პოლიტიკა

,,ეს მუქარა არ არის - მე ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას და პროცესებში ჩართვას“ - სააკაშვილი

25.05.16 15:20


არსებობს თუ არა დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის - ამასათან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს სააკაშვილმა ,,არჩევანის“ ეთერში უპასუხა.

ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ ის სრულად იზიარებს პასუხისმგებლობას იმ მოვლენებზე, რომელიც ქვეყანაში ხდება. სააკაშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობა ემყარება იდეოლოგიას და არა ცალკეულ პიროვნებებს.

,,ჩვენ გვაქვს დიუსკუსია, კამათი, მაგრამ ეს არის ხედვებზე კამათი, მთავარია სად იქნება საქართველო და როგორი ახალი განვითარება იქნება, როგორ შევქმნით სამუშაო ადგილებს და როგორ ამოვიყვანთ საქართველოს ამ საშინელი სიღარიბიდან“ - აცხადებს სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ ვინც გამოიჩერნს თავს პარტიაში, ის წავა წინ. სააკაშვილის თქმით, პარტია ახალ ადამიანებს გზას უთმობს, თუმცა ,,ეს არ ნიშნავს იმას, რომ დამსახურებული ხალხი უნდა გავწიოთ უკან“.

შემდეგი თვეები იქნება გადამწყვეტი საქარელოში ახალი პოლიტიკური ელიტის ჩამოყალიბებისთვის“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მანვე აღნიშნა, რომ როგორც პარტიის დამფუძნებელს, თავისი სიტყვა ეთქმის - ,,მაგრამ ჩვენი საერთო ხედვა არის გამარჯვება და ეს გარდაუვალია“ - დასძინა მან.

სააკაშვილის თქმით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს კონსულტაციები რამდენიმე ადამიანთან, რომლებიც შესაძლოა ნაციონალურ მოძრაობას განახლებულ სიაში შეუერთდნენ. მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის აუცილებლად აპირებს საქართველოში დაბრუნებას.

,,ეჭვი არავის შეეპაროს, და ეს მუქარა არის არის, მე ვაპირებ საქართელოში ჩამოსვლას და აქტიურად ჩართვას პროცესებში. უკრაინა და საქართელო ეს არის ჩემთვის ერთი და იგივე ბრძოლის ფლანდგი. მე ვაპირებ ორივეგან ბრძოლის გაგრძელბას და ამაზე ღიად ვსაუბრობ ყოველგვარი კონსპირაციების გარშე“ - დასძინა ექსპრეზიდენტმა.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები