პოლიტიკა

„არ დაკარგოთ იმედი“ – ვაკარჩუკმა სააკაშვილს წერილი გამოუგზავნა

09.01.23 11:40


უკრაინული ჯგუფის Океан Ельзи-ის სოლისტმა სვიატო ვაკარჩუკმა მიხეილ სააკაშვილს წერილი გამოუგზავნა, სადაც ის სააკაშვილს ამხნევებს და წერს, რომ იმედი არ დაკარგოს.

 

ვაკარჩუკის წერილი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.

 

„ძვირფასო მიხეილ,შობის ამ დღეებში გისურვებთ ძალას ყველა განსაცდელის დასაძლევად და, რაც მთავარია, ჯანმრთელობას. პირველ რიგში, ფიზიკურ ძალას. ასევე, სულიერს, რადგან როგორც ყველა განსაცდელი, რომელსაც ჩვენ ღირსეულად ვუმკლავდებით, გვიხსნის გზას სინათლის სიბნელეზე გამარჯვებისკენ.

 

მე არ ვამბობ “გამაგრდით”, რადგან თქვენ ამას ისედაც აკეთებთ. გისურვებთ არ დაკარგოთ იმედი, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდებით საყვარელ ადამიანებთან. ღმერთი გფარავდეთ!“, – წერს ვაკარჩუკი სააკაშვილს.

 

ფაქტები მოკლედ:

მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც რამდენიმე საქმის გამო ემუქრებოდა პატიმრობა,   2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავეს თბილისში. მანამდე მან ვიდეობი გამოაქვეყნა, რომ ბათუმში ჩამოვიდა.


სააკაშვილმა დაკავების დღიდან შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობის 49-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.


სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ 5 იანვარს განაცხადა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა გონება დაკარგა და მისი მოსულიერება ექიმებს გაუჭირდათ.სასამართლომ სააკაშვილის ჯანმთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადების საკითხზე მოწმის სახით უკვე დაკითხა ამერიკელი ტოქსიკოლოგი, “ვივამედის”  ნევროლოგი და ამერიკელი ფსიქიატრი.

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები