პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძე გენერალ ბენ ჰოჯესს შეხვდა

11.01.23 10:00


„ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ყოფილ ხელმძღვანელს გენერალ ბენ ჰოჯესს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათი ცნობით, ერთსაათიან შეხვედრაზე „ლელოს“ ლიდერმა და გენერალმა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და ანაკლიის პორტის საკითხზე ისაუბრეს.

 

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, საუბრის თემა ასევე შეეხებოდა, უსაფრთხოების საკითხებს და საქართველოს ინტეგრირებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

 

„გენერალ ბენ ჰოჯესთან შეხვედრისას ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ სამხედრო პოლიტიკურ ვითარებაზე და საქართველოს გამოწვევებზე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე.

 

შესაბამისად, ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკითხზე თუ როგორ უნდა განმტკიცდეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, როგორ უნდა დაჩქარდეს ჩვენი ქვეყნის ინტეგრირება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში - ეს იყო ჩვენი საუბრის მთავარი თემა.

 

ამავდროულად, ჩვენ ვისაუბრეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, რომელიც, სამწუხაროდ, შეჩერებულია და რომელიც იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის არამხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან მომგებიანი, არამედ უსაფრთხოების კუთხითაც იქნებოდა ძალიან დიდი ფაქტორი ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯაფარიძემ.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები