პოლიტიკა

კახა კალაძე - მიხეილ სააკაშვილი მიზანმიმართულად არის თვითდაზიანების რეჟიმში, რომლის მიზანია როგორმე მოხდეს მისი ციხიდან დახსნა - ეს შეუძლებელია

02.02.23 12:20


მიხეილ სააკაშვილი მიზანმიმართულად არის თვითდაზიანების რეჟიმში. ამის მიზანია, რომ საკუთარი PR კამპანიით და უცხოელების ჩართულობით როგორმე მოხდეს მისი ციხიდან დახსნა. ეს შეუძლებელია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

 

როგორც კალაძე განმარტავს, საქართველოს ხელისუფლება და შესაბამისი უწყება ყველაფერს აკეთებს, რომ ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული იყოს.

 

"ხელისუფლება ამას აკეთებს 2012 წლიდან მოყოლებული. ხაზს არ გავუსვამ, თუ რა ხდებოდა 2012 წლამდე, საზოგადოებამ ყველაფერი იცის. ჩვენ გვაქვს ფაქტი, რომ ადამიანი {მიხეილ სააკაშვილი} მთელი ამ ხნის განმავლობაში მიზანმიმართულად არის თვითდაზიანების რეჟიმში. ამის მიზანია ის, რომ საკუთარი PR კამპანიით, უცხოელების ჩართულობით როგორმე მოხდეს მისი ციხიდან დახსნა. ეს შეუძლებელია. ადამიანს კონკრეტული დანაშაული აქვს, კონკრეტულ საქმეებზე აქვს მისჯილი. პატიმარს ნუ ატყუებენ, პირიქით დაეხმარონ, ხელი შეუწყონ, რომ გამოიყვანონ თვითდაზიანების რეჟიმიდან, ნორმალურად იკვებოს", -აღნიშნა კალაძემ.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები