პოლიტიკა
18.01.23 10:20
კანდიდატის სტატუსის არმიღებამ გარკვეული იმედგაცრუება გამოიწვია ქართველებში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Oxford Union-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ის ერთ-ერთი კრიტიკოსია ქვეყანაში რეფორმების ნაკლებობის კუთხით და ქვეყანა უნაკლო არ არის, მაგრამ ამავე დროს საქართველოს არ აქვს ფუფუნება, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე მეორე „არა“ მიიღოს.
“საბოლოოდ, და ეს დიდი ნაბიჯია, რომელიც ჯერ, ვფიქრობ, სრულიად არ არის დაფასებული არც საქართველოს მოსახლეობის, არც, შეიძლება, ზოგიერთი ჩვენი პარტნიორის მიერ, ვინც მოგვცა. ევროპული პერსპექტივის მიღება, დიდი ნაბიჯია.
რა თქმა უნდა, ამავდროულად ჩვენ არ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, რომელიც ჩვენი ასოცირებული ტრიოს დანარჩენმა ორმა მეგობარმა და პარტნიორმა მიიღო. ამან, რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობაში გარკვეული ფორმის იმედგაცრუება გააჩინა, რადგან გვესმოდა, რომ ტექნიკური თვალსაზრისით ჩვენ, შესაძლოა, უფრო შორს წავედით [ევროინტეგრაციის] გზაზე მიღებული კანონმდებლობის, შიდა რეფორმების თვალსაზრისით, რომლებიც ამ ევროინტეგრაციის გზაზე მოგზაურობის 30 წლის განმავლობაში იქნა მიღებული.
ასე რომ, გარკვეული იმედგაცრუება მოსახლეობაში [გაჩნდა], მაგრამ ამავდროულად გვესმის ის ფაქტი, რომ ჩვენი ევროპული პერსპექტივა და ორი დანარჩენი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი არსებითად იმ ბრძოლის წყალობით მოხდა, რომელსაც უკრაინული მოსახლეობა აწარმოებს. ამ მხრივ გარკვეული პოლიტიკური მიზეზი იყო იმ ფაქტის მიღმა, რომ სამხედრო საფრთხის ქვეშ ყველაზე მეტად მყოფმა ორმა სახელმწიფომ მიიღეს ეს აღიარება და საქართველო, რომელიც ამ დროს ასე პირდაპირ არ იყო სამხედრო საფრთხის ქვეშ, სხვა დამსახურებების მხრივ შეფასდა და იყო გარკვეული პოლიტიკური მიზეზები, რატომ იქნა ეს განსხვავება გაკეთებული…
ვფიქრობ, ორი რამეა ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული თვალსაზრისით და არა აუცილებლად წმინდად პოლიტიკური კრიტერიუმებით, რასაც ევროკავშირი აქამდე იყენებდა. ერთი რამ ის არის, რომ, ეს ჩემი რწმენაა. მე ერთ-ერთი კრიტიკოსი ვარ შიდა რეფორმების ნაკლის ან სწრაფი მოძრაობის ნაკლებობის იმ მიმართულებებით, რითაც უნდა მივდიოდეთ წინ. ნათელია, რომ ჩვენ უნაკლოები არ ვართ, თუმცა ვფიქრობ, რომ საქართველოს ფუფუნება არ აქვს კანდიდატის სტატუსზე მეორე “არა” მიიღოს და რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიღოთ, რადგან ეს რუსეთისთვის გაგზავნილი, სტრატეგიული მესიჯია”, - თქვა ზურაბიშვილმა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 361
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
14:4002.02.23
-
“დასვლეთს სურს, საქართველო რუსეთის გამღიზიანებლად აქციოს” – ლავროვი
14:2002.02.23
-
14:0002.02.23
-
13:3002.02.23
-
13:0002.02.23
-
A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს პირველი აპრილიდან მგზავრების აყვანა-ჩამოსმა საავტობუსო ზოლშიც შეეძლებათ
12:4002.02.23
-
12:2002.02.23
-
12:0002.02.23
-
ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დღეს დებატები გაიმართება
11:3002.02.23
-
მამუკა მდინარაძე: თვითდაზიანება არ შეიძლება გახდეს პატიმრის გათავისუფლების საფუძველი
11:0002.02.23
-
10:4002.02.23
-
10:2002.02.23
-
10:0002.02.23
-
18:0001.02.23
-
ლევან დავითაშვილმა ლატვიის ელჩთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა
17:4001.02.23
-
17:2001.02.23
-
17:0001.02.23
-
“ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო” | კარასინი თბილისთან ფრენების აღდგენაზე
16:3001.02.23
-
მაკა ბოჭორიშვილი შვედეთის სამეფოში შეხვედრებს მართავს
16:0001.02.23
-
15:3001.02.23
-
15:0001.02.23
-
ვახტანგ გომელაურმა გერმანიის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
14:3001.02.23
-
მარიამ ქვრივიშვილი: ყაზახური ინვესტიციით კიდევ ერთი საერთაშორისო ქსელური სასტუმრო გაიხსნა
14:0001.02.23
-
მიხეილ სააკაშვილი - ჩემი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია
13:4001.02.23
-
13:2001.02.23
-
20 თებერვალს, 12:00 საათიდან, ვატარებთ ახალ გლობალურ აქციას #SaveMisha - ფეიგინი
13:0001.02.23
-
12:3001.02.23
-
12:0001.02.23
-
11:4001.02.23
-
მაია ბითაძე კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის დირექტორს შეხვდა
11:2001.02.23
-
„უკრაინიდან და სხვა ადგილებიდან ყოველთვის დაგიჭერ მხარს“ – სააკაშვილმა ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა
11:0001.02.23
-
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი აპრილისთვის გადაიდო
10:4001.02.23
-
10:2001.02.23
-
მაკა ბოჭორიშვილი შვედეთის სამეფოში შეხვედრებს მართავს
10:0001.02.23
-
18:0031.01.23
-
ლევან დავითაშვილი ავსტრიის კანცლერის ეკონომიკურ მრჩეველს შეხვდა
17:4031.01.23