პოლიტიკა
11.01.23 12:30
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, როგორც საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) მაკოორდინირებელი უწყების ორგანიზებით, სასტუმრო „რუმს თბილისში“, საჯარო მმართველობის რეფორმის მაღალი რანგის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ანნა ჩერნიშოვამ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, მმართველობისა და ადამიანური კაპიტალის მიმართულების ხელმძღვანელმა, კოლომბ დე მერსიმ გახსნეს.
საბჭოს წევრებს წარედგინათ საჯარო მმართველობის რეფორმის ახალი 2023-2026 წლის სტრატეგია და მისი თანმდევი 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც საბჭოს გადაწყვეტილებით, დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება. შეხვედრაზე შეჯამდა რეფორმის ახალი ფაზის შემუშავების მიზნით მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით მიმდინარე პროცესი, რომელიც არაერთ შეხვედრას, დისკუსიასა და განხილვას მოიცავდა. საბჭოს წევრმა მინისტრის მოადგილეებმა შეხვედრის მონაწილეებს თემატურად წარუდგინეს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები.
მონაწილეებმა ასევე დისკუსიის რეჟიმში განიხილეს ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები და მოსაზრებები საჯარო მმართველობის რეფორმის ახალ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელებასთან დაკავშირებით. პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს სურვილი, მხარი დაუჭირონ საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელებას.
საჯარო მმართველობის რეფორმა საქართველოში 2015 წელს დაიწყო, რომელიც ქვეყანაში გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტური სახელმწიფო მართვის სისტემის ჩამოყალიბებას ემსახურება. რეფორმის მიზანია საქართველოში საჯარო მმართველობის გაუმჯობესება და მისი დაახლოება ევროპული მმართველობის სტანდარტებთან. რეფორმა ევროკავშირის საჯარო მმართველობის პრინციპებს ეყრდნობა და ქვეყნის პრიორიტეტების გათვალისწინებით 5 ძირითად მიმართულებასთან ერთად, დამატებით კიდევ ერთ მიმართულებას ითვალისწინებს, ეს მიმართულებებია: პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია; საჯარო სამსახური და ადამიანური რესურსების მართვა; ანგარიშვალდებულება; სახელმწიფო სერვისების მიწოდება; საჯარო ფინანსების მართვა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 352
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24