პოლიტიკა

კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარი მრჩევლის თანამდებობაზე ფილიპ რიკერი ლუის ბონომ ჩაანაცვლა

02.02.23 12:00


კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარ მრჩევლად ლუის ბონო დაინიშნა. ის ფილიპ რიკერს ჩაანაცვლებს. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ლუის ბონო იმუშავებს რეგიონულ ლიდერებთან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის წინსვლისთვის და რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაციის მოსაგვარებლად.

 

„მისი დანიშვნა ასევე ადასტურებს შეერთებული შტატებისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობას და საქართველოს საკითხზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების როლს, ერთადერთ საერთაშორისო ფორმატს, რომელიც ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას“, – აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში.

 

ლუის ბონო მანამდე იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში სახელმწიფო მდივნის მოადგილის მრჩეველი, საერთაშორისო ატომურ სააგენტოში აშშ-ის წარმომადგენელი, ასევე გაეროს ოფისში ვენისა და ბასრის რეგიონული ოფისების დირექტორი.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები