის ესტაფეტას იბარებს“ უკრაინული ავანტიურაში წაგებული და დასუსტებული რუსეთისგან.
2023 წლის 1 იანვარს, საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა - კომფორტ ერომ, საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა - რიჩარდ ეტვუდმა გამოაქვეყნეს სტატია სათაურით "10 კონფლიქტი, რომელსა თვალყური უნდა ადევნოთ 2023 წელს". კონფლიქტების ჩამონათვალში ავტორები ახსენებენ კონფლიქტს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, სადაც პარიზში პოლიტიკოსების უახლესი ქმედებებით თუ ვიმსჯელებთ, სწორედ საფრანგეთი ცდილობს ახალი ომის გაჩაღებას.
მაგრამ საფრანგეთი ომს არა მარტო სამხრეთ კავკასიაში აწარმოებს. მთელს მსოფლიოში პოტენციურად „ფეთქებადსაშიში და ცხელი წერტილების“ გულდასმით ანალიზისას, რომლებსაც კომფორტ ერო და რიარდ ეტვუდი ხსენებენ, რომლებსაც 2023 წელს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, მხოლოდ ორი (პაკისტანში და ტაივანში) არ არის დაკავშირებული საფრანგეთთან. თუმცა, თუ "უფრო ჩავუღრმავდებით", საფრანგეთის სპეცსამსახურების მონაწილეობა აქაც ჩანს. ყველა სხვა „ხანძარი“ პარიზის და საფრანგეთის საიდუმლო სამსახურების აქტიური მონაწილეობითაა აგიზგიზებული.
საკმარისია გავიხსენოთ, რომ სტატიაში ნახსენები აფრიკული საჰელის და ჰაიტის ქვეყნები ყოფილი საფრანგეთის კოლონიებია. ფრანგული გავლენა დიდია ფრანგულენოვან ყოფილ ბელგიურ კოლონიებში - კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუანდაში.
სტატიაში ნახსენებია იემენი და ეთიოპია, სადაც იარაღის მიწოდება ხდება აფრიკის ყოფილი საფრანგეთის კოლონიიდან ჯიბუტიდან. წითელი ზღვიდან ინდოეთის ოკეანეში "გასასვლელზე". აქ მოქმედებს ამ კონტინენტზე საფრანგეთის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო ბაზა. სეპარატისტები ეთიოპიაში, ტიგრეის პროვინციაში აფერხებენ მდინარე ლურჯ ნილოსზე ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას, რასაც ეწინააღმდეგება ეგვიპტე, საფრანგეთის მოკავშირე. ხოლო იემენის ჰუთები, საფრანგეთის დახმარების გარდა, დახმარებას იღებენ ირანისგან, რომელიც ასევე საფრანგეთის სტრატეგიული მოკავშირეა ახლო აღმოსავლეთში.
ირანი ასევე აწვდის იარაღს რუსეთის ფედერაციას, რომელიც ახორციელებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ (და მეორე მხრივ, საფრანგეთი უშუალოდ აწვდის იარაღს უკრაინას), რაც უკრაინის ომს უფრო სისხლიანსა და გაჭიანურებულს ხდის. ამგვარად რუსეთი სუსტდება და სამხრეთ კავკასიაში ყოფილი რუსული გავლენის ზონაში საფრანგეთის მონაწილეობა "შეუცვლელი" ხდება.
ამავე დროს, სწორედ საფრანგეთმა ჩააგდო რუსეთის ფედერაცია „უკრაინის ხაფანგში“ თავისი გავლენის აგენტების, მოსკოვის სომხური ლობის დახმარებით. საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დროს მოქმედებდა როგორც "მშვიდობისმყოფელი" (და ფაქტობრივად დაუშვა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია), დაუსჯელობის გრძნობით გამხნევებულმა კრემლის ელიტამ გადაწყვიტა "გამარჯვებული ომის" გამეორება უკრაინის წინააღმდეგ უცხო ტერიტორიების მიტაცებით.
თუ გავიგებთ „საფრანგეთის ინტერესს“ ომებსა და კონფლიქტებში, რომელსაც სტატიის "10 კონფლიქტი, რომელსაც თვალყური უნდა ადევნოთ 2023 წელს" (https://www.crisisgroup.org/global/10-conflicts-watch-2023?fbclid=IwAR3ONsYEP4nG2y0wo4zmDQFGD-DYNhfT2Y0kiXnCbOI10VyHh1jqLeQeeOc ) ავტორები პირდაპირ არსად ახსენებენ, მაშინ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სწორედ საფრანგეთს აკისრია პასუხისმგებლობა სისხლისმღვრელი ომების გაღვივებაზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მიუხედავად „ჰუმანიზმისა და ადამიანის უფლებები“ შესახებ ხმამაღალი საუბრებისა. ქვემოთ მოცემულია ამ სტატიის თარგმანი:
10 კონფლიქტი, რომელსაც თვალყური უნდა ადევნოთ 2023 წელს. რუსეთის შეჭრამ უკრაინაში მსოფლიო შოკში ჩააგდო. ჩვენი დაკვირვებებით, 2023 წელს სხვა კრიზისებიც გველის.
გადადგამს ამ ნაბიჯს თუ არა? ასეთი კითხვა ისმებოდა შარშან ამ დროს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვრებთან თითქმის 200 000 ჯარისკაცი განათავსა. ამერიკულმა დაზვერვამ გააფრთხილა, რომ რუსეთი ყოვლისმომცველი ომისთვის ემზადებოდა. ყველა ნიშანი შეტევაზე მიუთითებდა, გარდა ერთისა: ეს წარმოუდგენელი ჩანდა.
მართალია, რუსეთმა 2014 წელს შეუტია უკრაინას და 2021 წლის გაზაფხულზე ჩაატარა გენერალური რეპეტიცია შეჭრისთვის, შეკრიბა ჯარები საზღვარზე და შემდეგ დააბრუნა ისინი სახლში. როგორც ჩანს, პუტინი სულ უფრო გაბრაზდა კიევის უარის თქმის გამო, დაემორჩილებინა მისი ნება. ის ღიად დასცინოდა უკრაინის ეროვნულ იდენტობას და სუვერენიტეტს. მიუხედავად ამისა, როდესაც რუსული ჯარები შევიდნენ უკრაინაში, შოკისმომგვრელი იყო, რომ ბირთვული იარაღის მქონე ზესახელმწიფო ცდილობდა მეზობლის დაპყრობას 2022 წელს არაპროვოცირებული აგრესიის აქტით.
გარდა ნგრევისა უკრაინაში, ომმა ღრმა კვალი დატოვა გლობალურ საქმეებზე.
რუსეთისთვის ეს კატასტროფული იყო. შეტევამ, რომელსაც უკრაინის დამორჩილება, დასავლეთის დასუსტება და კრემლის გაძლიერება უნდა მოეხდინა, დღესდღეობით უკუშედეგი გამოიწვია. მან გაზარდა უკრაინული ნაციონალიზმის ძალა და დააახლოვა კიევი ევროპასთან. ამან ახალი ძალა შთაბერა ნატოს, რომელიც ადრე ვერ გარკვეულიყო. ფინეთისა და შვედეთის ალიანსში შესვლა, რომელიც, როგორც ჩანს, გეგმის მიხედვით მიდის, მკვეთრად შეცვლის ძალთა ბალანსს ჩრდილოეთ ევროპაში, რაც გააორმაგებს რუსეთის საზღვრების სიგრძეს ნატოს ქვეყნებთან. ომმა გამოავლინა რუსეთის შეიარაღებული ძალების სისუსტეები, რომლებიც შენიღბული იყო სირიაში (2015) და უკრაინაში (2014 და 2015 წლებში) მიმდინარე ოპერაციებით. მან გამოავლინა დასავლეთის მონდომება და კომპეტენცია, რომელიც დაფარული იყო ავღანეთში, ერაყსა და ლიბიაში ფიასკოს გამო (თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი სხვაგვარად შეიძლებოდა ყოფილიყო, აშშ რომ სხვისი მმართველობის ქვეშ ყოფილიყო).
თუმცა, ომის დასასრულამდე ჯერ კიდევ შორია. რუსეთის ეკონომიკა მოერგო დასავლეთის მასშტაბურ სანქციებს. როგორც ჩანს, კრემლი დარწმუნებულია, რომ რუსეთს ძალა გააჩნია. მოსკოვს ჯერ კიდევ შეუძლია უმსგავსო გადაწყვეტილების მიღება და აგრესიის შემაშფოთებელი პრეცედენტის შექმნა სხვა ქვეყნებში. მეორე მხრივ, თუ პუტინი საფრთხეს იგრძნობს უკრაინის წინსვლის ან სხვა მიზეზების გამო, შესაძლებელია - ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ ძნელია მთლიანად გამორიცხვა - გამოიყენოს ბირთვული იარაღი, როგორც საბოლოო დარტყმა. რაც არ უნდა მოხდეს უკრაინაში, დასავლეთი და რუსეთი, სავარაუდოდ, დაპირისპირებიდან ერთი შეცდომის მანძილზე იქნებიან.
ჩინეთისთვის ომი ძირითადად თავის ტკივილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი სი ძინპინი პუტინს საჯაროდ მოეხვია და ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა გაგრძელდა, რაც რუსეთს სანქციებისაგან გთავის დაღწევაში დაეხმარა, პეკინის მატერიალური მხარდაჭერა არასაკმარისი იყო. სი ძინპინს იარაღი არ გაუგზავნია. როგორც ჩანს, მას აწუხებს პუტინის წარუმატებლობა და ბირთვული საფრთხე. პეკინს არ სურს მოსკოვის ხელყოფა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ აიძულოს პუტინი დაეთანხმოს მორიგებას. მაგრამ მას ასევე არ სურს დასავლეთის დედაქალაქების პროვოცირება, არ სურს ხელი შეუწყოს შემოჭრას. ის ფრთხილად ადევნებს თვალს, როდესაც აშშ-ს მოკავშირეები აზიაში აძლიერებენ თავიანთ თავდაცვას და, როგორც ჩანს, კიდევ უფრო სურთ ვაშინგტონის პოზიციის შენარჩუნება, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჯერ კიდევ სჭირდებათ წვდომა ჩინურ ბაზრებზე. ომმა გააძლიერა ტაივანზე ჩინეთის თავდასხმის შიში. მაგრამ შეჭრა, რომელიც ომამდეც კი პეკინისთვის მოკლევადიან პერიოდში ძალიან სარისკო ჩანდა, - ყოველ შემთხვევაში, ახლა - ნაკლებად სავარაუდოა. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული მასშტაბური სანქციები ჩინეთისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ისევე როგორც მოსკოვის წარუმატებლობა ბრძოლის ველზე.
რაც შეეხება აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობას, რომელიც უახლოეს ათწლეულებში წამყვანი იქნება, რუსეთსა და უკრაინას შორის ომს მისთვის საფუძველი არ შეუცვლია. აგვისტოში აშშ-ის პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტმა ტაივანში პეკინი დააფრთხო, მაგრამ სამი თვის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და სის შეხვედრაზე დიალოგის განახლების პირობა იქნა დადებული. თუმცა ორი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში კონკურენცია ჯერ კიდევ არსებობს. ჩინეთის გეგმები ტაივანთან დაკავშირებით უცვლელია. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკა კვლავ გადახლართულია, მიმდინარეობს ტექნოლოგიური გამიჯვნის პროცესი.
ომმა ნათელი მოჰფინა არადასავლური საშუალო სახელმწიფოების გავლენას და დამოუკიდებლობას. თურქეთმა, რომელიც დიდი ხანია ბეწვის ხიდზე გადის ნატო-ს წევრობასა და მოსკოვთან კავშირებს შორის, გაეროს შუამავლობით მიაღწია შეთანხმებას უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე შავი ზღვის გავლით მიწოდებაზე. ეს ინიციატივა მოჰყვა თურქეთის მრავალწლიან აქტივობას საზღვარგარეთ, მათ შორის ლიბიასა და სამხრეთ კავკასიაში ბრძოლის ველზე დაბალანსებას და დრონების გაყიდვების გაფართოებას. საუდის არაბეთისთვის რუსული ნავთობის ბაზრიდან მოულოდნელი გაქრობა სასიკეთოდ შემობრუნდა. ამან აიძულა ბაიდენი სწვეოდა ქვეყანას, რომელიც თანამდებობაზე ავიდა საუდის არაბეთის მეფისნაცვალ პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან დისტანციის დაჭერის პირობით. ერ-რიადმა, ნავთობის სხვა მწარმოებლებთან ერთად, გადაწყვიტა შეენარჩუნებინა მაღალი ფასები, რამაც ვაშინგტონი განარისხა. ინდოეთი, როგორც აშშ-ს პარტნიორი უსაფრთხოების დარგში, ასევე რუსული იარაღის მთავარი მყიდველი, ყიდულობს ყალბ რუსულ ნავთობს და აკრიტიკებს პუტინს მისი ბირთვული საფრთხეების გამო. აქ არ არის საუბარი კოორდინირებულ არაერთგულ ქმედებაზე. მაგრამ აქტივისტი საშუალო სახელმწიფოები თავისუფლად ირჩევენ საკუთარ კურსს და სანამ ცოტა მათგანი თუ მიესალმება მთავარი ძალების მეტოქეობას, ისინი გამოიყენებენ შესაძლებლობებს, რომელსაც მრავალპოლარულობა იძლევა.
გლობალური სამხრეთის სხვა ქვეყნებში, ომმა ნერვები გააშიშვლა. არადასავლური სამყაროს ქვეყნების უმეტესობა შეუერთდა გაეროს გენერალურ ასამბლეას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ კენჭისყრაში. მაგრამ ცოტამ თუ დაგმო პუტინი საჯაროდ ან სანქციები დაუწესა. ბევრს აქვს მიზეზი - ძირითადად კომერციული, მაგრამ ასევე ისტორიული კავშირები ან დამოკიდებულება კრემლთან დაკავშირებულ ვაგნერის დაქირავებულ მებრძოლებთან - არ გაწყვიტოს ურთიერთობა მოსკოვთან. მათ მიაჩნიათ, რომ მხარის არჩევა ან ომისთვის ხარჯის გაწევა, რომელიც ბევრის თქმით, ევროპის პრობლემაა, მათ ინტერესებს ეწინააღმდეგება. დასავლეთში იმედგაცრუებაც, თავის მხრივ, ასევე დიდ როლს თამაშობს, იქნება ეს COVID-19 ვაქცინის მარაგი, მიგრაციის პოლიტიკა თუ კლიმატური უსამართლობა. ბევრი ხედავს ორმაგ სტანდარტებს უკრაინასთან მიმართებაში, სხვა ქვეყნებში დასავლეთის ჩარევისა და მისი კოლონიური გამოცდილების გათვალისწინებით. გლობალური სამხრეთის ბევრ ლიდერს ასევე სჯერა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე სანქციებს ეხება, რომ დასავლური მთავრობები პრიორიტეტად რუსეთთან ბრძოლას თვლიან, ვიდრე გლობალურ ეკონომიკას.
სინამდვილეში, ევროპის გარეთ, ომის ყველაზე დიდი შედეგები ეკონომიკაზეა მიჯაჭვული. შეჭრითა და სანქციების გამოცხადებით გამოწვეულმა ფინანსურმა ნერვოსულობამ შეარყია COVID-19-ით მანამდე ისედაც შერყეული ბაზრები. სურსათსა და საწვავზე ფასები მკვეთრად გაიზარდა, რამაც სასიცოცხლო კრიზისი გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ფასები შემცირდა, ინფლაცია კვლავ ყოვლისმომცველი რჩება, რაც ვალების პრობლემებს ამძაფრებს. პანდემია და ეკონომიკური კრიზისი არის ორი ურთიერთგამაძლიერებელი საფრთხე, აქ შედის კლიმატის ცვლილებაც და სასურსათო უსაფრთხოების არარსებობაც, რამაც შეიძლება დააზარალოს დაუცველი ქვეყნები და გამოიწვიოს არეულობა. წლევანდელ სიაში პაკისტანი საუკეთესო მაგალითია. მსგავს სიტუაციაში ბევრი ქვეყანაა.
იძლევა თუ არა 2022 წელი ოპტიმიზმის საფუძველს მომავალი წლისთვის? უკრაინის ტანჯვის გათვალისწინებით, ომში სიკეთის ძიება შესაძლოა გარყვნილებად გამოიყურებოდეს. მაგრამ კიევს რომ ნაკლები წინააღმდეგობას გაეწია, დასავლეთი არ ყოფილიყო ასე ერთიანი, ვიდრე ბაიდენის ხელმძღვანელობის დროს, და რუსეთს რომ გაემარჯვა, ევროპა და, შესაძლოა, მთელი მსოფლიო, უფრო სახიფათო მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. არა მხოლოდ პუტინი იყო ერთადერთი ძლიერი ადამიანი, რომელსაც ცუდი წელი ჰქონდა. რამდენიმე პოპულისტისთვისაც, რომელთა პოლიტიკამ ბოლო პერიოდში ბევრი წინააღმდეგობა გამოიწვია, ის ასევე წარუმატებელი აღმოჩნდა. ჟაირ ბოლსონარო ბრაზილიაში დამარცხდა. შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ დროისთვის უმნიშვნელო ფიგურაა. მარინ ლე პენმა საფრანგეთის პრეზიდენტობა ვერ მოიგო. იტალიაში, სადაც პოპულისტებმა მართლაც მოიპოვეს ძალაუფლება, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ისინი ძირითადად ცენტრში კონცენტრირდნენ. ულტრამემარჯვენე პოპულიზმი ჯერჯერობით გამოულევი ძალაა, მაგრამ ზოგიერთმა მისმა წევრმა მარცხი განიცადა. გარდა ამისა, მრავალმხრივი დიპლომატიაც არ განიცდიდა ჩავარდნებს. მიუხედავად მწვავე უთანხმოებისა, ჩინეთი, რუსეთი და დასავლური ძალები კვლავ განიხილავენ გაეროს უშიშროების საბჭოს, როგორც უკრაინის ფარგლებს გარეთ კრიზისების მართვის პლაცდარმს. შეთანხმება, რომელსაც შეუძლია დაასრულოს საშინელი კონფლიქტი ეთიოპიაში და დამთბარი ურთიერთობები კოლუმბიასა და ვენესუელას შორის აჩვენებს, რომ მშვიდობის შენარჩუნება სხვა ქვეყნებში შესაძლებელია ევროპაში კონფლიქტის მიუხედავად.
მიუხედავად ამისა, საერთო ჯამში, ეს იყო შემაშფოთებელი წელი, მით უმეტეს, რომ ეს იყო ბოლო მსგავსთა შორის. პანდემიამ შეძრა მსოფლიოს დიდი ნაწილი. გაბრაზებული ბრბო შეიჭრა აშშ-ს კაპიტოლიუმში. მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურა საფრთხეს უქმნის ადამიანის არსებობას. ახლა ევროპაში დიდი ომი მძვინვარებს, მისი ინიციატორი მოუწოდებს ბირთვული ესკალაციისკენ და რამდენიმე ღარიბი ქვეყანა ვალის კრიზისის, შიმშილისა და ექსტრემალური ამინდის საფრთხის წინაშე დგას. არცერთი ეს მოვლენა არ მომხდარა გაფრთხილების გარეშე, და მაინც რამდენიმე წლის წინ ისინი ჩვენი წარმოდგენის ფარგლებს სცდებოდა. ეს მოვლენები იმ დროს ხდება, როდესაც კონფლიქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება და იძულებით გადაადგილებულთა ან მოშიმშილეთა რიცხვი, ძირითადად ომის გამო, მეტია, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
მაშ, იხილავენ თუ არა მსხვილი სახელმწიფოები ომს 2023 წელს, თუ დაარღვევენ თითქმის 80-წლიან ბირთვულ ტაბუს? გამოიწვევს თუ არა პოლიტიკური კრიზისები, ეკონომიკური სირთულეები და კლიმატის ცვლილება სოციალურ კოლაფსს არა მხოლოდ ცალკეულ ქვეყნებში, არამედ მთელ მსოფლიოში? ყველაზე ცუდი პასუხები წლევანდელ მთავარ კითხვებზე, როგორც ჩანს, სავარაუდოა. მაგრამ ბოლო რამდენიმე წლის შემდეგ, წარმოუდგენლის უარყოფა არასერიოზული იქნებოდა.
10 კონფლიქტი, რომელსაც თვალყური უნდა ადევნოთ 2023 წელს
1. უკრაინა
2. სომხეთი და აზერბაიჯანი
3. ირანი
4. იემენი
5. ეთიოპია
6. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და დიდი ტბები
7. საჰელი
8. ჰაიტი
9. პაკისტანი
10. ტაივანი
1. უკრაინა
აქამდე უკრაინა წინააღმდეგობას უწევდა რუსეთის თავდასხმას უკრაინელების სიმამაცის ხარჯზე და დასავლეთის დახმარების წყალობით. მაგრამ თითქმის ერთწლიანი ბრძოლის შემდეგ, დასასრული არ ჩანს.
ტოტალური თავდასხმისას თებერვალში, კრემლი, როგორც ჩანს, აპირებდა უკრაინის მთავრობის ჩამოგდებას და უფრო მორჩილი რეჟიმის დამყარებას. თუმცა გათვლებში შეცდა. უკრაინის წინააღმდეგობა იმდენად მედგარი იყო, რამდენადაც სუსტი გახლდათ რუსული გეგმა. გაზაფხულზე კიევიდან გამოძევებულმა მოსკოვმა თავისი ძალები აღმოსავლეთსა და სამხრეთში მოაქცია. შემდეგ, ზაფხულის ბოლოს, უკრაინის ჯარებმა, რომლებიც ახლა დასავლეთის მიერ მიწოდებული უფრო მძლავრი იარაღით იყვნენ შეიარაღებული, იქაც წინ წაიწიეს.
მიუხედავად ამისა, მოსკოვმა ზეწოლა გააძლიერა. მოსკოვმა კიდევ 300 000 ჯარისკაცს მოუყარა თავი, თუმცა მონაცემები არასანდოა. სულ მცირე, ამდენივე რუსი გაიქცა ქვეყნიდან და პერსონალისა და აღჭურვილობის დეფიციტი ისევ აწუხებს არმიას. კრემლმა ასევე გამოაცხადა უკრაინის ნაწილობრივი ანექსია, მათ შორის იმ ტერიტორიის ჩათვლით, რომელსაც არ აკონტროლებს. უკრაინის ინფრასტრუქტურაზე სადამსჯელო საჰაერო თავდასხმები დაიწყო. ელექტროენერგიის გათიშვის შედეგად ბევრი რაიონი საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკრაინის ყოველი მესამე მაცხოვრებელი იძულებით მიგრანტად იქცა.
ჯერჯერობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კიევი ან მოსკოვი უკან დაიხევენ. უკრაინელები ყოველ მორიგ თავდასხმას და რუსეთის ძალადობის (მათ შორის სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯის და სექსუალური ძალადობის) გამოვლენას ბრძოლის კიდევ ერთ მიზეზად განიხილავენ. რუსეთში ოპოზიციას აკავებენ პროპაგანდითა და შევიწროებით. არც ერთი მხარე არ ავლენს ჭეშმარიტ ნებას სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. გასაგებია, რომ უკრაინელებს არ სურთ მიწის დათმობა, მით უფრო, როცა მას იბრუნებენ. მოსკოვი კი, მიუხედავად იმისა, რომ ღიაა დიპლომატიის მიმართ, მაინც ითხოვს კიევისგან დანებებას და აბუჩად იგდებს უკრაინის მთავრობას, როგორც დეგრადირებული დასავლეთის მიერ მართულ ნაცისტებს. ყოველი წარუმატებლობის შემდეგ ესკალაციის გზით, პუტინი, როგორც ჩანს, თავადვე ირევს გზა-კვალს.
ვითარება ჩიხში შედიას, თუმცა არავინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება. ორივე მხარე ეძებს შესაძლებლობებს წინსვლისთვის. ბელორუსის ცენტრალურ უკრაინაზე ახალი შეტევა, რომელზეც ბევრი საუბრობს, ნაკლებად სავარაუდოა წარმატების დაბალი შანსების გათვალისწინებით. მოსკოვი იმედოვნებს, რომ ზამთრის სიცივე და გაზის მაღალი ფასი, რომელიც გამოწვეულია დასავლეთის მიერ რუსული ნახშირწყალბადების ბოიკოტით, აიძულებს ევროპელებს უარი თქვან უკრაინის დახმარებაზე. მაგრამ დასავლეთის ერთიანობა ჯერ არ ირღვევა. ევროპის ბევრ დედაქალაქს მიაჩნია, რომ უკრაინის დამარცხება, მოსკოვის წახალისებით, ისევ მათ შეუქმნის საფრთხეს. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტმა ვაშინგტონში 2022 წლის ბოლოს კიდევ ერთხელ დაადასტურა ორპარტიული მხარდაჭერა, მიუხედავად რესპუბლიკური პარტიის მარჯვენა ფლანგის უკმაყოფილებისა.
რაც შეეხება ნატოსა და რუსეთს შორის პოტენციურად ბირთვული ესკალაციის ჭეშმარიტად კატასტროფულ სცენარს, მოსკოვიც და დასავლეთის დედაქალაქებიც ყველა ღონეს ხმარობენ პირდაპირი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად. დასავლეთმა, მაგალითად, უარყო ფრენის აკრძალული ზონების შექმნის იდეა და ბოლო მოუღო ზოგიერთი თანამედროვე იარაღის მიწოდებას. რუსეთი თავს არიდებს ნატოს ტერიტორიაზე დარტყმებს. პუტინი არაერთხელ ახსენებდა რუსეთის ბირთვულ შესაძლებლობებს, როგორც ჩანს, დასავლეთის გაფრთხილების მცდელობისას, თუმცა ცოტა ხნის წინ მან შეწყვიტა თავისი რიტორიკა. ბირთვული დარტყმა სამხედრო თვალსაზრისით ნაკლებ სარგებელს მოიტანს და შეიძლება გამოიწვიოს ნატოს უშუალო ჩართულობა, რომლის თავიდან აცილებასაც მოსკოვი ცდილობს. თუმცა, ასეთი შესაძლებლობის თავიდან აცილება შეუძლებელია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პუტინი გრძნობს, რომ მისი ძალაუფლება სუსტდება. მართლაც, ომმა შექმნა ბირთვული დაპირისპირების ალბათ ყველაზე მაღალი რისკი სამოცი წლის განმავლობაში. ის ასევე ქმნის საფუძველს გაჭიანურებული დაპირისპირებისთვის, რომელიც მოამზადებს ევროპას მზარდი საშიში შეტაკებისთვის, რაც არ უნდა მოხდეს უკრაინაში.
ცხადია, დასავლელმა ლიდერებმა ღია უნდა დატოვონ კარი კონფლიქტის მოგვარებისთვის და აუხსნან კრემლს სარგებელი, კერძოდ სანქციების შემსუბუქება, რაც მოჰყვება შეთანხმებას, რომელსაც უკრაინა შეეგუება. თუმცა, ახლა მათ მიაჩნიათ, რომ ომის ყველა საშინელების მიუხედავად, უკრაინის მხარდაჭერა, თუნდაც ბირთვული ესკალაციის გარკვეული რისკის პირობებში, უკეთესია, ვიდრე ნება დართონ რუსეთს უპირატესობა მოიპოვოს სასტიკ სამხედრო კამპანიასა და ბირთვულ საფრთხეში. ეს არ არის მარტივი გათვლა; გარკვეულწილად ის მსოფლიოს მრავალ ქვეყანას ეხამუშება. თუმცა, ჯერჯერობით ეს გამოსავალი მართებულია.
2. სომხეთი და აზერბაიჯანი
უკრაინის ომმა მთელ მსოფლიოში კრიზისი გამოიწვია, მისი შედეგები განსაკუთრებით მწვავე იყო სამხრეთ კავკასიაში. მთიანი ყარაბაღის გამო ბოლო ომიდან ორი წლის შემდეგ, სომხეთი და აზერბაიჯანი, როგორც ჩანს, ახალი დაპირისპირებისკენ მიდიან. რუსეთის წარუმატებლობამ უკრაინაში დაარღვია გათვლის სისტემა რეგიონში.
ახალი ომი უფრო ხანმოკლე, მაგრამ არანაკლებ დრამატული იქნება, ვიდრე 2020 წლის ექვსკვირიანი კონფლიქტი. ამ ომში, რომელშიც 7000-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა, აზერბაიჯანულმა ძალებმა სომხები გააძევეს მთიანი ყარაბაღის ანკლავის ნაწილიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან, რომლებიც სომხური ძალების ხელში იყო 1990-იანი წლების დასაწყისიდან. საბოლოო ჯამში, მოსკოვი მოქმედებდა როგორც შუამავალი ცეცხლის შეწყვეტაში.
მას შემდეგ ბალანსი კიდევ უფრო შეიცვალა აზერბაიჯანის სასარგებლოდ. სომხეთის არმიას არ შეუვსია თავისი ჯარები და იარაღი, რადგან რუსეთი, იარაღის ტრადიციული მიმწოდებელი, მარაგების დეფიციტს განიცდის. აზერბაიჯანი, პირიქით, აძლიერებს თავის ძალებს. მისი არმია რამდენჯერმე აღემატება სომხურს, სბევრად უკეთ არის აღჭურვილი და მას ზურგს უმაგრებს თურქეთი. აზერბაიჯანულ გაზზე ევროპული მოთხოვნილების ზრდა ასევე ხელს აძლევს ბაქოს.
რუსეთის წარუმატებლობა უკრაინაში სხვაგვარადაც ახდენს გავლენას. 2020 წლამდე ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში რუსი სამშვიდობოები გაგზავნეს მთიანი ყარაბაღის რეგიონებში, სადაც ჯერ კიდევ სომხები ცხოვრობენ. რუსეთმა გააძლიერა სასაზღვრო დაცვა და სამხედრო პერსონალი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთებზე, რომლებიც ომის შემდეგ ახალი ფრონტის ხაზად იქცა. გაანგარიშება იყო, რომ ეს კონტიგენტები, თუმცა მცირერიცხოვანი, შეაკავებდნენ თავდასხმებს, რადგან ბაქოს მოსკოვის გაღიზიანების ეშინოდა.
მაგრამ რუსეთის ჯარებმა ვერ შეძლეს თავიდან აეცილებინათ რამდენიმე აფეთქება გასულ წელს. მარტსა და აგვისტოში აზერბაიჯანის ჯარებმა დაიკავეს ახალი ტერიტორიები მთიან ყარაბაღში, მათ შორის სტრატეგიული სამთო პოზიციები. სექტემბერში აზერბაიჯანის ჯარებმა დაიკავეს ტერიტორია თავად სომხეთის შიგნით. თავდასხმების ყოველი სერია უფრო და უფრო სისხლიანი ხდებოდა.
სამშვიდობო მოლაპარაკებებსაც უკრაინის ომი ჩრდილავს. ისტორიულად, მოხდა ისე, რომ მოსკოვი ხელმძღვანელობდა სამშვიდობო ძალებს მთიან ყარაბაღში. ვარაუდობდნენ, რომ 2020 წელს ცეცხლის შეწყვეტას უნდა გაეხსნა ვაჭრობა რეგიონში, მათ შორის უნდა მომხდარიყო სომხეთის გავლით პირდაპირი მარშრუტის აღდგენა აზერბაიჯანიდან მის ექსკლავში - ნახიჩევანში ირანის საზღვარზე. ვაჭრობის განვითარება გზას გახსნიდა კომპრომისისკენ მთიანი ყარაბაღის მომავლის მგრძნობიარე საკითხთან დაკავშირებით. (2020 წლის ომის შემდეგ, ერევანმა უარი თქვა მთიანი ყარაბაღისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭების მოთხოვნაზე, რომელიც ათწლეულებია გრძელდება, მაგრამ მას მაინც სურს იქ მცხოვრები სომხებისთვის სპეციალური უფლებები და უსაფრთხოების გარანტიები; ბაქო ამტკიცებს, რომ ადგილობრივ სომხებს ისევე შეუძლიათ ისარგებლონ უფლებებით, როგორც ნებისმიერ აზერბაიჯანელ მოქალაქეს.)
2021 წლის მიწურულს მოსკოვი ახალ შუამდგომლობას დათანხმდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ევროსაბჟოს ხელმძღვანელობის ქვეშ, იმ იმდეით, რომ ეს რუსეთის სამშვიდობო მოღვაწეობას გაამყარებდა, რომელიც ბოლო დროს საერთოდ ვერ განიცდიდა პროგრესს. თუმცა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მოსკოვი ევროსაბჭოს დიპლომატიას განიხილავს, როგორც ფართო ძალისხმევის ნაწილს, რომელიც მოსკოვის გავლენის შესუსტებისკენაა მიმართული. დასავლეთის დედაქალაქთა მცდელობების მიუხედავად, კრემლი ამ ურთიერთობებს არ თანხმდება.
აქედან გამომდინარე, არსებობს ორი შეთანხმების პროექტი - ერთი მომზადებული რუსეთის მიერ, ხოლო მეორე შემუშავებული სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ დასავლეთის მხარდაჭერით (რომლის ბევრი ნაწილი შეიცავს ორივე მხარის მიერ შემოთავაზებულ საპირისპირო ტექსტებს). თითოეული პროექტი ეხება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ვაჭრობისა და ვითარების განმუხტვის საკითხებს, ხოლო მთიან ყარაბაღში სომხების ბედი განყენებული და ჯერ არ დაწყებული პროცესის ანაბარაა დატოვებული. დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ორმხრივი კურსი, სავარაუდოდ, უფრო პერსპექტიულია, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ის შიდაა, თუმცა გაურკვეველია, რა რეაქცია ექნება მოსკოვს, თუ შეთანხმება მიიღწევა. ყოველ შემთხვევაში, ორივე მხარე შორს დგას ერთმანეთისგან. ყველა კარტი ბაქოს ხელშია და ის უფრო მეტ სარგებელს მიიღებს შეთანხმებიდან, განსაკუთრებით, სავაჭრო და საგარეო ურთიერთობების კუთხით, ვიდრე სამხედრო თვალსაზრისით.
საშიშროება იმაშ მდგომარეობს, რომ მოლაპარაკებები ჩავარდება ან კონფლიქტის მორიგი გაჩაღება გამოიწვევს მოსკოვის და დასავლეთის ფიასკოს და აზერბაიჯანი ძალით წაიღებს ყველაფერს, რაც შეუძლია.
3. ირანი
მასიური ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები, ირანის ხელისუფლების დაუნდობელმა დარბევამ და რუსეთში იარაღის მიწოდებამ ისლამური რესპუბლიკა უფრო იზოლირებული გახადა, ვიდრე ეს იყო ათწლეულების განმავლობაში, მაშინ როცა მისი ბირთვული პროგრამის გამო კრიზისი დგება.
საპროტესტო აქციები, რომლებიც აძრწუნებს ქვეყანას, წარმოადგენს ყველაზე მუდმივ და მტკიცე საფრთხეს ისლამური რესპუბლიკის მმართველობისთვის 2009 წლის მწვანე მოძრაობის შემდეგ. ათიათასობით ახალგაზრდა, ძირითადად ქალები და სკოლის მოსწავლეები, რომლებიც უარს ამბობენ სავალდებულო თავსაბურავზე, როგორც ქალთმოძულეობისა და კიდევ უფრო ფართო ჩაგვრის სიმბოლოზე, გამოვიდნენ ქუჩებში რეჟიმთან დასაპირისპირებლად.
ამის საპასუხოდ ირანის მთავრობამ ასობით ადამიანი დახოცა, მათ შორის ათობით ბავშვი. დემონსტრანტების ოფიციალურად სიკვდილით დასჯა განხორციელდა სასამართლო პროცესების შემდეგ, რომლებიც უფლებადამცველი ჯგუფების თქმით, ყალბი იყო. ათასობით ადამიანი ციხეშია, ბევრი საშინელ აწამეს. ის, რაც ანტისახელმწიფოებრივი განწყობის მკაფიო გამოხატულებაა, განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და დიდი ხნის დავიწყებულ სივრცეებში, რეჟიმის მიერ უცხოურ შეთქმულებად აღიქმება. ცოტას თუ სჯერა ამის.
ირანის ახალგაზრდა გმირი დემონსტრანტებისთვის გამოწვევა არის საშუალო კლასის ხანდაზმული ირანელების გადაბირება, რომელთაგან ბევრი მხარს უჭერს ამჟამინდელ რეჟიმს, მაგრამ ეშინიათ მისი ძალადობის ან რადიკალური ცვლილების. თუ საპროტესტო აქციები კრიტიკულ მასას მიაღწევდა, უფრო მეტი მათგანი შეუერთდებოდა მას, მაგრამ მათი მონაწილეობის გარეშე, ეს ნაკლებად სავარაუდოა - ყოველ შემთხვევაში, სანამ რაიმე სხვა ბიძგი არ შეცვლის ბალანსს ან მომიტინგეთა რიგებიდან ლიდერები არ წარმოიშვებიან. დღეს რეჟიმის დაშლის შესახებ არანაირი მინიშნება არ არსებობს. მაგრამ რეპრესიები ვერ ჩაახშობს საზოგადოების ღრმა რისხვას. მოხდა გარკვეული გარდატეხა. რეჟიმი დროს ვეღარ დააბრუნებს..
იმავდროულად, სექტემბრის დასაწყისიდან შეჩერებული 2015 წლის ბირთვული შეთანხმების განახლების შესახებ მოლაპარაკებები ახლა საერთოდ გაყინულია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, თეირანის ბირთვული შესაძლებლობები მნიშვნელოვნად განვითარდა. მისი ურანით გამდიდრების შესაძლებლობები გაფართოვდა, რღვევის ვადა თითქმის ნულოვან ნიშნულამდეა დაყვანილი. მნიშვნელოვნად შემცირდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მონიტორინგი. როგორც ჩანს, ახლოვდება მომენტი, რომლის თავიდან აცილებასაც აშშ და მისი მოკავშირეები დიდი ხანი ცდილობდნენ - როდესაც მათ უნდა აირჩიონ ორიდან ერთი: ან ირანს მიეცემა შესაძლებლობა შეიძინოს ბირთვული ბომბი ან გამოიყენებენ ძალას ამის თავიდან ასაცილებლად.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოახერხებენ რამდენიმე თვით გაძლებას, 2023 წლის ოქტომბერი, როდესაც გაეროს შეზღუდვები ირანულ ბალისტიკურ რაკეტებზე იწურება, გარდამტეხი იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ ეს აკრძალვები გადამწყვეტია ირანის მიერ რაკეტების და უპილოტო თვითმფრინავების გავრცელების შესაჩერებლად, განსაკუთრებით რუსეთის დასახმარებლად უკრაინაში, დასავლელი ლიდერები თვლიან, რომ ვადის ამოწურვის ერთადერთი ვარიანტი გაეროს სანქციების მოხსნაა. ეს, სავარაუდოდ, აიძულებს ირანს გავიდეს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან - აშშ-სა და ისრაელისთვის ეს პოტენციური უბედურება. ირანის ბირთვულ პროგრამაზე ნებისმიერმა დარტყმამ შესაძლოა რეგიონში დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვიოს. ირანი განრისხებულია საუდის არაბეთზე მისი სატელიტური არხების მხარდაჭერისთვის, რომელსაც თეირანი ადანაშაულებს პროტესტის გაღვივებაში, მრავალმხრივი დაპირისპირება ირანსა და ისრაელს შორის, რომელიც შეიძლება გამწვავდეს ისრაელის ახალი ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლასთან ერთად, - ყოველივე ეს მრავალმხრივ საფრთხეს წარმოქმნის.
ამ პირობებში დიპლომატიის კარების ფართოდ გახსნას ნამდვილად აქვს აზრი. დასავლური დედაქალაქები, რომლებიც აღშფოთებულნი არიან ისლამური რესპუბლიკის რეპრესიებით, რუსეთში იარაღის მიწოდებით და იმყოფებიან ძლიერი ნებელობის მქონე ადგილობრივი ამომრჩევლების ზეწოლის ქვეშ, რომლებსაც სძულთ ყველა, ვინც საუბარს ურჩევს, გასაგები მიზეზების გამო ფრთხილობენ, რომ თეირანთან ურთიერთობამ შეიძლება რეჟიმს სამაშველო სამსახური გაუწიოს. თუმცა, ჯერჯერობით, მათ არჩიეს არ გაეწყვიტატ ურთიერთობები, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ზოგიერთს სჭირდება მოლაპარაკება მძევლების გათავისუფლებისთვის, მაგრამ ძირითადად ბირთვული საფრთხის გამო. დღევანდელი ტოქსიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, ბირთვული კრიზისის განმუხტვის მოლაპარაკებების პერსპექტივები ბუნდოვანი ჩანს. თუმცა, სულ მცირე, ერთმანეთის "საზღვრების" გაგებამ შეიძლება ხელი შეუწყოს დაძაბულობის კონტროლს მანამ, სანამ არ გაჩნდება უფრო მეტი სივრცე დეესკალაციისა და არსებითი დიპლომატიური ჩართულობისთვის. ძნელი წარმოსადგენია, თუ რას მიიღებენ მომიტინგეები, თუ ბირთვული კრიზისი გამწვავდა - დიდია შანსი, რომ ჩიხში მოქცეულმა რეჟიმმა ქვეყნის შიგნით გადააფასოს პრიორიტეტები და კიდევ უფრო მაგრად მოუჭიროს მარწუხებს.
4. იემენი
იემენი ჩიხშია მოქცეული. აპრილის ზავი ჰუთის მეამბოხეებსა და ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობას შორის, რომელსაც მხარს უჭერს ძირითადად საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები (UAE), ოქტომბერში ამოიწურა. სერიოზული ბრძოლა ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ორივე მხარე ომის განახლებისთვის ემზადება.
გაეროს შუამავლობით დადებული ზავი ერთგვარ სინათლის სხივად იქცა სასტიკ რვაწლიან კონფლიქტში. 2021 წლის ნოემბერში ჰუთები, რომლებიც აკონტროლებენ იემენის ჩრდილო-დასავლეთის დიდ ნაწილს, გამარჯვებასთან თითქოს ახლოს იყვნენ. მათ რომ აეღოთ ქალაქი მარიბი და მიმდებარე ნავთობისა და გაზის ობიექტები, მოიგებდნენ ომს ჩრდილოეთისთვის, უზრუნველყოფდნენ თავიანთ კვაზი-სახელმწიფოს საჭირო სახსრებით და დაამხობდნენ მაშინდელი პრეზიდენტის აბედ რაბო მანსურ ჰადის მთავრობას. მათი შეტევა ჩაიშალა, როდესაც არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან დაკავშირებულმა ძალებმა 2022 წლის იანვარში განდევნეს ჰუთები სტრატეგიული ტერიტორიიდან მარიბში და მეზობელ შაბვაში. ჰუსიტებმა უპასუხეს სასაზღვრო რაკეტებით და უპილოტო დარტყმებით არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და საუდის არაბეთზე. შემდეგ უკრაინის ომმა გამოიწვია საკვებისა და საწვავის გლობალური დეფიციტი, რამაც ახალი ზეწოლა მოახდინა ყველა მონაწილეზე..
ჩიხმა საშუამავლო სივრცე წარმოშვა. აპრილის დასაწყისში გაერომ გამოაცხადა ორთვიანი ზავი ჰადისა და ჰუთის მთავრობებს შორის. ერ-რიადმა, რომელიც ომით იმედგაცრუებული იყო, მხარი დაუჭირა შეთანხმებას. რამდენიმე დღის შემდეგ ჰადი გადადგა. იგი შეცვალა საუდის არაბეთისა და ემირატების მიერ არჩეული რვაწევრიანი საპრეზიდენტო ხელმძღვანელობის საბჭომ (PLC), რომელიც დიდწილად წარმოადგენს იემენის ფრაქციების კოალიციას, რომლებიც ებრძვიან ჰუთებს და, უფრო ხშირად, ერთმანეთს.
თავდაპირველი იმედები შემდგომში ვითარების კიდევ უფრო განმუხტვასთან დაკავშირებით მალევე გაქრა. ორი გადავადების შემდეგ, გაეროს ხელმძღვანელობით მოლაპარაკებები გახანგრძლივებული ზავის შესახებ ჩაიშალა ოქტომბრის დასაწყისში ჰუტისტების მოთხოვნის გამო, რომ მთავრობას გადაეხადა ხელფასები მეამბოხე სამხედროებისა და უსაფრთხოების ძალებისთვის. (ორივე მხარის და გაეროში არსებული წყაროების მიხედვით, მთავრობა და საუდის არაბეთი შეთანხმდნენ, რომ გადაეხადათ მშვიდობიანი მოქალაქეების ხელფასები, მაგრამ საბოლოოდ მათ წინააღმდეგ მებრძოლი ძალების ხარჯების დაფარვაზე შეჯერდნენ)
ბრძოლები ძირითადად შეჩერებულია ზავის გარეშეც კი. ძირითადი სახმელეთო შეტევითი ოპერაციები და ტრანსსასაზღვრო თავდასხმები არ განახლებულა, მოლაპარაკებები გრძელდება, ძირითადად ახლა საუდის არაბეთისა და ჰუთის ორმხრივი არხებით. მაგრამ დაძაბულობა იზრდება. ჰუთებმა დაიწყეს, როგორც ამბობენ, პრევენციული დარტყმები ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც აკონტროლებს PKK, რამაც გამოიწვია ნავთობის ექსპორტის შეჩერება. ისინი აცხადებენ, რომ ნავთობის გაყიდვა შეიძლება განახლდეს, როდესაც ისინი და მათი ჯარები მიიღებენ შემოსავლის წილს. შურისძიების საპასუხოდ, მთავრობა ცდილობდა შეეჩერებინა საწვავის იმპორტი ჰუსიტების მიერ კონტროლირებად წითელი ზღვის პორტ ჰოდეიდაში, მაგრამ რიადმა შეაჩერა იგი. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მხარე ძალებს და სამხედრო აღჭურვილობას იკრებს ძირითადი ფრონტის ხაზის გარშემო.
ჰუთების ბანაკში ზოგიერთი ახალი შეტევისკენ იხრება, მაგრამ ჯერჯერობით, მიუხედავად იმისა, რომ ჰუთები ალბათ უფრო ძლიერები არიან ვიდრე კონკურენტები, მათ აკლიათ სახსრები და მათი ძალები დასუსტებულია. ალტერნატიულად, მათ შეეძლოთ მოლაპარაკება მოეწყოთ საუდის არაბეთთან ხელფასებზე, გაეხანგრძლივებინათ ზავი და გამოეყენებინათ ფული და დრო გადაჯგუფებისთვის. ჰუთის ზოგიერთი ლიდერი იმედოვნებს რიადთან უფრო ფართო შეთანხმებას, რომელიც გამოიყვანს საუდის არაბეთს კონფლიქტიდან და დაამტკიცებს ჰუთის სტატუსს, როგორც დომინანტურ ძალას იემენში. მაგრამ ასეთი შეთანხმება, მიუხედავად იმისა, რომ უგულებელყოფს მრავალი ანტიჰუთისტური ჯგუფის ინტერესებს, რომლებიც უკვე უკმაყოფილონი არიან ორმხრივი მოლაპარაკებების მიღმა დარჩენით, სავარაუდოდ, იემენს ომის ახალ ფაზაში ჩააგდებს. საუდის არაბეთის უკან დახევის შემთხვევაშიც კი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჰუთებმა ადვილად დაიპყრონ მთელი იემენი, როგორც ეს თალიბებმა გააკეთეს ავღანეთში.
უფრო სწორი იქნება გრძელვადიანი ზავის დადება, რომელიც გზას გაუხსნის იემენის შიდა მოლაპარაკებებს. ჭეშმარიტი მოგვარება იემენის ყველა ძირითადი ფრაქციის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს და, სავარაუდოდ, გაეროს შუამავლობას მოითხოვს. მაგრამ ვინაიდან ჰუთები გრძნობენ, რომ უფრო მეტ სარგებელს შეურიგებლობით მიიღებენ და ირანი, ერთადერთი გარე მოთამაშე, რომელსაც გარკვეული გავლენა აქვს ჯგუფზე, არ არის დასახმარებლად განწყობილი, ვითარების ამგვარად მოგვარება ნაკლებ სავარაუდოა.
5. ეთიოპია
2022 წლის ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ომი ეთიოპიის ტიგრეის რეგიონში და მის გარშემო ამ დროისთვის შეჩერებულია. ორმა მთავარმა დაპირისპირებულმა მხარემ - ეთიოპიის პრემიერ მინისტრის აბი აჰმედის მთავრობამ და ტიგრაის სახალხო განმათავისუფლებელმა ფრონტმა (TPLF), რომლებიც დომინირებდნენ ეთიოპიის პოლიტიკაში ათწლეულების განმავლობაში, სანამ აბი ხელისუფლებაში მოვიდოდა 2018 წელს და შემდეგ დაუპირისპირდა მას - ხელი მოაწერეს შეთანხმებას 2 ნოემბერს, პრეტორიაში, სამხრეთ აფრიკაში და 10 დღის შემდეგ, შემდგომ შეთანხმებას ნაირობიში. თუმცა, მშვიდობა მყიფეა. გადაუჭრელი რჩება ძირითადი კითხვები, მათ შორის, განიარაღდება თუ არა ტიგრეის ძალები და გაიყვანს თუ არა ერითრეის პრეზიდენტი ისაია აფვერკი, რომლის არმია ეთიოპიის ჯარებთან ერთად იბრძვის, თავის ჯარებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარზე.
საომარი მოქმედებები 2020 წლის ბოლოს დაიწყო, როდესაც ტიგრეის ძალებმა დაიკავეს რეგიონის რამდენიმე ეროვნული სამხედრო ბაზა და აცხადებდნენ, რომ აღკვეთეს ფედერალური ინტერვენცია. ორწლიანი საომარი მოქმედებების მანძილზე უპირატესობა ერთი მხრიდან მეორისკენ იხრებოდა. 2022 წლის მარტში დადებულმა ზავმა ერთგვარი ამოსუნთქვის საშუალება მისცა მხარეებს. აგვისტოს ბოლოს ის დაირღვა და სრულმასშტაბიანი ომი განახლდა. ფედერალურმა, ამჰარულმა და ერითრეულმა ძალებმა კიდევ ერთხელ გაარღვიეს ტიგრაის დაცვა.
მსხვერპლთა რაოდენობა შემაძრწუნებელი იყო. ბელგიური გენტის უნივერსიტეტის მკვლევარების თქმით, 2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით, 385,000-დან 600,000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ომის გამო. ასობით ათასი მებრძოლი დაიღუპა ბრძოლებში 2022 წლის აგვისტოდან მოყოლებული, იტყობინება ორივე მხარის წყაროები. სისასტიკეში ყველა მხარეს ადანაშაულებენ, განსაკუთრებული სისატიკით გამოირჩეოდნენ ერითრეის ჯარები. სექსუალური ძალადობა ყველგან იყო გავრცელებული და, როგორც ჩანს, სტრატეგიულად გამოიყენებოდა მშვიდობიანი მოსახლეობის დასამცირებლად და დასაშინებლად. ომის უმეტესი პერიოდის განმავლობაში ადის-აბებამ ტიგრეი ბლოკადაში მოაქცია, გათიშა ელექტროენერგია, ტელეკომუნიკაცია, საბანკო მომსახურება და შეზღუდა საკვები, მედიკამენტები და სხვა მარაგის მიწოდება.
პრეტორიის შეთანხმება აბიის გამარჯვება იყო. ტიგრეის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ აღედგინათ ფედერალური მმართველობა და განიარაღდნენ ერთი თვის განმავლობაში. ადის აბაბამ განაცხადა, რომ ის მოხსნის ბლოკადას და აკრძალავს ტერორიზმს TPLF-ის წინააღმდეგ. ნაირობიში, აბიის მეთაურებმა შესთავაზეს განიარაღების უფრო მოქნილი ვადები, შეთანხმდნენ, რომ ტიგრეის ძალები დათმობდნენ მძიმე შეიარაღებას, როგორც კი ერითრეისა და ამჰარის რეგიონალური მებრძოლები უკან დაიხევდნენ. მას შემდეგ ზავი შენარჩუნებულია. დახმარება გაიზარდა და ფედერალურმა ხელისუფლებამ აღადგინა ძალაუფლება მეკელეში, ტიგრეის დედაქალაქში.
ვითარება შეიძლება შეიცვალოს. განსაკუთრებით რთულია დასავლეთ ტიგრაის ნაყოფიერი სასაზღვრო მიწების საკითხი, რომელსაც ამჰარა ველკაიტს უწოდებს და საკუთრებად თვლის. ერითრეელებს, თავის მხრივ, ჯერ არ გამოუყვანიათ ჯარები, თუმცა შემოსული ინფორმაციით, ზოგიერთმა მათგანმა უკანდახევა უკვე დაიწყო. არც ტიგრაიელებს დაუყრიათ იარაღი. მხარეები უნდა შეთანხმდნენ ზუსტ თანმიმდევრულ ქმედებებზე, რათა თითოეულმა მხარემ არ დაადანაშაულოს მეორე შეფერხებაში.
აბისთვის ყველაზე დიდი თავის ტკივილად მისი საბრძოლო მოკავშირე ისაია შეიძლება იქცეს. 2018 წელს აბიის სამშვიდობო შეთანხმებამ ესაიასთან დაასრულა ორ ქვეყანას შორის ათწლეულობით მიმდინარე დაპირისპირება, თუმცა, გარკვეულწილად, გზა გაუხსნა ეთიოპია-ერითრეის ერთობლივ შეტევას ტიგრაიში. აბი გამოვიდა TPLF-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ უარყოფითი დამოკიდებულებისდა მიუხედავად, მას, ალბათ, სჭირდება რაიმე ფორმით მოლაპარაკება ტიგრეის ლიდერებთან, რათა არ გააღვივოს ახალი აჯანყების თესლი. მისმა მთავრობამ უნდა განსაზღვროს TPLF-ის როლი ნებისმიერ დროებით რეგიონულ ადმინისტრაციაში, ასევე, ნება დართოს თუ არა ტიგრეის ზოგიერთ ჯარისკაცს ჩამოყალიბდეს რეგიონალურ ძალად თუ დააბრუნოს ისინი ფედერალურ ჯარში. ჩათვლის თუ არა ეთიოპიის პრემიერ მინისტრი საჭიროდ ამგვარ დათმობებზე წასვლას, გაურკვეველია. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რამდენად შეძლებს ის ისაიას დარწმუნებას, რომელიც ომში დაუძინებელი მტრის, TPLF-ის განადგურების იმედით ჩაება.
6. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და დიდი ტბები
M23, ადრე მიძინებული მეამბოხე ჯგუფი, რომელსაც გაეროს თქმით, მხარს უჭერს რუანდა, ქაოსს იწვევს კონგოს აღმოსავლეთ დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ბრძოლებმა აიძულა ათიათასობით ადამიანი დაეტოვებინა სახლები და შეიძლება გადაიზარდოს უფრო ფართო რეგიონულ მარიონეტულ ომში.
M23 ფლობს რამდენიმე ქალაქს და აკრავს პროვინციის დედაქალაქ გომას. 2013 წელს ჯგუფი მოიგერიეს გაეროს გაძლიერებულმა ძალებმა, მაგრამ ახლა ის კარგად შეიარაღებული და ორგანიზებული ჩანს. იგი შედგება ყოფილი კონგოელი ჯარისკაცებისგან, რომელთაგან ბევრი ტუტსია, ეთნიკური ჯგუფი, რომელიც გავრცელებულია აფრიკის დიდ ტბებში და თემის ინტერესების დამცველია.
M23-ის უეცარი აღორძინება უკავშირდება როგორც დიდი ტბების სახელმწიფოებს შორის დაძაბულობას, ასევე ადგილობრივ დინამიკას. კონგოს მთავრობა ცდილობს გააძლიეროს თავისი ძალაუფლება ქვეყნის პრობლემურ აღმოსავლეთში, სადაც ათობით მეამბოხე ჯგუფი მოქმედებს, მათ შორის მეზობელი ქვეყნებიდან. გასულ წელს კონგოს პრეზიდენტმა ფელიქს შისეკედიმ მიიწვია უგანდელი ჯარები მოკავშირეთა დემოკრატიულ ძალებთან საბრძოლველად, ძირითადად უგანდელ ჯგუფთან, რომელმაც თავი ისლამური სახელმწიფოს ნაწილად გამოაცხადა. როგორც ჩანს, კონგოს პრეზიდენტმაც მშვიდად დაამტკიცა ბურუნდის ოპერაციები კონგოს მიწაზე. ამან რუანდის პრეზიდენტი პოლ კაგამე გააღიზიანა. მას სჯერა, რომ მისი მეზობლების იქ ყოფნამ შეიძლება ჩამოართვას რუანდას გავლენა კონგოს აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც, ბურუნდისა და უგანდას მსგავსად, მას აქვს ეკონომიკური ინტერესები და სადაც იგი დიდი ხანია ებრძვის რუანდის განმათავისუფლებელი დემოკრატიული ძალების აჯანყებულებს (რომელიც ცნობილია ფრანგული შემოკლებით FDLR), ჰუტუს მილიციის ნარჩენებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან 1994 წლის გენოციდზე.
ჩისეკედი კაგამეს ადანაშაულებს იმაში, რომ ეს უკანასკნელი M23-ს უჭერს მხარს, როგორც კონგოს რესურსების მოპოვების საშუალებას. გაეროს ექსპერტები ასევე მიუთითებენ რუანდის მხარდაჭერაზე ამბოხებულების მიმართ. გაეროს 2022 წლის დეკემბერში გაკეთებულ მოხსენებაში, რომელმაც ქსელში გაჟონა, ნათქვამია, რომ არსებობს „არსებითი მტკიცებულება“, რომ რუანდის არმია უშუალოდ იყო ჩართული კონგოს ბრძოლაში M23-ის წინააღმდეგ და მხარს უჭერდა ჯგუფს იარაღით, საბრძოლო მასალითა და უნიფორმით. კიგალი ამ ბრალდებებს უარყოფს. თავის მხრივ, ის ადანაშაულებს კონგოს არმიას FDLR-თან თანამშრომლობაში (რასაც ჩისეკედი უარყოფს, თუმცა გაეროს ანგარიშებიც დიდწილად ადასტურებს ამას).
დამატებით სირთულეებს ქმნის 2023 წელს კონგოში საყოველთაო არჩევნების ჩატარება. ამ არჩევნებმა შეიძლება კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას ქვეყნისთვის ორი ათეული წლის წინ დამღუპველი სამოქალაქო ომებისკენ. მაგრამ ძალადობის გამო ქვეყნის აღმოსავლეთში რეგისტრაციის ან ხმის მიცემის შეწყვეტა ჩრდილს მიაყენებს შედეგებს. ჩისეკედის შესაძლოა ასევე სურდეს კამპანიის დროს ანტირუანდის რიტორიკის ესკალაცია, რაც საფრთხეს უქმნის უმცირესობებს, რომლებსაც ზოგიერთი კონგოელი უკვე M23-ის მხარდამჭერებს უწოდებს.
აღმოსავლეთ აფრიკის სამხედრო მისიას - რუანდის გამოკლებით, რომლის კონტიგენტები კინშასამ უარყო - აქვს მანდატი, აღადგინოს მშვიდობა აღმოსავლეთ კონგოში. გაეროს ჰყავს 14000 სამშვიდობო ძალები, რომელთაგან ბევრი დისლოცირებულია გომაში, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი თავს არიდებენ აჯანყებულებთან ბრძოლას და ღრმად არაპოპულარული არიან მრავალი კონგოელისთვის. მაგრამ კენიას, როგორც რეგიონული ძალების წევრს, დაევალა M23-თან ბრძოლის შეუსაბამო ამოცანა.
მრავალტანჯულ ადგილობრივებს დიდი იმედი აქვთ, რომ კენიის ჯარები შეძლებენ მეამბოხეებთან ბრძოლას, მაგრამ კენია ჯანსაღად აფასებს გომას და მის მიმდებარე მთავარი გზების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და M23-ს ცეცხლის შეწყვეტის იძულებას. შემდეგ ჯგუფს შეეძლება შეუერთდეს სამშვიდობო მოლაპარაკებებს კონგოს მთავრობასა და ათეულობით აღმოსავლეთის შეიარაღებულ ჯგუფს შორის, ამ მოლაპარაკებებიდან იგი მოხსნილი იყო საბრძოლო მოქმედებების გამო.
გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება რუანდის ჩართვას მოლაპარაკებებში, M23-ის ლიდერებზე მისი გავლენის გათვალისწინებით. ამის საუკეთესო შანსია აღმოსავლეთ აფრიკის ლიდერების შეთანხმებული დიპლომატია კაგამესა და ჩისეკედის შორის ურთიერთობების აღდგენის მიზნით, რამაც უკვე გამოიღო დადებითი შედეგი, ასევე შეინიშნება კონგოს სამხედროებსა და F23-ს შორის თანამშრომლობის შეწყვეტის მცდელობებო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღმოსავლეთ აფრიკის ძალები შესაძლებლობაა, გზა გაუხსნან დიპლომატებს ისევე, როგორც შექმნან M23-ითნ ბრძოლის შესაძლებლობა.
თუ დიპლომატია წარუმატებელი აღმოჩნდა, კენიის ჯარები შეიძლება ჩაეფლონ აღმოსავლეთ კონგოში. ამხელა მეზობელი ძალების აღმოსავლეთ კონგოში განშლა მარიონეტული ომების განახლებას უქადის, რომლებმაც რეგიონი დაანგრიეს 1990-იან და 2000-იან წლებში.
7. საჰელი
ბურკინა ფასოში, მალისა და ნიგერიში სავარაუდოდ ვერ შეძლებენ ჯიუტი ისლამისტური ამბოხების დამარცხებას. დასავლელი ლიდერები, რომელთა სამხედრო ჩართულობამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ძალადობის შესაჩერებლად ცოტა რამ გააკეთა, არ იციან როგორ უპასუხონ ბურკინა-ფასოსა და მალიში მომხდარ აჯანყებებს.
ბურკინა ფასო მძიმე მდგომარეობაშია. ჯიჰადისტური ჯგუფები აკონტროლებენ მისი ტერიტორიის დაახლოებით 40 პროცენტს, მათ შორის უზარმაზარ სოფლებს ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთში. ბოევიკებმა უკვე რამდენიმე თვეა ალყა შემოარტყეს ჩრდილოეთით მდებარე დიდ ქალაქ ჯიბოს. ათასობით ადამიანი დაიღუპა ბრძოლებში და დაახლოებით 2 მილიონი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები. დანაკარგების ზრდასთან ერთად ჯარში დამნაშავეთა რიცხვიც იზრდება. შარშანდელი ორ გადატრიალების შედეგად, რომელთაგან ორივე შემთხვევა გამოწვეული იყო ბოევიკების მიერ სამხედროების ხოცვა-ჟლეტით, ვიცე-პოლკოვნიკმა პოლ-ჰენრი სანდაოგო დამიბამ ხელში ჩაიგდო ძალაუფლება იანვარში და სექტემბერში იგი მანამდე უცნობი კაპიტანმა, იბრაჰიმ ტრაორემ შეცვალა. თავად ტრაორე იბრძვის გაყოფილი უსაფრთხოების ძალების გაერთიანებისთვის. მას შეუძლია მიბაძოს მალელი კოლეგების მაგალითს პოპულისტურ განწყობებზე თამაშით, თანაც აკრიტიკებს საფრანგეთს და ცდილობს რუსეთთან დაახლოებას. ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ ტრაორე აგროვებს მოხალისეებს ჯიჰადისტებთან საბრძოლველად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ეთნიკური სისხლისმღვრელი დაპირისპირება.
მალიმ განიცადა ორი შიდა გადატრიალება, 2020 და 2021 წლებში. შორეულ ჩრდილოეთში სახელმწიფო პრაქტიკულად არ არსებობს. იქ ისლამურ სახელმწიფოსთან და ალ-ქაიდასთან დაკავშირებული ბოევიკები ებრძვიან ერთმანეთს და არაჯიჰადისტ მეამბოხეებს, რომლებიც ძირითადად ტუარეგები არიან, რომლებიც საჰელის დიდ ნაწილზე არიან დასახლებულნი. 2015 წელს ტუარეგმა აჯანყებულებმა გააფორმეს შეთანხმება ბამაკოსთან არმიის პოზიციების მოპოვებისა და ძალაუფლების დეცენტრალიზაციის იმედით. მაგრამ ახლა, როცა თავს მიტოვებულად გრძნობენ, ზოგიერთმა მეამბოხემ შესაძლოა სარგებელი კვლავ ჯიჰადისტებთან მოკავშირეობაში ჰპოვოს. (ალ-ქაიდასთან დაკავშირებული ბოევიკები შეუერთდნენ ტუარეგის სეპარატისტულ აჯანყებას, რომელმაც დაიპყრო ჩრდილოეთ მალი დაახლოებით ათი წლის წინ და შემდეგ უზურპაცია მოახდინა.) უფრო სამხრეთით, ცენტრალურ მალიში, ბრძოლა მალის ჯარებსა და ვაგნერის ჯგუფის რუს დაქირავებულ მებრძოლებს შორის ბოევიკების წინააღმდეგ ჩიხში შევიდა და ორივე მხრიდან ადამიანის უფლებების უხეში დარღვევით აღინიშნება.
ნიგერში უკეთესი მდგომარეობაა, თუმცა განგაშის საფუძველი იქაც არსებობს. მთავრობამ ან გააერთიანა სამოქალაქო ძალები უსაფრთხოების ძალებში, ან უარი თქვა მათ შეიარაღებაზე. მისმა მზაობამ ჯიჰადისტურ ჯგუფებთან ურთიერთქმედებისთვის, შესაძლოა, ხელი შეუწყო ძალადობის განეიტრალებას. თუმცა, პრეზიდენტი მოჰამედ ბაზუმი გადაურჩა გადატრიალების მცდელობას 2021 წლის მარტში და შემდგომმა დაპატიმრებებმა, მათ შორის მაღალი რანგის ოფიცრებს შორის, შესაძლოა, არმიაში შუღლი ჩამოაგდოს. ჯიჰადისტებმა შეაღწიეს პარკებსა და ტყეებში ბურკინა-ფასოსა და ბენინის საზღვრების გასწვრივ და ნელნელა უახლოვდებიან დედაქალაქ ნიამეს.
საჰელში საგარეო მონაწილეობა სწრაფად ვითარდება. საფრანგეთმა, რომელიც 2013 წელს ჩაერია ბოევიკების ჩრდილოეთ მალიდან განდევნის მიზნით, შეაჩერა ოპერაციები ქვეყანაში ბამაკოსთან არასტაბილური ურთიერთობების ფონზე, თუმცა ის კვლავ ინარჩუნებს ბაზებს ნიგერში. გაერო-ს მისიამ, რომელიც 2013 წლის აპრილიდან იმყოფებოდა მალიში, ასევე ვერ მიაღწია წარმატებას. ახლა დასავლეთი, როგორც ჩანს, ყველაზე მეტად დაკავებულია ჯიჰადისტების სამხრეთით გვინეის ყურეში გავრცელების თავიდან აცილებით. ფრანგების წინააღმდეგ რეგიონში მრისხანება იზრდება.
ფრანგების წინააღმდეგ აღშფოთება იზრდება რეგიონში, ძირითადად ბოევიკებთან ბრძოლაში დასავლეთის ათწლეულის წარუმატებლობის გამო, ისევე როგორც რუსული დეზინფორმაციის წყალობით. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვაგნერის დაჯგუფების სასტიკი მკვლელები უკეთესად მოიქცევიან, მაგრამ ბევრი ადგილობრივი მაცხოვრებელი დასავლეთის წარსული მემკვიდრეობის გათვალისწინებით, რუსული ჯგუფის გაკრიტიკებისგან თავს იკავებს.
რეგიონისთვის გადამწყვეტ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ლიდერებმა გადააფასონ უკიდურესად სამხედრო მიდგომა ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლაში. საბრძოლო ოპერაციები ასევე გარკვეულ როლს თამაშობს, მაგრამ ისინი უნდა დაექვემდებაროს მცდელობებს თემთაშორისი ურთიერთობების მოგვარებისკენ, ხალხის გამარჯვებისკენ და, შესაძლოა, მებრძოლ ლიდერებს შორის საუბრისკენაც. დასავლურმა მთავრობებმა უნდა იგრძნონ სინანული გასული ათწლეულის განმავლობაში ჩდენილი ქმედებების გამო. მაგრამ რადგანაც ზოგიერთი საჰელიელი ლიდერი მოსკოვს მიმართავს, არასწორი იქნებოდა მოსკოვთან კავშირების გაწყვეტა და მათი იძულება აირჩიონ მხარეები..
8. ჰაიტი
2021 წლის ივლისში პრეზიდენტ ჯოვენელ მოისის მკვლელობის შემდეგ, ჰაიტი პარალიზებულია პოლიტიკური ჩიხითა და გავრცელებული ბანდიტიზმით. საჯარო სამსახურები ჩამოიშლა, ქოლერა ვრცელდება. სიტუაცია იმდენად მძიმეა, რომ ზოგიერთი ჰაიტიელი იმედებს ამყარებს უცხოურ ჯარებზე, მიუხედავად ჰაიტიში წინა ინტერვენციების სამწუხარო შედეგებისა.
არიელ ჰენრი, ჰაიტის დროებითი პრემიერ მინისტრი, რომელმაც შეცვალა მოისი, სარგებლობს ძლიერი საგარეო ძალების მხარდაჭერით, მაგრამ ჰაიტიელებისგან მკაცრი წინააღმდეგობას ღებულობს. მას შემდეგ, რაც ის ხელისუფლებაში მოვიდა, მის მმართველობას ეწინააღმდეგებოდა მონტანას შეთანხმება, ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჯგუფი. ჰენრის უნდა მიემართა არჩევნებისთის, მაგრამ არასტაბილურმა ვითარებამ ხელი შეუშალა კენჭისყრის ჩატარებას და ჰენრიმ ასევე დაშალა საარჩევნო კომისია.
ქვეყნის ტერიტორიის ნახევარზე მეტი ასობით ბანდის კონტროლქვეშაა. დედაქალაქი პორტ-ო-პრენსი იხრჩობა ბანდების სიმრავლით, კეტავენ გზებს და ავრცელებენ ტერორს, გაუპატიურებასაც მიმართავენ ადამიანების დასასჯელად და დასაშინებლად, ზოგჯერ ათი წლის ბავშვები ხდებიან მსხვერპლნი. ყველაზე დიდ კოალიციას, G9-ს ხელმძღვანელობს ცნობილი ბანდის ლიდერი ჯიმი "ბარბექიუ" ჩერიზერი. ჰაიტიზე ათწლეულების განმავლობაში არსებობდა ბანდები, რომლებიც ხშირად პოლიტიკოსებს უკავშირდებოდნენ. მაგრამ მოისის მკვლელობის შემდეგ მათი ძალაუფლება გაიზარდა.
ბოლო ექვსი თვის განმავლობაში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. ივლისში G9-სა და სხვა ბანდას შორის ბრძოლამ ციტე სოლეილისთვის, ჯურღმულებში პორტ-ო-პრენსის მახლობლად, 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ორი თვის შემდეგ ჰენრიმ გააუქმა საწვავის სუბსიდიები, რამაც გამოიწვია ფასების ზრდა და გამოიწვია მასიური პროტესტი, რომელსაც შეუერთდნენ ბანდის წევრები. შემდეგ G9-მ აიღო ნავთობის მთავარი ტერმინალი, რამაც გამოიწვია თითქმის მთელი ქვეყანა საწვავის დეფიციტის წინაშე, რამაც, სხვა საკითხებთან ერთად, შეაფერხა სუფთა სასმელ წყალზე წვდომა. ჩერიზემ განაცხადა, რომ ის დააბრუნებდა ტერმინალს მხოლოდ ჰენრის პენსიაზე გასვლის შემდეგ, თუმცა ჰაიტის პოლიციამ შეძლო მისი დაბრუნება რამდენიმე თვის შემდეგ.
შედეგად მივიღეთ ჰუმანიტარული კატასტროფა. მოსახლეობის ნახევარი, 4,7 მილიონი, იტანჯება მწვავე შიმშილით და, სავარაუდოდ, 20 000 ადამიანს შიმშილის საფრთხე ემუქრება. სამედიცინო კლინიკებთან მისვლასთან დაკავშირებულმა სირთულეებმა, სუფთა წყლის ნაკლებობასთან ერთად, განაპირობა ქოლერის ეპიდემიის ხელახალი აფეთქება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მოხსენებაში ნათქვამია, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან დეკემბრის დასაწყისში დაფიქსირდა 13,000-ზე მეტი შემთხვევა და 283 გარდაცვალება, მაგრამ ეს რიცხვები სავარაუდოდ შემცირებულია.
ამ პრობლემების წინაშე ჰენრიმ ოქტომბერში მოუწოდა საგარეო სამხედრო მხარდაჭერას. ნებისმიერ ასეთ მისიას გაუჭირდება გაუმკლავდეს მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში ჩაბუდებულ ახალგაზრდებისადა ბავშვთა ბანდებს. ასევე არსებობს პოლიტიკური ოპოზიცია: მონტანას ჯგუფი ზოგადად ეწინააღმდეგება ნებისმიერ მისიას, მიაჩნია, რომ დროებითი პრემიერ-მინისტრი გამოიყენებს მას თავისი მმართველობის შესანარჩუნებლად. ბევრი სხვა ჰაიტელი შიშით ამას შიშით უყურებს, კუნძულის გარეშე ძალების მიერ დამონების და წინა უცხოური მისიების შემაშფოთებელი გამოცდილების გათვალისწინებით. თუმცა, ადამიანების მზარდი რაოდენობა, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, რომლებიც ყველაზე მეტად მიდრეკილია ბანდების ძალადობისკენ, გამოხატავს თავის მხარდაჭერას სრული სასოწარკვეთილების გამო.
აშშ-ისა და კანადის სანქციებმა რამდენიმე ამჟამინდელი და ყოფილი მაღალი რანგის პოლიტიკოსის წინააღმდეგ, ჩერიზესთან ერთად, შოკში ჩააგდო ჰაიტის ელიტა და შესაძლოა, აიძულა ისინი ეფიქრათ ბანდებთან კავშირებზე მომავალში. მაგრამ რამდენიმე უცხო ქვეყანას სურს იქ ჯარის გაგზავნა. თუმცა, თუ ჰენრი და მისი მეტოქეები შეთანხმდებიან ასეთი მისიის როლზე და გარდამავალი პერიოდის "საგზაო რუკაზე", ჰაიტის საუკეთესო იმედი შეიძლება იყოს უცხოური ჯარები. მათმა უბრალო გამოჩენამ და ოპერაციების საფრთხემ შეიძლება აიძულოს ბანდები დატოვონ მთავარი გზები და შეასუსტონ კონტროლი დედაქალაქზე.
9. პაკისტანი
პაკისტანი საარჩევნო წელს ღრმად გაყოფილი პოლიტიკური ორგანოთი იწყებს, რადგან ყოფილი პრემიერ მინისტრი იმრან ხანი აძლიერებს პოპულისტურ მხარდაჭერას მთავრობისა და ყოვლისშემძლე სამხედროების წინააღმდეგ.
ხანის თანამდებობიდან წასვლა გასულ გაზაფხულზე მოხდა მაშნ, როდესაც პაკისტანის არმიის მადლიერება გამოეცალა. იგი უმაღლესი სარდლობის მხარდაჭერით მოვიდა ხელისუფლებაში, მაგრამ გააუარესა ურთიერთობები არასწორი მართვით, ცეცხლოვანი ანტიამერიკული რიტორიკისა და მისი ერთგული ადამიანების უმაღლეს სამხედრო თანამდებობებზე დაყენების მცდელობით. როდესაც უნდობლობის საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრის მხარდაჭერა გაიზარდა, ხანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იდგა მისი გადაყენების შეთქმულების უკან. არმიის მეთაურმა, გენერალმა ყამარ ჯავედ ბაჯვამ უარყო შეთქმულება, წუხდა იმაზე, თუ როგორ შეიძლება გავლენა მოახდინოს ამან აშშ-სთან ურთიერთობაზე და უარყო ხანის შეთავაზება არმიის მეთაურის უფლებამოსილების განუსაზღვრელი გაფართოების შესახებ. აპრილში ხანი ჩამოაშორეს ძალაუფლებას. ხელისუფლებაში მოვიდა კოალიციური მთავრობა შეჰბაზ შარიფის მეთაურობით.
ხანმა და მისმა პაკისტანის Tehreek-e-Insaf პარტიამ დატოვეს პარლამენტი და გამოვიდნენ ქუჩებში. ძალადობრივი პროტესტი მთელ ქვეყანას მოედო, როდესაც შარიფის მთავრობამ უარყო ხანის მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების შესახებ. მისმა მხარდამჭერებმა ასევე გააკრიტიკეს უმაღლესი ხელმძღვანელობა, განსაკუთრებით ბაჯვა. ანტიდასავლურმა რიტორიკამ აღშფოთება გამოიწვია მიმღებ საზოგადოებაში. ხანის პრეტენზიები იმის შესახებ, რომ შარიფი არასწორად მართავს ეკონომიკას, ასევე კავშირშია ცხოვრების გაძვირებას.
3 ნოემბერს, ერთკვირიანი ანტისამთავრობო მსვლელობისას დედაქალაქ ისლამაბადში, ხანი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. ადგილზე დაკავებული მომავალი მკვლელი ამტკიცებს, რომ მარტო მოქმედებდა. მაგრამ ხანი შარიფს, კაბინეტის მინისტრს და სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსანს, შეთქმულებაში ადანაშაულებს.
ეს ყველაფერი სასიკეთოს არაფერს უქადის არჩევნებს, რომელიც 2023 წლის ოქტომბრამდე უნდა ჩატარდეს. უკვე მთავარი მეტოქეები თამაშის წესებთან დაკავშირებით უპირისპირდებიან ერთმაეთს, ხანი ადანაშაულებს საარჩევნო კომისიის მაღალჩინოსნებს შარიფის მთავრობის მხარდაჭერაში. როგორც ჩანს, ის მზადაა უარყოს არჩევნების შედეგები, თუ მისი პარტია დამარცხდება. ახლა ახალი მეთაურობით, სამხედროები გვპირდებიან, რომ არ ჩაერევიან პოლიტიკურ ბრძოლაში. თუმცა, მათი აზრით, გენერლებს გაუჭირდებათ გვერდიგვერდ დარჩენა, თუ სიტუაცია კონტროლს არ დაექვემდებარება ან საფრთხის მიმართულებით შეიცვლება.
კიდევ ერთი პოლიტიკური კრიზისი არის ბოლო, რაც პაკისტანს სჭირდება ამდენი სხვა პრობლემის ფონზე. წელს, დამანგრეველმა წყალდიდობამ დატბორა ქვეყნის მესამედი, დაზარალდა ყოველი მეშვიდე პაკისტანელი; 20,6 მილიონ ადამიანს ჯერ კიდევ ესაჭიროება ჰუმანიტარული დახმარება. სანდო შეფასებით ჯამური ზარალი და ეკონომიკური ზარალი 31,2 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო აღდგენისთვის საჭიროა კიდევ 16,3 მილიარდი დოლარი. ყველაზე დაუცველები, ქალები და გოგონები, ყველაზე მეტად დაზარალდნენ, რადგან მათი შეზღუდული ხელმისაწვდომობა განათლებაზე, შემოსავალსა და ჯანდაცვაზე კიდევ უფრო შემცირდა.
2022 წლის აგვისტოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარების პირობებმა, რამაც ხელი შეუშალა პაკისტანს ვალების გადახდაში, შარიფიც რთულ მდგომარეობაში ჩააგდო: ან უარი უნდა ეთქვა დახმარებაზე და დაეკარგა იგი, ან მტკივნეული რეფორმების გატარებას და ხანის პოპულისტური მხარდაჭერის მოპოვებას უნდა დათანხმებოდა. წყალდიდობის წყალობით, პაკისტანს ახლა კიდევ უფრო მეტი დახმარება ესაჭიროება, რომელიც ნელა მოდის. დახმარებისა და რეკონსტრუქციის დაგვიანებამ შეიძლება კიდევ უფრო გააღრმავოს უკმაყოფილება და გააძლიეროს ხანის ბაზა.
ამასობაში ისლამისტი მებრძოლები ძალებს იკრებენ. ავღანეთის მოსაზღვრე ხეიბერ პახტუნხვას პროვინციაში იმატა ბოევიკების თავდასხმებმა უსაფრთხოების ძალებზე. ეს განპირობებულია როგორც თალიბანის მიერ ავღანეთში პაკისტანელი ბოევიკებისთვის თავშესაფრის მიცემით, ასევე ისლამაბადის წარუმატებელი მცდელობით, შუამავლობით დადოს შეთანხმება ბოევიკებთან თალიბანის მეშვეობით. ისლამაბადი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იცავდა თალიბანის ლიდერებს ავღანეთში აშშ-ს ომის დროს, როგორც ჩანს, ცდილობს საკუთარი ნება მოახვიოს თავს ყოფილ მოკავშირეს.
10. ტაივანი
შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის დაძაბულობის ყველაზე დიდი კერა სულ უფრო არასტაბილურად გამოიყურება, რადგან ვაშინგტონს სურს შეინარჩუნოს რეგიონული პირველობა, ხოლო პეკინი კუნძულთან გაერთიანებას ცდილობს.
გაერთიანება დიდი ხანია ჩინეთის მიზანი იყო. პეკინმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ ეს მშვიდობიანად მოხდება, მაგრამ არ გამორიცხავს ძალის გამოყენებას. ვაშინგტონის თქმით, სი ძინპინმა 2027 წელი განსაზღვრა თარიღად, როცა ჩინურ სამხედროებს შეეძლებათ ტაივანის დაპყრობა. თავის მხრივ, აშშ ახორციელებს „ერთიანი ჩინეთის“ პოლიტიკას - ცდილობს ტაივანის სტატუსის მშვიდობიან გადაწყვეტას, შედეგის წინასწარ გათვლის გარეშე და დაამყაროს „სტრატეგიული გაურკვევლობის“ პოზიცია იმის შესახებ, დაუჭერს თუ არა იგი მხარს ტაივანს. პეკინის გაძლიერებისა და განმტკიცების ფონზე, ვაშინგტონი ავლენს იმ პოლიტიკის გამკაცრების ნიშნებს, რომლებიც მიიღეს მაშინ, როდესაც ჩინეთის არმია უფრო სუსტი იყო.
ვითარება გასულ ზაფხულს დაიძაბა, როდესაც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანის დედაქალაქ ტაიპეის ეწვია. როგორც კანონმდებელი, პელოსი არ ემორჩილება აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს (რომლის ადმინისტრაციამ, გავრცელებული ინფორმაციით, ხელი შეუშალა ვიზიტს). მაგრამ პეკინმა, გასაკვირი არ არის, რომ მისი ვიზიტი ტაიპეის მხარდაჭერის მძლავრ სიგნალად და „ერთიანი ჩინეთის“ პოლიტიკისადმი აშშ-ს ერთგულების შესუსტების ნიშნად მიიღო. საპასუხოდ, მან ჩაატარა უპრეცედენტო სამხედრო წვრთნები ტაივანის ირგვლივ და განათავსა სამხედრო ხომალდები და თვითმფრინავები "შუალედური ხაზის" მიღმა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ემსახურებოდა ჩუმად შეთანხმებულ საზღვარს ჩინეთის სამხედრო მოქმედებისთვის ტაივანის სრუტეში.
მზარდი შეშფოთება ჩინეთის განვითარებასთან დაკავშირებით, მისი თავდაჯერებულობა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში და მისი სამხედრო პოტენციალის გაძლიერების სურვილი აშშ-ს პოლიტიკის მთავარ თემად იქცა. სამხედრო ესკალაციის მომხრეობის პოზიცია ჩინეთთან მიმართებაში - მათ შორის ტაივანთან მიმართებაშიც - იშვიათი საკითხია, რაზეც ვაშინგტონში ორპარტიული კონსენსუსია. ბაიდენის ადმინისტრაციასაც და კონგრესსაც მიაჩნიათ, რომ აშშ-ს უნარი შეაჩეროს ჩინეთის შემოჭრა შესუსტებულია და მათ სურთ მისი აღდგენა.
აშშ-ს მთავრობისთვის გამოწვევაა სანდო გახადოს ჩინეთისთვის დანახარჯები, თუ ის წამოიწყებს სამხედრო კამპანიას, და გარანტია, რომ თუ ჩინეთი უარს იტყვის, ვაშინგტონი არ შეეცდება ტაივანის სამუდამო გამოყოფას.
როგორც ჩანს, ჩინეთი არ წავა თავდასხმაზე. ტაივანის თავდაცვითი ძალების გარღვევა ადვილი არ იქნება და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრაზე დასავლეთის რეაქციის ხილვით, პეკინს, სავარაუდოდ, ესმის საერთაშორისო აღშფოთება და თავდასხმის ეკონომიკური დანაკარგები - მაშინაც კი, თუ აშშ გადაწყვეტს არ ჩაერიოს სამხედრო გზით.
თუმცა, აშშ-ს დამაჯერებელმა მუქარამ - ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მისი სამხედრო პოზიციის დაუცველობის შემცირება ჩინეთის თავდასხმის მიმართ და დამსჯელი ეკონომიკური ზომების განსაზღვრა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან - შეიძლება შეაჩეროს პეკინი. მაგრამ ასეთ ნაბიჯებს თან უნდა ახლდეს გარანტიები, რომ აშშ-ს პოლიტიკა უცვლელი რჩება. თუ პეკინს მიაჩნია, რომ თავდასხმისგან თავის შეკავება ვაშინგტონსა და ტაიპეის აძლევს შესაძლებლობას შექმნან პირობები ტაივანის საბოლოო გამოყოფისთვის, მაშინ მისი გათვლები ომისკენ იქნება მიმართული.
როგორც ჩანს, ბაიდენი აცნობიერებს ამ საფრთხეს. მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენი წუხს ტაივანისთვის სამხედრო დახმარების გაწევის ტენდენციის გამო (თანაშემწეები ყოველ ჯერზე სწრაფად ხსნიდნენ მის კომენტარებს), ის მოქმედებდა სცენარის მიხედვით, როდესაც ნოემბერში G-20-ის შეხვედრის დროს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს პირისპირ შეხვდა. მან დაარწმუნა სი ძინპინი, რომ აშშ-ს პოლიტიკა უცვლელი რჩება. სი ძინპინმა თავის მხრივ უთხრა ბაიდენს, რომ ჩინეთი აგრძელებს მშვიდობიანი გაერთიანებისკენ სწრაფვას.
თუმცა, მოკლევადიან პერიოდში საფრთხემ შეიძლება გაზარდოს დაძაბულობა. ამერიკული მხრიდან, კევინ მაკკარტიმ, რომელიც ხელმძღვანელობდა რესპუბლიკელებს მაშინ, როდესაც ისინი წარმომადგენლობით პალატაში უმცირესობაში იყვნენ, უკვე თქვა, რომ ეწვევა ტაივანს, თუ შეცვლის პელოსის სპიკერის პოსტზე შეცვლის. მინიმუმ, ჩინეთი უპასუხებს სამხედრო ძალის დემონსტრირებით და საკუთარი წვრთნებით პელოსის ქმედებების საპასუხოდ. თუ პეკინის შიდა ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემები მოიმატებს, შესაძლებელია უფრო მტკიცე გადაწყვეტილების დემონსტრირება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ აშშ გრძნობს, რომ გრძნობს თავის სიძლიერეს ჩინეთის მოჩვენებითი სისუსტის დროს.
ასეთი ესკალაცია მაშინვე ომს არ გამოიწვევს, მაგრამ მას შეუძლია მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ეკონომიკური და სამხედრო ძალების ომთან მიახლოება.
ვარდენ წულუკიძე
წაკითხულია : 649
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0005.12.23
-
17:4005.12.23
-
17:2005.12.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა
17:0005.12.23
-
16:4005.12.23
-
16:2005.12.23
-
16:0005.12.23
-
15:4005.12.23
-
14:3005.12.23
-
14:0505.12.23
-
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნორვეგიის ახალ ელჩს შეხვდა
12:4505.12.23
-
12:2005.12.23
-
ირაკლი კობახიძე დღეიდან ბუდაპეშტში ვიზიტს იწყებს
12:0005.12.23
-
11:2505.12.23
-
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
11:0005.12.23
-
ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ სენატორებს მიმართავს
10:4005.12.23
-
„მწვანე ბიუჯეტის“ პროექტის ფარგლებში, ზუგდიდში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს
10:2005.12.23
-
10:0005.12.23
-
23:0004.12.23
-
18:0504.12.23
-
17:3504.12.23
-
16:5004.12.23
-
16:2004.12.23
-
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა
15:3004.12.23
-
15:1004.12.23
-
5 დეკემბერს თბილისში უზბეკეთის სამთავრობო დელეგაცია ჩამოვა
14:4004.12.23
-
ლევან ხაბეიშვილი - მზად ვარ, ჩემზე ყველანაირი დარტყმა ავიღო!
14:1504.12.23
-
5-7 დეკემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
13:4004.12.23
-
13:1004.12.23
-
12:4004.12.23
-
საქსტატი: 2023 წლის ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1% შეადგინა
12:2004.12.23
-
12:0004.12.23
-
გიორგი კირთაძემ და ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა ენმ დატოვეს
11:4004.12.23
-
გიორგი ვოლსკი: კომიტეტებში მუშაობა ყველასთვის აუცილებელია, თუ გვინდა, რომ რეკომენდაციები შევასრულოთ
11:2004.12.23
-
„ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, ლევან ხაბეიშვილი აშშ-ში მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს
11:0004.12.23
-
10:4004.12.23