პოლიტიკა
01.02.23 10:00
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი შვედეთის სამეფოში სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მაკა ბოჭორიშვილმა სტოკჰოლმში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა შვედეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, არონ ემილსონთან და კომიტეტის წევრებთან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან, ასევე ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეის შვედეთის დელეგაციის თავმჯდომარის მოადგილესთან, იოჰან ბუზერთან.
შეხვედრებისას, შვედეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების პარალელურად, ყურადღება დაეთმო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დინამიკას.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს ევროპის უსაფრთხოების გამოწვევებზე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის შავ ზღვაზე თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე, ეკონომიკური განვითარების ტენდენციებსა და სატრანზიტო პოტენციალზე.
შეხვედრებისას ხაზგასმით აღინიშნა შვედეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდასაჭერად და ასევე შვედეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები.
ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო სტოკჰოლმის აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მრგვალი მაგიდის ფორმატში თემაზე – „საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და შვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები“. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ექსპერტები სხვადასხვა კვლევითი ცენტრებიდან და შვედეთის სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლები. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს პროგრესზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და შვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის მოლოდინებზე.
შეხვედრას ესწრებოდა შვედეთში საქართველოს ელჩი ირაკლი ხუცურაული.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 370
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
18:0021.03.23
-
ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ევროკომისარს საშინაო საკითხებში, ილვა იოჰანსონს შეხვდა
17:4021.03.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა
17:2021.03.23
-
მაკა ბოჭორიშვილი: ბევრი რამ შეიძლება დააბრალოთ საქართველოს და მის ხელისუფლებას, მაგრამ არა რუსობა
17:0021.03.23
-
16:4021.03.23
-
ირანს ითრევენ სამხრეთ კავკასიის ომში, რომელიც დასრულდება თავად ირანის სრული დაშლით
16:2021.03.23
-
შეწყვიტეთ ამ კანონზე საუბარი, თორემ უარეს მიიღებთ - ჩარკვიანი „ოცნებას“
16:0021.03.23
-
15:3021.03.23
-
ილია დარჩიაშვილი: პარტნიორების ხმა, მოსაზრებები ყოველთვის იყო, არის და იქნება მომავალში საინტერესო
15:0021.03.23
-
14:2021.03.23
-
შალვა პაპუაშვილმა თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა
14:0021.03.23
-
13:4021.03.23
-
13:2021.03.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი მარნეულის ჩაის სახლში უხუცესებს შეხვდა
13:0021.03.23
-
12:4021.03.23
-
12:2021.03.23
-
ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრებს იწყებს
12:0021.03.23
-
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რეგისტრაციის უახლესი გლობალური სისტემა ამოქმედდა
11:4021.03.23
-
11:2021.03.23
-
პარლამენტის ალყაში მოქცევა მარტო ჩემი კი არა, ოპოზიციის საერთო გეგმა იყო - გიორგი ვაშაძე
11:0021.03.23
-
10:4021.03.23
-
10:2021.03.23
-
10:0021.03.23
-
ლარი კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი
18:0020.03.23
-
მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენს
17:4020.03.23
-
„განცხადება არ შემოსულა“ — ბრეგაძე სააკაშვილთან პოლონელი ექიმების დაშვებაზე
17:2020.03.23
-
17:0020.03.23
-
პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენაზე აბრუნებს
16:4020.03.23
-
სტაციონარული დაწესებულებებისთვის განახლებული სანებართვო პირობები დამტკიცდა
16:2020.03.23
-
სტუდენტების მღელვარება დაჰბრალდა ვითომ განათლების მინისტრს?! - იაგო ხვიჩია ჩხენკელზე
16:0020.03.23
-
15:3020.03.23
-
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში წამლის ხარისხის ლაბორატორია გახსნისთვის მზად არის
15:0020.03.23
-
მივმართავთ ჰააგის ტრიბუნალს, გასცეს დაპატიმრების ორდერი ბიძინა ივანიშვილზე - შალვა ნათელაშვილი
14:4020.03.23
-
შალვა პაპუაშვილი სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა
14:2020.03.23
-
14:0020.03.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა
13:3020.03.23