პოლიტიკა
17.01.23 13:30
ნუ ეშმაკობენ, ახალ-ახალ არგუმენტებს ნუ იგონებენ, რომელიც დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესთან. მრავალწლიანი, 20-30 წლიანი გამოუვალი კრიზისი იქნება საქართველოში, ვერ გაიხარებს ვერც ივანიშვილი და ვერც მისი გარემოცვა, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, რომან გოცირიძე „ხალხის ძალის“ გუშინდელ განცხადებას, რომ სააკაშვილის „პატრონები“, რომლებსაც მისი ლიკვიდაციის გეგმა შეიძლება ჰქონდეთ, ევროპარლამენტარები, აშშ-ს ყოფილი თანამდებობის პირები და „გარკვეული ძალები“ არიან.
გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ „ხალხის ძალის“ აღნიშნულ განცხადებას აბსურდული და საშიში უწოდა. მისივე თქმით, „თუ უშვებენ იოტის ოდენად იმ ფიქრს, რომ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილის რაიმე ფორმით ან გუშინდელი განცხადებების მსგავსად გამართლება შეუძლიათ, ეს არის წარმოუდგენელი შეცდომა“.
„რა ევროპა და რა დასავლეთისკენ სვლა, საქართველოში იქნება სიძულვილისა და ანტაგონიზმის მრავალ ათწლიანი პერიოდი. ამიტომ დაფიქრდნენ პრაგმატულადაც და დაფიქრდნენ ქვეყნის ბედზეც. ეს არის პასუხი იმაზე, რა განცხადებაც მათ გუშინ გააკეთეს“, - აღნიშნა გოცირიძემ.
ამასთან, როგორც გოცირიძემ განაცხადა, სააკაშვილის გარდაცვალების შემთხვევაში, ივანიშვილი ვერ გაასწრებს საქართველოდან.
„ივანიშვილი ვერ გაასწრებს საქართველოდან, შეიძლება ივანიშვილმა გაასწროს მას ვერტმფრენი ჰყავს, ჩაჯდება და გადაფრინდება ცხინვალში, მაგრამ, აი, ეს ჩლუნგები, რომლებიც ამას ახმაურებენ, მართლა ვერ გაასწრებენ. ეს იქნება კატასტროფული“, - განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა.
გარდა ამისა, გოცირიძემ განაცხადა, რომ ივანიშვილი უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის მხარესაა. ენმ-ს დეპუტატის თქმით, ივანიშვილმა გადაწყვიტა დასავლეთს რუსეთის ზურგით შეუტიოს.
„ნელ-ნელა მოუჭირა [ივანიშვილს] ყელში ყულფმა, აგერ, უკრაინაში დასანქცირებულია მისი ოჯახის წევრები, ოლიგარქად მოხსენიება, ოლიგარქის კანონის მიღება პარლამენტში, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი მოთხოვნაა. მისი დასანქცირების ორი რეზოლუცია, და მან გადაწყვიტა, რომ მოდი მე ახლა შევუტევ რუსეთის ზურგით დასავლეთს და მე ავიყვან საქართველოს მძევლად. ჯერ უკრაინას ზურგი შეაქცია, არ არიან სოლიდარულები და მე წავალ რუსეთისაკენ და რეალურად ასეც მოხდა ამ პროცესში, ის რუსეთის მხარესაა ამ ომში“, - აღნიშნა გოცირიძემ.
ამას გარდა, გოცირიძე ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში, გუშინ, „ქართული ოცნების“ დეპუტატს ირაკლი ზარქუასა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს შორის მომხდარ ინციდენტის გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ძალიან პრიმიტიული და არამორალური ნორმებია რაც ჩვენს პოლიტიკაში მკვიდრდება“.
„სიმწვავე, ხმამაღალი საუბარი, პოპულიზმი ყოველთვის იქნება პოლიტიკისთვის დამახასიათებელი, მაგრამ ზღვარი უნდა იცოდე. ამ ზღვარს როდესაც გადასცდები, შენ პატივს არ სცემ ხალხს, ვინაიდან ეკრანს უყურებს მილიონობით ადამიანი“, - დასძინა გოცირიძემ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 235
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24