პოლიტიკა

ჯონ კერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

25.05.16 15:40


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აშშ-ის სახელით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებს. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„პრეზიდენტ ობამას და ამერიკელი ხალხის სახელით, ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის 25 წლისთავს. 26 მაისს ჩვენ აღვნიშნავთ აშშ-ისა და საქართველოს 25-წლიან მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას. ჩვენ ვხედავთ საქართველოს, როგორც წამყვან მაგალითს დემოკრატიული პროგრესის კუთხით რეგიონში – ეს მიღწევა მით უფრო შესამჩნევია იმ ფონზე, რომ თქვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია. აშშ უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში, ისევე როგორც მის სწრაფვას ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისკენ. ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს თავგანწირვასა და თანამშრომლობას ავღანეთში, ამ ქვეყნის ხალხისა და რეგიონის უკეთესი მომავლის მხარდასაჭერად. ვულოცავ ქართველ ხალხს ამ საამაყო დღეს და მოუთმენლად ველოდები პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას უსაფრთხო, დემოკრატიულ და დამოუკიდებელ საქართველოსთან“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები