მსოფლიო
27.01.23 15:40
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან ევროკავშირის მისიის განთავსების საკითხთან დაკავშირებით, სადაც ღიად გამოთქვამს უკმაყოფილებას სომხეთის პოზიციისადმი.
“23 იანვარს ევროკავშირის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, ევროკავშირის ახალი სამოქალაქო მისია სომხეთში ორი წლით განათავსოს, რომელიც უფრო მასშტაბური იქნება, ვიდრე არსებული მისია, რომელიც 2022 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე განთავსდა. ბრიუსელი გულწრფელად რომ ყოფილიყო დაინტერესებული სამხრეთ კავკასიაში მშვიდობით, საკუთარი მისიის მუშაობის პირობებს აზერბაიჯანთან შეათანხმებდა”, – აცხადებენ უწყებაში.
მოსკოვის პოზიციითვე, “სომხეთის სასაზღვრო რაიონებში ევროკავშირის წარმომადგენლების განთავსება, რომელიც აშშ-ის და ნატოს დამატებაში გადაიზარდა და დსთ-ის სივრცეში კონფრონტაციულ პოლიტიკას აწარმოებს, მხოლოდ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებებს შემოიტანს რეგიონში და გაამწვავებს არსებულ უთანხმოებებს”.
აქვე რუსეთის საგარეო აცხადებს, რომ ევროკავშირის სამოქალაქო მისიამ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს ვინმე, ვინაიდან “ის ფორმირდება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში ევროკავშირის პოლიტიკის ფარგლებში”.
უწყების განცხადებითვე, ევროკავშირის მცდელობები, ნებისმიერ ფასად გამაგრდნენ სომხეთში და რუსეთის, როგორც შუამავლის ძალისხმევა შეზღუდონ, ზიანს მოუტანს სომხებისა და აზერბაიჯანელების ინტერესს, რეგიონში მშვიდობა დამყარდეს.
“გვჯერა, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფაქტორი რუსეთი და რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტია სომხეთის საზღვრებზე.”
ამასთან, მოსკოვი აცხადებს, რომ რუსი სამშვიდობოები საჭიროების შემთხვევაში რეაგირებას მოახდნენ ევროკავშირის დამკვირვებლების ქცევაზე.
განცხადების ბოლოს, რუსული მხარე ახსენებს სომხეთს ОДКБ-ს, რომელსაც, ერევანმა ევროკავშირი არჩია. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ერევანი შეიცვლის პოზიციას, როგორც საგარეო ამბობს, რუსეთი და ОДКБ მზად არიან თანამშრომლობისთვის.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 442
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24