ანალიტიკა

ტერაქტები აზერბაიჯანისა და თურქეთის წინააღმდეგ არის ტერორისტული აქტი, რომელიც მიმართულია საქართველოს წინააღმდეგაც! რაზდან მადოიანი ტერაქტებისკენ მოუწოდებს!

09.01.23 18:20


ტელეკომპანია Noyan Topan-ზე საუბრისას სომეხი ლიდერი რაზდან მადოიანი, რომელიც ცნობილია თავისი რადიკალური ნაციონალისტური შეხედულებებით, მოუწოდებს დივერსიისკენ აზერბაიჯანის ნავთობ პლატფორმებზე და თურქი დიპლომატების მკვლელობისაკენ, რასაც წამყვანიც ეთანხმება:

 

 

რაზდან მადოიანის მსგავსი ადამიანები ღიად მოუწოდებენ ტერორიზმისაკენ აზერბაიჯანისა და თურქეთის წინააღმდეგ და ეს საშიშია არა მხოლოდ ამ ქვეყნებისთვის. იგი საშიშროებას უქმნის საქართველოსაც, რომლითაც გადის ძირითადი სატრანზიტო მარშრუტები, რომელთა მნიშვნელობა ბოლო პერიოდში მკვეთრად გაიზარდა. პირდაპირ და ღიად რომ ვთქვათ, ამ ტერორისტული „შემოქმედების“ მიზანი (ამ შემთხვევაში, სომხეთი და მისი „მოკავშირეები“ სწორედ ამ მიმართულებით არიან განწყობილნი) საქართველოს გავლით სატრანზიტო, ენერგეტიკული ჰაბის ფორმირების განადგურებაა.

 

რაზდან მადოიანი ცნობილია, პირველ რიგში თავისი ველური ქართველოფობიით, საქართველოს ტერიტორიებზე პრეტენზიებითა და სამცხე-ჯავხეთის რეგიონში სომხური "ჯავახკური სეპარატიზმის" მხარდაჭერით. ჯერ კიდევ 2006 წელს, როგორც ჯავახკის სეპარატისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რაზდან მადოიანი ეწინააღმდეგებოდა რუსული სამხედრო ბაზის ახალქალაქიდან გაყვანას. აშკარად სურს გამოიყენოს რუსი სამხედროები სეპარატისტებთან ერთად ყარაბაღის სცენარის მიხედვით საქართველოსთვის რეგიონის წართმევის მიზნით. იმ დროს იგი რეგიონში თურქეთის ყოფნით გვაშინებდა. მისი თქმით:

 

„ახალქალაქიდან რუსული სამხედრო ბაზის საბოლოო გაყვანის შემდეგ, მათ ადგილს თურქი სამხედროები დაიკავებენ.  არ აქვს მნიშვნელობა რომელი დროშის ქვეშ იქნებიან ისინი იქ.”

 

შემდგომ რაზდან მადოიანი მუდმივად აკეთებდა ანტიქართულ განცხადებებს და მხარს უჭერდა "ჯავახკურ" სეპარატიზმს. ამგვარად, 2018 წლის თებერვალში რაზდან მადოიანმა გამოაქვეყნა სტატია გამომცემლობაში „სომხეთის ხმა“ სათაურით „სომხური რეკონკისტა. დაწყების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით", სადაც იგი არა მხოლოდ ხოტბას ასხამდა „არწახის“ სეპარატისტებსა და „მიაცუმს“, არამედ ამბობდა, რომ სამცხე-ჯავხეთში სეპარატისტული კონფლიქტი აზერბაიჯანულ ყარაბაღში განხორციელებული „სცენარით“ უნდა გაღვივდეს.

 

საქართველოსა და აზერბაიჯანის მიმართ სომხების პრეტენზიების დასაბუთებით, ის წერდა, რომ „საბჭოთა მთავრობამ განსაზღვრა სამი ეროვნული რესპუბლიკის საზღვრები, ჩამოაჭრა სომხეთს ყველაფერი რაც შესაძლებელი იყო, საქართველოსა და აზერბაიჯანის სასარგებლოდ: ჯავახკი, ჩრდილოეთ ლორი, ნახიჩევანი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო და ფაქტობრივად, რეზერვაციამდე მიგვიყვანეს“.

 

იმავე წელს მან გამოაქვეყნა კიდევ ერთი ქართველოფობიური სტატია „როგორ შეუწყო თურქეთმა ხელი "ჯავახკის" საქართველოსთვის გადაცემას“ (http://www.yerkramas.org/article/138140/kak-turciya-sodejstvovala-peredache-dzhavaxka-gruzii), სადაც, საქართველოსა და ქართველების მიმართ ისტორიულ ცილისწამებასთან და „სომხების გენოციდში“ დადანაშაულებასთან ერთად, ქართულ მიწებზე პრეტენზიებიც წამოაყენა. გთავაზობთ ამონარიდებს ამ სტატიიდან:

 

“…არეშ. ეს არ არის დასავლეთ სომხეთი. ეს არის ამიერკავკასია, მტკვრის შუა დინება, ნუხი-არეში, რეგიონი დღევანდელი საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრებთან. გაანადგურეს მისი სომხური მოსახლეობაც, მაგრამ უკვე ამიერკავკასიელმა თურქებმა, ქართველების აქტიური დახმარებით 1918 წ. თურქები "ჯავახკში" უკვე 1917 წლის ბოლოს შევიდნენ ქართველების მდუმარე თანხმობით, რომლებიც ასევე ოცნებობდნენ "ჯავახკის" ნახვაზე სომხების გარეშე. ბრძოლები პერიოდულად გაგრძელდა 1918 წლის მაისის ბოლომდე. ახალციხის მაზრის სომხებმა ქალაქის თავის ზ. ზორიანის ხელმძღვანელობით მოახერხეს ორგანიზება, თავდაცვა და ადგილობრივი მესხის დახმარებით თურქების ყველა მცდელობას - გაეტეხათ წინააღმდეგობა და გაენადგურებინათ სომხები - შედეგი არ მოჰყოლია. ახალქალაქის მაზრაში ვერ იპოვეს საკუთარი ზ. ზორიანი; სოფლების თამალას, სათხას, კარწახის მოსახლეობა ჯიუტად ეწინააღმდეგებოდა, რამაც შესაძლებელი გახადა დანარჩენების გადასვლა უღელტეხილზე საქართველოში, სადაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ისინი საკონცენტრაციო ბანაკებში გადაიყვანა. ოკუპაციის დასრულების შემდეგ, 80 000 მოსახლეობის ძლივს ნახევარი დაბრუნდა გაძარცვულ სახლებში. როგორც დღესაც „ჯავახკში“ ამბობენ: „ბაკურიანის უღელტეხილზე, ყოველი ხის ქვეშ, ორი სომხური საფლავია“.

 

მეორედ ქემალისტმა თურქებმა "ჯავახკი" 1920 წელს დაიკავეს. სომხეთის გასაბჭოების შემდეგ მათ დაიწყეს ჯარების გაყვანა მისი ტერიტორიიდან (შირაქი და "ჯავახკი") ალექსანდროპოლის გავლით და მათ ფეხდაფეხ მოჰყვებოდნენ ქართველები. როცა თურქებმა ალექსანდროპოლი დატოვეს და სომეხი მესაზღვრეები გაემართნენ  ჯავახეთში, საქართველოს ყოფილი ბოგდანოვსკის ოლქის სოფელ ტროიცკოეში (ამჟამინდელი საზღვარზე), მათ  ქართველები დახვდნენ, რომლებმაც თავიანთი ისტორიული და გეოპოლიტიკური უფლება  გამოაცხადეს რეგიონზე. სომხეთს უკვე ჩამოერთვა დამოუკიდებელი პოლიტიკის უფლება; მოსკოვმა გადაწყვიტა ყველაფერი. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კი მოსკოვმა მას ჯავახეთი გადასცა. ბოლშევიკებს არ აინტერესებდათ მოსახლეობის პროტესტი. სტალინი ქართველი იყო, ხოლო თურქები, ისევე როგორც ახლა, რუსეთის გულითადი მეგობრები არიან, რომლებსაც მან ფული და პური გაუგზავნა, როცა ათიათასობით საკუთარი მოქალაქე შიმშილით უკვდებოდა. ყარაბაღის („არცახის“) ამიერკავკასიელი თურქებისათვის გადაცემიდან ზუსტად ერთ კვირაში ქართველებს „ჯავახკი“ იგივე იეზუიტური ფორმულირებით გადაეცათ: „ეკონომიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით“...

 

“თურქები ზეიმობდნენ. მათი გეგმა განხორციელდა ან ახლოს იყო განხორციელებასთან. "ჯავახკი" ვერ აიღეს, მაგრამ ის სომხეთსაც ვერ ერგო: საქართველოს გადაეცა, რაც იმას ნიშნავდა, რომ თურქებს შეეძლოთ მისი გამოყენება (როგორც მოგვიანებით გაირკვა), ნუჰი არეშის სომხები ერთობლივი ძალისხმევით ამოწყვიტეს - ჩრდ. დერეფანი ბოლშევიკების მიერ შექმნილი აზერბაიჯანთან დასაკავშირებლად სომხეთის გვერდის ავლით რეალობად იქცა...“

 

ცხადია, ისეთი სომეხი ნაციონალისტებისთვის, როგორიც რაზდან მადოიანია, საქართველო ცალსახად მტრული ქვეყანაა და ისინი უბრალოდ ოცნებობენ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაზე და მის დანაწევრებაზე. ამავე დროს, მადოიანის მსგავსი ადამიანები ეწინააღმდეგებიან ქართულ-აზერბაიჯანულ და ქართულ-თურქულ თანამშრომლობას:

 

„... შემდეგ სსრკ დაინგრა, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად იქცნენ, ქართველები თავიანთი ეროვნული ტრადიციისამებრ, მაშინვე გადავიდნენ თურქების მხარეს (საქართველოს მზე ახლა ამოდის არა ჩრდილოეთით, არამედ სამხრეთით და დასავლეთით), რუსეთის პრეზიდენტი ბ.ნ. ელცინი, რომელსაც თავისი ხალხი მართებულად უწოდებდა EBN-ს (ეს არ არის ის, რაც თქვენ გგონიათ), სიმთვრალეში დაჰპირდა რუსეთის ბაზის გაყვანას ახალქალაქიდან, რომლის ადგილს ახლა თურქები იკავაბენ; დათმობაზე წავიდა თავის პარტიულ ბატონ გ.ალიევთან და შეაჩერა სომხური ჯარები, რითაც ხელი შეგვიშალა მტკვარზე გასვლაში. შედეგად, აზერბაიჯანი გახდა ნავთობისა და გაზის მეფე, რომელიც თავს რუსეთის თანასწორად თვლიდა, საქართველო აზერბაიჯანული ნახშირწყალბადების სატრანზიტო ქვეყნად იქცა, "ჯავახკის" გავლით გაიყვანა სარკინიგზო ხაზი თურქეთიდან აზერბაიჯანამდე...“ – ჯერ კიდევ 2018 წელს  წერდა რაზდან მადოიანი.

 

ეხლა რაზდან მადოიანი და მისი მსგავსი ტერორიზმის მქადაგებელნი პირდაპირ მოუწოდებენ ტერორისტული თავდასხმებისაკენ აზერბაიჯანისა და თურქეთის წინააღმდეგ. საქართველოს მიმართ მისი სიძულვილისა და „ჯავახური“ სეპარატიზმისადმი მისი მხარდაჭერის, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის მიმართ აშკარად მტრული დამოკიდებულების გათვალისწინებით, ეს განცხადებები ასევე მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ.

 

 

ალექსანდრე ზაქარიაძე

წაკითხულია : 568


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები