პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დალაგების საქმეში საქართველოს როლი საგანგებო მნიშვნელობისაა

23.01.23 10:20


საქართველოს როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დალაგების საქმეში საგანგებო მნიშვნელობისაა, მითუმეტეს თუ მხარდაჭერილია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

„ჩვენ განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს აზერბაიჯანთანაც, სომხეთთანაც. სომეხი და აზერბაიჯანელი ეროვნების ბევრი ხალხი ცხოვრობს საქართველოში და საუკეთესო პლატფორმაა ამ ორი მხარის საუბარი საქართველოში“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, რომ „აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობებში საქართველო ნამდვილად არის ნეიტრალური და მიუკერძოებელი მედიატორი“. მისი თქმით, საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შეუძლიათ, რეგიონი გარდაქმნან რეგიონული მშვიდობის, კეთილდღეობის შესაძლებლობად.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები