პოლიტიკა
03.02.23 13:00
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა, შერაზ გასრის ელჩის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. მან ფრანგულ მხარეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, გაწეული პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება და უფრო მრავალმხრივი გახდება.
ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების, ტრანსფორმაციის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების, საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერების პროცესში საფრანგეთის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თანამედროვე გამოწვევებისა და ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ფონზე, საქართველოსთვის საფრანგეთის რესპუბლიკის მხარდაჭერა, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაძლიერება მეტად მნიშვნელოვანია. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.
აღინიშნა „დიმიტრი ამილახვარის სტრატეგიული დიალოგის“ მნიშვნელობაც. საუბარი შეეხო ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) ერთობლივ მონაწილეობასა და საქართველოს კონტრიბუციას საერთაშორისო მისიებში. შერაზ გასრი, რომელმაც საქართველოში ელჩის თანამდებობაზე დიეგო კოლასი შეცვალა, 2017 წლიდან გაეროში, საფრანგეთის მუდმივ წარმომადგენლობაში, პოლიტიკური მრჩეველის თანამდებობას იკავებდა; 2015-2017 წლებში ფრანგი დიპლომატი სოციალურ საქმეთა და ჯანმრთელობის სამინისტროში დიპლომატიური მრჩევლის პოსტზე მუშაობდა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 352
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ლევან ხაბეიშვილი - სააკაშვილს ბევრი სხვადასხვა ჯილდო აქვს მიღებული და ბევრსაც მიიღებს
18:0027.03.23
-
17:4027.03.23
-
17:2027.03.23
-
17:0027.03.23
-
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით 31 მარტს წარდგება
16:3027.03.23
-
აზერბაიჯანი ყარაბაღის სომეხ მოსახლეობას რეინტეგრაციაზე სასაუბროდ იწვევს
16:0027.03.23
-
15:4027.03.23
-
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით 31 მარტს გამოვა
15:2027.03.23
-
15:0027.03.23
-
14:4027.03.23
-
14:2027.03.23
-
პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელს შეხვდა
14:0027.03.23
-
13:4027.03.23
-
13:2027.03.23
-
დაახლოებით იგივეა, ბრეივიკს მისცენ – ღარიბაშვილი სააკაშვილისთვის ნორვეგიული პრიზის გადაცემაზე
13:0027.03.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი: ჯამში 75 მლნ ლარია გადახდილი ჩვენი მოქალაქეების საზღვარგარეთ მკურნალობაში
12:4027.03.23
-
12:2027.03.23
-
12:0027.03.23
-
ქართული ეკლესიები სომხეთში (ზოგადი მიმოხილვა)
11:4027.03.23
-
11:2027.03.23
-
ილია II მსოფლიო პატრიარქს წერილით მიმართავს
11:0027.03.23
-
ზურაბ აზარაშვილი მიგრაციის საკითხებში გერმანიის მთავრობის სპეციალურ რწმუნებულ იოახიმ შტამპს შეხვდა
10:4027.03.23
-
10:2027.03.23
-
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო
10:0027.03.23
-
18:4024.03.23
-
18:0024.03.23
-
სომხეთი და თურქეთი – კრიზისული დიპლომატიის გაკვეთილები
17:4024.03.23
-
17:2024.03.23
-
ირაკლი ქარსელაძე მსოფლიო წყლის საბჭოს პრეზიდენტს, ლოიკ ფოშონს შეხვდა
17:0024.03.23
-
ხატია დეკანოიძე: ჩემი და „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლობა არის დასრულებული
16:4024.03.23
-
16:2024.03.23
-
თაკო ჩარკვიანი - ეგღა მაკლია, ვინმემ მომიაზროს საქართველოში რამედ, მე სიცრუეს ვისხლიტავ
16:0024.03.23
-
15:4024.03.23
-
15:2024.03.23
-
15:0024.03.23
-
14:4024.03.23