პოლიტიკა

„ხალხის ძალამ“ ნოტარიულად სააკაშვილის სიკვდილის გაფორმება დაიწყო“ - შალვა ხაჭაპურიძე

17.01.23 10:20


საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასწრება სურს. დაცვის მხარემ შესაბამისი მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურს უკვე მიმართა.

 

რაც შეეხება სასამართლო პროცესს, ხაჭაპურიძე ამბობს, რომ პროცესზე ახალ შუამდგომლობას დააყენებენ, რათა განისაზღვროს ექსპერტების დაკითხვის დრო.

 

"სასამართლოს ვეტყვით, რომ განისაზღვროს თითოეული ექსპერტის დაკითხვის დრო. ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ამდენი მოწმე დაიკითხოს უფრო სწრაფად. სააკაშვილთან როდესაც გახლდით, ძალიან ცუდად იყო. არც მისი ფერი მომეწონა, იყო აღელვებული, მოსმენილი ჰქონდა ხალხის ძალის განცხადება, რომელმაც ფაქტობრივად, ნოტარიულად სააკაშვილის სიკვდილის გაფორმება დაიწყო. მას სურვილი აქვს, რომ პროცესს დაესწროს. პროცედურულად მიმართული გვაქვს, ვნახოთ, რამდენად გადაწყვეტს ამას პენიტენციური სამსახური", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, 17 იანვარს 11:00 საათზე გაიმართება.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები