ანალიტიკა

40 000 ყარაბაღელი სომეხის "გადასარჩენად" შეუძლია რუსეთის ფედერაციას  ყარაბაღში ინტერვენცია კსკ-ების გამოყენებით დაიწყოს 40 000 ყარაბაღელი სომეხის "გადასარჩენად"?

17.01.23 12:40


უკრაინის უმაღლესი რადას ოფიციალური ტელეარხის თანახმად: აზერბაიჯანის ყარაბაღში დარჩენილი დაახლოებით 40 000 სომეხის „დაცვის“ საბაბად, რუსეთის ფედერაციამ შესაძლოა დაიწყოს ინტერვენცია ყარაბაღში: „რუსეთი იმუქრება კონფლიქტის გაფართოებით. ახლა კი, სამწუხაროდ იზრდება რისკები, რომ რუსეთმა შესაძლოა ჰიბრიდული ინტერვენცია განახორციელოს ყარაბაღში. ბოლო დროს იქიდან საკმაოდ შემაშფოთებელი ამბები ისმის. გაისმის მოწოდებები ყარაბაღში რუსული პასპორტების დარიგების შესახებ სომხური წარმოშობის მაცხოვრებლებისთვის, რომლებიც იქ რჩებიან; არის განცხადებები, რომ ასეთები იქ ბევრია, 120 ათასი, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები 40 ათასს ასახელებენ. აცხადებენ, რომ „ჰუმანიტარული კატასტროფაა“ იმის გამო, რომ ეკოაქტივისტები ლაჩინის დერეფანს კეტავენ. კვლავ საერთაშორისო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ჰუმანიტარული მარაგი თავისუფლად გადის და ეს არის გარემოსდაცვითი პროტესტი. მსგავსი გამწვავების ფონზე  დავინახეთ რა ხდება უკრაინაში. როდესაც პუტინი და რუსული ჯარები აცხადებენ, რომ აუცილებელია ყირიმის მაცხოვრებლების გადარჩენა, იქ ჩნდებიან „მწვანე კაცუნები“ და ტარდება ასეთი მცოცავი აგრესია...“ - იუწყება უკრაინული წყარო.

 

ერთი შეხედვით, დღეს უკრაინის ომში „ჩაფლულ“ რუსეთს არ ცხელა ყარაბაღისთვის და არც აქვს საკმარისი ძალა „უკრაინის ფრონტის“ შესანარჩუნებლად, რომ აღარაფერი ვთქვათ სამხრეთ კავკასიაში ოპერაციებზე. მაგრამ, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. ბოლოდროინდელი ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ როდესაც საქმე ეხება სომხურ ინტერესებს, რუსეთში ისინი, ვინც სომხურ ლობს უჭერენ მხარს, ზოგჯერ საკუთარ ინტერესებსაც კი სწირავენ. უფრო მეტიც, „უძველესი ერის“ გამო ისინი მონაწილეობენ სამხედრო ავანტიურებში, თუნდაც ეს მონაწილეობა, „ძალების განრიდების“ გამო, მათთვის დამარცხების მომტანი იყოს.

 

ყველაზე მჭერმეტყველი ეპიზოდია 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომში რუსი სამხედროებისა და დაქირავებულთა მონაწილეობა. საიდუმლო არ არის, რომ სოხუმის შტურმი და მასობრივი ეთნიკური წმენდა, ქართველი მოსახლეობის განდევნა აფხაზეთიდან 1993 წლის სექტემბერ-ოქტომბერში მოხდა მოსკოვში ბორის ელცინსა და რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობას შორის დაპირისპირების დროს, რუდსკოი-ხაზბულატოვ-ბაბურინის ხელმძღვანელობით. ამ დაპირისპირებამ საბოლოოდ გამოიწვია სამხედრო შეტაკება და რუდსკოის, უმაღლესი საბჭოს დამარცხება.

 

ცოტამ თუ იცის, რომ სწორედ გააფთრებული ქართველოფობი ალექსანდრ რუდსკოის (მაშინ „რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის“) ინიციატივით, მისი სომეხი „მეგობრების“ წინადადებით, მისი მხარდამჭერები რუსი სამხედროების რიგებიდან სეპარატისტების მხარეს იბრძოდნენ. სწორედ იმ მომენტში, როდესაც მათ ძალებს მოსკოვში  ვითარების შეცვლა შეეძლოთ რუდსკოი-ხაზბულატოვ-ბაბურინის აჯანყებულთა სასარგებლოდ, რომლებიც ეყრდნობოდნენ ე.წ. "თეთრ სახლს" - რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს შენობას.

 

შედეგად, „თეთრი სახლი" შტურმით აიღეს 1993 წლის 4 ოქტომბერს, სოხუმის დაცემიდან ერთი კვირის შემდეგ. 1993 წლის 3-4 ოქტომბერს ბრძოლები „თეთრი სახლისთვის“ ძალზედ სასტიკი იყო. მისი დამცველები აცხადებენ, რომ მათ "ოდნავ" დააკლდათ ძალა იერიშის მოსაგერიებლად და ვითარების თავიანთ სასარგებლოდ შესაცვლელად.

 

თუმცა მათი "გადასმა" აფხაზეთიდან მოსკოვში, ვისაც მოსკოვის „თეთრი სახლის“ და რუდსკოის დაცვა შეეძლო, ვერ მოასწრეს. შედეგად, რუცკოისა და უზენაესი საბჭოს "მებრძოლი" მხარდამჭერების თითქმის უმეტესობა იმ მომენტში "მოხალისეებად" ჩაერთნენ საქართველოსთან ომში, ძარცვაში და ეთნიკურ წმენდაში აფხაზეთში. ბაგრამიანის სახელობის ბატალიონთან და სომეხი ბოევიკების სხვა ფორმირებებთან ერთად, რომლებიც ამ სეპარატისტულ ომში მთავარი გამარჯვებულები და ბენეფიციარები გახდნენ. ფაქტობრივად, მათ მიიღეს „ზღვისპირა სომხეთი“ ქართული აფხაზეთის ნაცვლად, სადაც სომხები იქცნენ ყველაზე დიდ ეთნიკურ ჯგუფად.

 

ისტორია შეიძლება განმეორდეს, მაგრამ ბევრად უფრო კატასტროფული მასშტაბით რუსეთისთვის. მაშინაც კი თუ რუსეთი უკრაინაში მარცხს მარცხზე იწვნენს, მაინც თუ ვიმსჯელებთ შემოსული ინფორმაციით (მათ შორის, უკრაინის დაზვერვის საშუალებით), ყარაბაღში აგრესიის გეგმები უკვე მუშავდება სომეხი ნაციონალისტებისა და რევანშისტების ინტერესებიდან გამომდინარე. უფრო მეტიც, შეჭრა შესაძლებელია არა უშუალოდ რუსული არმიის გამოყენებით, არამედ "უკრაინის ომში გამოცდილი" კსკ-ების მეშვეობით.

 

იგივე სცენარით წარიმართა 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომი, როდესაც საქართველოს ებრძოდნენ „მოხალისეები“, რომლებსაც ფორმალურად არავითარი კავშირი არ ჰქონდათ რუსეთის ფედერაციასთან. რაც შეეხება ყარაბაღს, თუკი რუსეთის ფედერაციის მიერ სეპარატისტების მხრიდან ღია მხარდაჭერა შეუძლებელია (ამას შესაძლოა წინ უძღოდეს რუსული პასპორტების დარიგება), როგორც ჩანს, იგივე სცენარი მუშავდება. ამ შემთხვევაში, ფორმალურად რუსეთი კვლავ გააგრძელებს "მშვიდობისმყოფელის" როლის თამაშს და სეპარატისტების ინტერესებისთვის იბრძოლებენ კსკ-ები, რომლებსაც ფორმალურად "არაფერი აკავშირებთ" რუსეთთან.

 

ყარაბაღში ოპერაციისთვის კსკ-ის ოფიცერთა კადრები უკვე მზადდება. ასე რომ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ვაგნერის კსკ-ის მფლობელის ევგენი პრიგოჟინის მიერ მედლებით "სოლედარის დატყვევებისთვის" დაჯილდოვებისას, მედალი ასევე გადაეცა თავდასხმის ჯგუფის მეთაურს ჰაიკ გასპარიანს კოდური ნიშნით "აბრეკი". რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც  მედალი „გამბედაობისთვის“ გადასცა. ეჭვგარეშეა, რომ ეს „სომხური კადრები“, კრიმინალებთან ერთად, რომლებიც დღეს უკრაინაში „საბრძოლო გამოცდილებას“ იძენენ ვაგნერის კსკ-ის რიგებში, ნებისმიერ დროს შეიძლება გადავიდნენ ყარაბაღში სეპარატისტების მხარეს საბრძოლველად.

 

 

გიორგი კვინიტაძე

წაკითხულია : 514


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები