პოლიტიკა

ნიკა მელია - 48 საათში 7 173 ამომრჩეველი დარეგისტრირდა - თავმჯდომარის არჩევნები, უშუალოდ ხმის მიცემა დაიწყება 28 იანვარს

16.01.23 12:00


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ შიდაპარტიულ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 48 საათში 7 173 ამომრჩეველი დარეგისტრირდა.

 

მისივე ინფორმაციით, რეგისტრაცია გრძელდება 26 იანვრის 10:00 საათამდე.

 

"უზრუნველყოფილია რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიისა და ხმის ფარულობა, რაც ნიშნავს, რომ არავის ექნება ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა არჩევანი გააკეთა ამომრჩეველმა (ვის მისცა ხმა).

 

თავმჯდომარის არჩევნები, უშუალოდ ხმის მიცემა დაიწყება: 28 იანვრის 10:00 სთ-ზე და დასრულდება 30 იანვრის 10:00 სთ-ზე",- ნათქვამია ნიკა მელიას "ფეისბუქზე" გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები