პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ვგმობ სასტიკ თავდასხმას ქალაქ დნეპროპეტროვსკში საცხოვრებელ კორპუსზე, ეს არის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა

16.01.23 10:40


მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სასტიკი თავდასხმა არის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში, საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვასთან დაკავშირებით „ტვიტერში“ წერს.

 

„კატეგორიულად ვგმობ სასტიკ თავდასხმას საცხოვრებელ კორპუსზე უკრაინის ქალაქ დნიპროში. მოსახლეობის მიმართ ძალადობის მიუღებელი ჩვენება, ეს არის საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევა. ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანები დნიპროში და უკრაინაში“, - წერს „ტვიტერში“ სალომე ზურაბიშვილი.

 

დნეპროპეტროვსკში რუსული ავიაციის მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად 18 ადამიანი გარდაიცვალა, 70-ზე მეტი კი დაშავდა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები