პოლიტიკა
30.01.23 16:40
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს, კარლ ნეჰამერს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები და არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში ავსტრიის ფედერალური კანცლერის ვიზიტის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ეს ვიზიტი ადასტურებს ავსტრიის რესპუბლიკის ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და საქართველოს ავსტრიის მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ პარტნიორად წარმოაჩენს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ, რომელიც საერთო-ევროპულ ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ავსტრიის რესპუბლიკას საქართველოს სახით საიმედო პარტნიორი ჰყავს, რომელიც რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ ხელს უწყობს საერთოევროპული ღირებულებებისა და ინტერესების დაცვას მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ხაზი გაესვა რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გამოწვევების დასაძლევად ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს კავკასიის რეგიონისა და ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის ისტორიული პროექტი. ხაზი გაესვა პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას.
საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ხაზი გაესვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ავსტრიის რესპუბლიკის ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობას.
ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ნეჰამერს საქართველოს ევროინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტები ტურიზმისა და ენერგეტიკის მიმართულებით. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 244
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს
10:0018.04.24
-
18:0017.04.24
-
ირაკლი კობახიძე - კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას
17:3117.04.24
-
ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა
16:4617.04.24
-
16:0017.04.24
-
გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს
15:2917.04.24
-
მამუკა მდინარაძე - ევროპა არის გამჭვირვალობა, დემოკრატია და განვითარება
14:5117.04.24
-
კახა კალაძე - ყველაფერი გაკეთდება, რათა ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე
14:0017.04.24
-
40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ტენდერი დასრულებულია
13:1517.04.24
-
12:4117.04.24
-
12:4117.04.24
-
11:4917.04.24
-
10:4217.04.24
-
რუსეთი ირანს რაშტ-ასტარას რკინიგზის საკითხთან დაკავშირებით აჩქარებს
23:4316.04.24
-
18:0016.04.24
-
17:2516.04.24
-
შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა
17:0016.04.24
-
16:2516.04.24
-
გიორგი ბოტკოველი - რუსული კანონი ხელს უშლის ბევრი აქტიური პროგრამის საქმიანობას
15:5016.04.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს
15:1516.04.24
-
14:5016.04.24