პოლიტიკა
02.02.23 10:00
უკრაინაში კრემლის ომის დასრულების შესაძლო შეთანხმების ფარგლებში რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაც უნდა დატოვოს. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Bloomberg-თან ინტერვიუში გააკეთა.
“რუსეთმა უნდა ისწავლოს სად არის მისი საზღვრები. საქართველოს პრობლემები მაგიდაზე უნდა იყოს, რადგან არავინ იფიქროს, თითქოს ეს ომი რუსეთის მიერ ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების გარეშე შესაძლოა გადაწყდეს”, - თქვა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, რეგიონული წესრიგის აღდგენა უკრაინაში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის საბოლოო დამარცხებაზე არის დამოკიდებული და ეს მომენტი, მისი აზრით, ძალიან სწრაფად ახლოვდება.
“რუსეთმა პრაქტიკულად უკვე წააგო ბრძოლები, თუ არა მთელი ომი”, - აღნიშნავს ზურაბიშვილი.
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დანებების პირობების ფარგლებში რუსეთს სრული გასვლა თუ არ მოეთხოვება, “დასავლური სამყარო კიდევ ერთ დიდ შეცდომას დაუშვებს - ისევე დიდს, როგორც 2008-ში, 2014-ში”.
ამასთან, მან ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხითაც, პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ევროკავშირის ფორმალური კანდიდატობის სტატუსის არმიღების კიდევ ერთი საშუალება არ გააჩნია.
მისი აზრით, ეს წაახალისებს რუსეთს, რომ საქართველო “რუხ ზონად” წარმოიდგინოს მისი ამბიციებისთვის.
“კანდიდატის სტატუსი უნდა მოგვცეთ. უნაკლოები არ ვართ, ვიცი, რომ არის რაღაცები, რასაც არ ვაკეთებდით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად წინ უნდა მივდიოდეთ”, - თქვა ზურაბიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საკუთარ გეგმებზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს და განაცხადა, რომ იგი არ თვლის, რომ “ინდივიდუალური შემთხვევა ჩვენს ევროპულ მომავალს განსაზღვრავს”.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 370
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
18:0021.03.23
-
ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ევროკომისარს საშინაო საკითხებში, ილვა იოჰანსონს შეხვდა
17:4021.03.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა
17:2021.03.23
-
მაკა ბოჭორიშვილი: ბევრი რამ შეიძლება დააბრალოთ საქართველოს და მის ხელისუფლებას, მაგრამ არა რუსობა
17:0021.03.23
-
16:4021.03.23
-
ირანს ითრევენ სამხრეთ კავკასიის ომში, რომელიც დასრულდება თავად ირანის სრული დაშლით
16:2021.03.23
-
შეწყვიტეთ ამ კანონზე საუბარი, თორემ უარეს მიიღებთ - ჩარკვიანი „ოცნებას“
16:0021.03.23
-
15:3021.03.23
-
ილია დარჩიაშვილი: პარტნიორების ხმა, მოსაზრებები ყოველთვის იყო, არის და იქნება მომავალში საინტერესო
15:0021.03.23
-
14:2021.03.23
-
შალვა პაპუაშვილმა თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა
14:0021.03.23
-
13:4021.03.23
-
13:2021.03.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი მარნეულის ჩაის სახლში უხუცესებს შეხვდა
13:0021.03.23
-
12:4021.03.23
-
12:2021.03.23
-
ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრებს იწყებს
12:0021.03.23
-
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რეგისტრაციის უახლესი გლობალური სისტემა ამოქმედდა
11:4021.03.23
-
11:2021.03.23
-
პარლამენტის ალყაში მოქცევა მარტო ჩემი კი არა, ოპოზიციის საერთო გეგმა იყო - გიორგი ვაშაძე
11:0021.03.23
-
10:4021.03.23
-
10:2021.03.23
-
10:0021.03.23
-
ლარი კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი
18:0020.03.23
-
მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენს
17:4020.03.23
-
„განცხადება არ შემოსულა“ — ბრეგაძე სააკაშვილთან პოლონელი ექიმების დაშვებაზე
17:2020.03.23
-
17:0020.03.23
-
პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენაზე აბრუნებს
16:4020.03.23
-
სტაციონარული დაწესებულებებისთვის განახლებული სანებართვო პირობები დამტკიცდა
16:2020.03.23
-
სტუდენტების მღელვარება დაჰბრალდა ვითომ განათლების მინისტრს?! - იაგო ხვიჩია ჩხენკელზე
16:0020.03.23
-
15:3020.03.23
-
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში წამლის ხარისხის ლაბორატორია გახსნისთვის მზად არის
15:0020.03.23
-
მივმართავთ ჰააგის ტრიბუნალს, გასცეს დაპატიმრების ორდერი ბიძინა ივანიშვილზე - შალვა ნათელაშვილი
14:4020.03.23
-
შალვა პაპუაშვილი სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა
14:2020.03.23
-
14:0020.03.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა
13:3020.03.23