პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორს შეხვდა

24.01.23 16:40


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორს ალან გილამს შეხვდა.

 

შეხვედრაზე პარლამენტის მიერ 2022 წელს გაწეულ საქმიანობაზე, მის შედეგებზე და 2023 წლის გეგმებზე ისაუბრეს. მათ შორის, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელების პროცესზე.

 

ალან გილამმა აღნიშნა, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი მზად არის საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით გააგრძელოს.

 

ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები