პოლიტიკა
01.02.23 14:00
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა თბილისში ახალი სასტუმროს, „ჰოლიდეი ინნ ექსპრეს თბილისი ავლაბარი“-ს გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
სასტუმრო ყაზახური ინვესტიციით აშენდა, პირდაპირი ინვესტიციის მოცულობა 12,5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, პროექტი ფასეული უძრავი ქონების განვითარების კომპანია „სიმეტრიამ“ განახორციელა. სასტუმროში 122 სტანდარტული კატეგორიის ნომერია, რომელიც მორგებული იქნება როგორც დასვენების მიზნით ჩამოსულ ტურისტებზე, ასევე საქმიან სტუმრებზე. სასტუმრო ე.წ. bed & breakfast კონცეფციაზეა აგებული და საშუალო შემოსავლის მქონე სეგმენტზეა ორიენტირებული.
„მნიშვნელოვანია, რომ თბილისს კიდევ ერთი, ძალიან ლამაზი ობიექტი შეემატა, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ეს არის ერთ-ერთი ძალიან ცნობილი, საერთაშორისო ქსელური ბრენდი - Holiday Inn Express. მინდა, ინვესტორს მადლობა გადავუხადო, რადგან ჩათვალა, რომ საქართველო ნამდვილად იყო ის მიმართულება და ქვეყანა, სადაც ასეთი მოცულობის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო, განსაკუთრებით ტურიზმის ინდუსტრიაში. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად ამყარებს იმ მეგობრობას და თანამშრომლობას, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორისაა და რომელიც წლების განმავლობაში ერთად ვაშენეთ“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა თავის სიტყვაში.
როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ინვესტორმა ძალიან სწორად შეაფასა ის კონკრეტული ნიშა, რომელიც ნამდვილად აკლდა დედაქალაქს და ბიუჯეტური, თუმცა, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ბრენდით შემოსვლა გადაწყვიტა. მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას - სასტუმროში 50-მდე ადამიანი დასაქმდება.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი, ინვესტორისთვის კი მორიგი მოტივაცია. იმედს ვიქონიებთ, რომ მომავალში ის არამხოლოდ თბილისში, არამედ სხვა, ჩვენთვის საინტერესო, ტურისტულად აქტიურ რეგიონებში განიხილავს ასეთივე პროექტებს. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ საქართველოში კიდევ მეტი ყაზახი ტურისტის და არამარტო მათ მოზიდვას - დივერსიფიკაციის პოლიტიკით და მეტი პირდაპირი ფრენებით“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 253
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24