პოლიტიკა
31.01.23 16:40
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც შეხვედრები გამართა ტოსკანის რეგიონის პრეზიდენტთან, ეუჯენიო ჯანისთან და ქალაქ მონტეპულჩანოს მერთან, მიკელე ანჯოლინისთან.
შეხვედრისას დავით სონღულაშვილმა ხაზი გაუსვა ტოსკანასთან კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის ურთიერთობების დასამყარებლად სამომავლო პროექტების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის საქართველოს მზადყოფნას.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით, როგორც ყველაზე პერსპექტიულ მიზნებზე პარტნიორობის დასაწყებად. პირველ ეტაპზე კი დაიგეგმა ქალაქ გურჯაანის დაძმობილება ქალაქ მონტეპულჩანოსთან (სიენა).
„მნიშვნელოვანია, გავაღრმაოთ ის ურთიერთობები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის მრავალი წელია, არსებობს, უკეთესად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც ამ ორი რეგიონის – ტოსკანას და კახეთის მაგალითზე გვაქვს, რომელსაც ბევრი აქვს საერთო, განსაკუთრებით, მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით. ჩვენი ვიზიტიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ განვავითაროთ ეს შესაძლებლობები“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
ტოსკანას რეგიონის პრეზიდენტმა საუბრისას ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელობას კავკასიის რეგიონში და აღნიშნა, რომ მიესალმება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას.
„საქართველო დიდი ისტორიული და კულტურული ტრადიციების ქვეყანაა და გადამწყვეტ როლს ასრულებს კავკასიის არეალში. აუცილებელია ურთიერთობების განმტკიცება ევროპულ ქვეყნებთან, ეს მით უფრო აუცილებელია რუსეთის ექსპანსიონისტური მისწრაფებებით გამოწვეული დაძაბულობის ფონზე. იმედი მაქვს, რომ საქართველოს კანდიდატურის განხილვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მალე დასრულდება. იმავდროულად, ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ ურთიერთობების განვითარებაზე და მოხარული ვარ, რომ ეს პროცესი დაიწყო“, – განაცხადა ტოსკანას რეგიონის პრეზიდენტმა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 190
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24