პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი – „ნაცმოძრაობაზე”: შეძლებს თუ არა ეს ძალა პარტიის სახით მიიყვანოს თავი საპარლამენტო არჩევნებამდე, საეჭვოა

16.01.23 14:00


“საკმაოდ მძიმე ვითარებაა „ნაციონალურ მოძრაობაში“, მიმდინარეობს ურთიერთდაპირისპირება და ბრძოლა ძალაუფლებისთვის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, შეძლებს თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” პარტიის სახით მიიყვანოს თავი საპარლამენტო არჩევნებამდე, საეჭვოა.

 

„ეს ის ეტაპია, რომლის შემდეგაც ჭაობში მდგარი პარტია გააღრმავებს და დაშლის პროცესს. რეალურად, პარტიაში არჩევნები რა შედეგითაც უნდა დასრულდეს, საქართველოში რადიკალიზმის დონე აუცილებლად შემცირდება, რადგან ამ რადიკალური პარტიის მხარდაჭერა მინიმუმამდეა დაყვანილი. შეძლებს თუ არა ეს ძალა პარტიის სახით მიიყვანოს თავი საპარლამენტო არჩევნებამდე, ამაზე დიდი ეჭვი მაქვს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.kvira.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები