პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი - ველოდებით, რომ ევროპის საბჭოს სესიაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაჟღერდება

23.01.23 16:30


მიმდინარე კვირაში სტრასბურგი, პრაქტიკულად, გადაიქცა ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენების ცენტრად. ველოდებით მნიშვნელოვან სტუმრებს. იქნება ვიზიტი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ასევე – ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ისლანდიის პრემიერ-მინისტრის, – ამის შესახებ ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა.

 

ტალიაშვილის თქმით, ევროსაბჭოს საქართველოს მიმართ ურყევი მხარდაჭერა აქვს.

 

„ამის ფონზე, ის, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მართავს პირისპირ შეხვედრას საქართველოს დელეგაციასთან, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პირისპირ შეხვდება საქართველოს დელეგაციას, ეს არის ხაზგასმა იმ ძალიან მნიშვნელოვანი ურყევი მხარდაჭერისა, რომელიც ევროსაბჭოს გააჩნია საქართველოსთან დაკავშირებით. მიმდინარე კვირაში იქნება არაერთი მნიშვნელოვანი სხდომა. საქართველოს დელეგაციის მხრიდან იქნება ხაზგასმა იმ საკითხებისა და იმ პრიორიტეტებისა, რომელიც საქართველოს დღის წესრიგში დგას, განსაკუთრებით, საგარეო საფრთხეებსა და გამოწვევებთან მიმართებაში. ჩვენ ველოდებით, რომ გაჟღერდება საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები. ეს კვირა იქნება ძალიან დატვირთული საქართველოს დელეგაციისთვის“, – განაცხადა ტალიაშვილმა.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები