პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულ ხელმძღვანელთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო

24.01.23 13:20


ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩის, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულ ხელმძღვანელთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა.

 

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო იმ რეფორმებზე, რომელსაც ხელს უწყობს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატი, თავისი რეზოლუციებისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მეშვეობით.

 

„საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულ ხელმძღვანელთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო, რადგან აქ სიღრმისეულად იყო საუბარი იმ რეფორმებზე, რომელსაც ხელს უწყობს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატი, თავისი რეზოლუციებისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მეშვეობით.

 

აქ ხდება შეჯერება იმ ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტების, რომელიც არის ქვეყნის შიგნით და რომელიც სრულ თანხვედრაშია იმ კონვენციურ პრიორიტეტებთან და ღირებულებებთან, რომელიც გააჩნია ევროსაბჭოს“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ტინი კოქსს შეხვდა. მმართველი პარტიის ხელმძღვანელთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი და ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები