პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: „ნაცმოძრაობა“ ვარდნის პროცესშია – 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში უარეს შედეგამდე მივლენ

24.01.23 11:20


„ნაციონალური მოძრაობა“ არის ვარდნის პროცესში. ვხედავთ უბინძურეს ურთიერთბრალდებებს, ვხედავთ კამპანია, რომელიც აჩვენებს მათ სტილს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, აღნიშნული პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში უარეს შედეგამდე მივა.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ვარდნის პროცესში. ვხედავთ უბინძურეს ურთიერთბრალდებებს, ვხედავთ კამპანია, რომელიც აჩვენებს მათ სტილს, მათ ხელწერას თუ რა ღირებულებები აქვთ, ეს არის კომპრომატების ომი, ეს არის ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება, მუქარები სამომავლოდ. ამ გზით ისინი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მივლენ უარეს შედეგამდე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. აღნიშნულ პოსტზე კანდიდატურები ნიკა მელიამ, ლევან ხაბეიშვილმა, გიორგი მუმლაძემ და ნონა მამულაშვილმა წარადგინეს.

 

 

წყარო :  /www.kvira.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები