პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

11.01.23 17:00


ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის სამომავლო გეგმები განიხილეს დღეს საქართველოს პარლამენტში.

 

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრას ამავე კომიტეტის ხელმძღვანელი და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე უძღვებოდა.

 

მან მასპინძლობა გაუწია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ფარა კარიმსა და მომხსენებელ იოჰან ბიუზერს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები.

 

„მე წარმოვადგენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ამ კომიტეტის თავმჯდომარეს შესაბამისად, საქართველოში ვიკრიბებით იმისთვის რომ კომიტეტის ხელმძღვანელობამ მომავალი წელი და ის აქტივობები დაგეგმოს, რომელსაც განახორციელებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში როგორც ზამთრის ასევე, ყოველწლიურ სესიებზე“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტი მუშაობს საკითხებზე, რომელიც უკავშირდება პოტენციურ საფრთხეებს ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მიმართულებით.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები