პოლიტიკა
13.01.23 16:00
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ „მაგნიტსკის სიის“ ქართული ანალოგზე მუშაობა გრძელდება.
ხაჭაპურიძის თქმით, სიაზე მუშაობა საქართველოში არ მიმდინარეობს და მის შედგენაზე სააკაშვილის უცხოელი ადვოკატები აშშ-სა და ლონდონში მუშაობენ, თავად კი უცხოელ კოლეგებს იმ ადამიანებზე უგზავნის მტკიცებულებებს, რომლებიც სიაში შეჰყავთ.
ხაჭაპურიძის თქმით, ის სია, რაც ამ დროისთვის არსებობს, გუშინ, 12 იანვარს, სააკაშვილმაც ნახა. როგორც ხაჭაპურიძე ამბობს, სააკაშვილის პოზიციაა, რომ სიაში პოლიტიკოსები არ უნდა იყვნენ.
„სააკაშვილის პოზიცია იყო ის, რომ პოლიტიკოსები არ უნდა მოხვდნენ იმიტომ კი არა, რომ პოლიტიკოსი ხელშეუხებელია ან ასე შემდეგ, არამედ უფრო მეტი ეფექტისთვის, ასე ვთქვათ. საკითხზე მომუშავე უცხოელების პოზიციაა, რომ პოლიტიკოსები შესაძლებელია იყვნენ ამ სიაში. მუშაობა მიდის“, — განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ დღეს.
ამასთან, მისი თქმით, სააკაშვილმა მოითხოვა, რომ სიაში გორის სამხედრო ჰოსპიტალის ექიმი ნინო გოგორიშვილი დაემატებინათ. ხაჭაპურიძის თქმით, მათ ხელთ არსებული მტკიცებულებებით, ნინო გოგორიშვილმა სააკაშვილი კლინიკიდან ფორმა ასის გარეშე გაწერა და გარკვეული სამედიცინო დოკუმენტაცია დამალა.
თავად გოგორიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის ადვოკატის ბრალდებები საფუძველმოკლებულია. მისი განმარტებით, გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის მკურნალობა სახელმწიფო კონსილიუმთან შეთანხმებით მიმდინარეობდა და ხაჭაპურიძის მიზანი ქართველი ექიმების დისკრედიტაციაა.
„მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, მისი გაწერა, წარმოებდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. გარდა ამისა, რაღაც გაუგებარ სიაში ექიმების შეყვანა, რაც თქვენ ახსენეთ, მე ვთვლი, რომ არის საქართველოს ექიმების დისკრედიტაციის მცდელობა. ფორმა 100-ც არსებობს, რომელიც არის სამედიცინო დოკუმენტაცია, უზარმაზარი, რომელიც დევს საქმეში“, — განაცხადა ნინო გოგორიშვილმა.
37 წლის სერგეი მაგნიტსკი 2011 წელს, თითქმის ერთი წლის განმავლობაში იყო ციხეში ისე, რომ ბრალი არ ჰქონდა წაყენებული. გავრცელებული ვარაუდით, სამედიცინო პერსონალის მხრიდან უყურადღებობით დაიღუპა – მას პანკრეასის დაავადება ჰქონდა და აუცილებელ მედიკამენტზე უარი უთხრეს. დაღუპულის დედა შემდეგ აცხადებდა, რომ მისი შვილის გვამს ორი თითი მოტეხილი ჰქონდა, ხელებზე კი „შავი და ლურჯი“ ჰემატომები აღენიშნებოდა.
სწორედ ამის შემდეგ შეადგინეს 60- კაციანი სია [მაგნისტსკის სია], რომელიც შეიცავდა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასამართლო სისტემისა და „ეფესბეს“ წარმომადგენლების სახელებს. ბროუდერი აცხადებდა, რომ მაგნიტსკი ამ პირებმა აწამეს და მოკლეს მას შემდეგ, რაც ადვოკატმა გამოააშკარავა მათი მილიონობით ევროს ოდენობის საგადასახადო მაქინაცია.
სწორედ მსგავსი სიის შექმნას ცდილობენ მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები. სიის შექმნის თხოვნით „მაგნიტსკის სიის“ ერთ-ერთ ავტორს თავად სააკაშვილმაც მიმართა.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 253
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24