პოლიტიკა

„სააკაშვილის მძიმე ავადმყოფობის შესახებ ცნობები შეშფოთების საბაბია“ - გერმანიის ელჩი

10.01.23 10:20


საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ამის შესახებ მან გამოცემა Georgia Today-სთან ინტერვიუში 
განაცხადა.

 

მისივე შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ ცნობები მათთვის შეშფოთების საბაბია.

 

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ საკითხს. მეტიც, საელჩოს წარმომადგენელი ხშირად ესწრება სასამართლო პროცესებს. რაც შეეხება ბატონი სააკაშვილის მდგომარეობას, მისი მძიმე ავადმყოფობის შესახებ ცნობები შეშფოთების საბაბია და ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვა, ისევე როგორც ხელისუფლებაა პასუხისმგებელი ნებისმიერი სხვა პატიმრის ჯანმრთელობაზე“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა.დიპლომატის თქმითვე, საელჩო კვლავ გააგრძელებს პროცესზე დაკვირვებას, რადგან როგორც ჰუმანიტარული, ისე ადეკვატური სამედიცინო დახმარების გაწევა ყველა ხელისუფლების ვალდებულებაა.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები