პოლიტიკა

„ეს არის ძალიან ცუდი ფაბრიკაცია, ძალიან უხარისხო“ - სოფო ჯაფარიძე გავრცელებულ ჩანაწერზე

11.01.23 15:30


„ეს არის ძალიან ცუდი ფაბრიკაცია, ძალიან უხარისხო“, - ამ სიტყვებით ეხმაურება თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, სოფო ჯაფარიძე, გავრცელებულ სკანდალური აუდიოჩანაწერს, სადაც ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.

 

მისი თქმით, ასეთი ფორმით ბრძოლა მიუღებელია. 

 

„ეს არის ის, რის გამოც მე პირადად ვარ ოპოზიციაში, რადგან ასეთი მეთოდებით ადამიანები ებრძვიან ოპონენტებს. არ ვიცი, ვერავის ხელს ვერ დავადებ, ვისი გავრცელებულია, ვისი შეკოწიწებულ, შეწებებულ-დაჩეხილია, რადგან შეუიარაღებელი თვალითა და ყურითაც კი ჩანს, რომ ეს არის ძალიან ცუდი ფაბრიკაცია, ძალიან უხარისხო. აქედან გამომდინარე, ვემიჯნები მსგავს ქმედებას“, - აცხადებს სოფო ჯაფარიძე. 

 

სოციალურ ქსელში ჩანაწერი ვრცელდება, რომლის ავთენტიკურობაც დადასტურებული არ არის. როგორც ჩანაწერზეა მითითებული, ის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არის გაკეთებული. გავრცელებული ინფორმაციით, ჩანაწერში ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები