პოლიტიკა

„ამის დრო ახლა არ არის, ეს სიბინძურეები უნდა დამთავრდეს“ - სააკაშვილი გავრცელებულ ჩანაწერებზე

10.01.23 14:40


ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს ეხმაურება, სადაც, სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია მას უცენზუროდ მოიხსენიებს.

 

სააკაშვილის რეაქციის შესახებ განცხადება ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ გააკეთა. 

 

„არ იცოდა, მე მოვუყევი და აღშფოთდა. თქვა, რომ მაგის დრო ახლა არ არის და ხომ უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ ეს პერიოდი, როცა ეს სისულელეები ხდებოდა. დაგმო ეს ყველაფერი. თქვა, რომ ყველაფერს დაანებონ თავი. ეს სიბინძურეები უნდა დამთავრდესო, რა დროს ეს არის ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლეზეა საქმე“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ. 

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები