მსოფლიო

“ევროკავშირის დამკვირვებლების სომხეთში ყოფნა სარისკოა” – მოსკოვი

19.01.23 13:40


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ევროკავშირის დამკვირვებლო მისიის [EUMM] სომხეთში გრძელვადიანად განთავსების შემთხვევაში, საფრთხეებზე ისაუბრა.

 

“იმის მიუხედავად, რომ მოკავშირეები ვართ და ОДКБ-ს [„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“] მისია სრულიად მზადაა, სომხური მხარე გრძელვადიანი მონიტორინგისთვის ევროკავშირთან მოლაპარაკებას ამჯობინებს. ეს არის აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს და სავარაუდოდ, თუ ეს მისია აზერბაიჯანის თანხმობის გარეშე განთავსდება, შეიძლება ის კონტრპროდუქტიული იყოს: ნდობის გამყარების ნაცვლად, შესაძლოა ამან საზღვარზე დამატებითი გამღიზიანებლები შექმნას”.

 

მხარეებს შორის ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი შეტაკების შემდეგ, სექტემბერში, პრაღაში ოთხმხრივი შეხვედრისას საუბარი იყო ევროკავშრის სადამკვირვებლო მისიის სომხეთში განთავსებაზე. მალევე ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ უპასუხა სომხეთის მოთხოვნას და სიტუაციის მონიტორინგისა და სომხეთ-აზერბაიჯანული ურთიერთობების სტაბილიზაციის მხარდაჭერის” მიზნით ვროევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სომხეთში გაიგზავნა. ამჟამად, სომხეთში მისიის ხანგრძლივი დროით განთავსების შესახებ შეთანხმებაზე საუბრობენ.

 

მოსკოვის პარალელურად, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებისა და ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაზე სომხეთისა და აზერბაიჯანის პირდაპირ კომუნიკაციისა და დიალოგის ორგანიზებას უწევენ ევროსტრუქტურები და ევროპელი ლიდერები. დასავლეთის ჩართულობა კონფლიქტის მოგვარებაში განსაკურებით უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შემდეგ გაიზარდა. ამასთან, სომხეთში ОДКБ-ს წევრობის შენარჩუნების საკითხი პოლიტიკური დისკურსის მთავარ თემად რჩება.

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 595


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები