პოლიტიკა
03.02.23 16:00
საქართველოსა და ამერიკას შორის ექსტრადიციის ხელშეკრულების გაფორმებაზე დღევანდელი მოლაპარაკება არის თანამშრომლობის წინგადადგმული ნაბიჯი, რადგან ეს უფრო გააიოლებს და გააღრმავებს თანამშრომლობას იმ მიმართულებით, რომ დამნაშავეები საქართველოშიც და ამერიკაშიც იყვნენ გასამართლებულნი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
ელჩმა ექსტრადიციის შესახებ ორმხრივ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის შორის სამართალდამცავ და მართლმსაჯულების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ითვალისწინებს.
„მოხარული ვარ, რომ დღეს, ჩემს კოლეგებთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტიდან და სახელმწიფო დეპარტამენტიდან, აქ ვართ, რაღა დავიწყოთ საქართველოს და ამერიკის სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის შემდგომი ეტაპი. ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავ სფეროში, რათა ვებრძოლოთ ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულს, მრავალ ათწლეულს ითვლის. დღევანდელი მოლაპარაკება საქართველოს და ამერიკას შორის ექსტრადიციის ხელშეკრულების გაფორმებაზე არის თანამშრომლობის წინგადადგმული ნაბიჯი, რადგან ეს უფრო გააიოლებს და გააღრმავებს თანამშრომლობას იმ მიმართულებით, რომ დამნაშავეები საქართველოშიც და ამერიკაშიც იყვნენ გასამართლებულნი. მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყნების ხელისუფლებები მოახდენენ ამ ხელშეკრულების რატიფიცირებას და მიღებას, ის არა მარტო გააღრმავებს ჩვენს თანამშრომლობას, არამედ გააუმჯობესებს ქართველი და ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებას, რადგან უზრუნველყოფს იმ დამნაშავეების სათანადოდ წარდგენას მართლმსაჯულების წინაშე, რომლებმაც ჩაიდინეს ორგანიზებული დანაშაული, ფულის გათეთრება, ტრეფიკინგი სხვა ტრანსნაციონალური დანაშაულები. მიმაჩნია, რომ ეს არის თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო და მიხარია, რომ ჩვენი თანამშრომლობა მართლმსაჯულების და სამართალდამცავ სფეროში კიდევ უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 2023 წლის 31 იანვრიდან 2 თებერვლამდე საქართველოში, თბილისში გაიმართა მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. ამერიკის შეერთებულ შტატებს წარმოადგენდნენ სახელმწიფო დეპარტამენტი და იუსტიციის დეპარტამენტი, ხოლო საქართველოს – იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს პროკურატურა. საგამოძიებო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ორმხრივ ხელშეკრულებაზე მუშაობის დასრულებისა და რატიფიკაციის შემდეგ აღნიშნული ხელშეკრულება სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას, რაც ხელს შეუწყობს დამნაშავე პირთა მართლმსაჯულების წინაშე ეფექტურად წარდგენას.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 370
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ლევან ხაბეიშვილი - სააკაშვილს ბევრი სხვადასხვა ჯილდო აქვს მიღებული და ბევრსაც მიიღებს
18:0027.03.23
-
17:4027.03.23
-
17:2027.03.23
-
17:0027.03.23
-
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით 31 მარტს წარდგება
16:3027.03.23
-
აზერბაიჯანი ყარაბაღის სომეხ მოსახლეობას რეინტეგრაციაზე სასაუბროდ იწვევს
16:0027.03.23
-
15:4027.03.23
-
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით 31 მარტს გამოვა
15:2027.03.23
-
15:0027.03.23
-
14:4027.03.23
-
14:2027.03.23
-
პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელს შეხვდა
14:0027.03.23
-
13:4027.03.23
-
13:2027.03.23
-
დაახლოებით იგივეა, ბრეივიკს მისცენ – ღარიბაშვილი სააკაშვილისთვის ნორვეგიული პრიზის გადაცემაზე
13:0027.03.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი: ჯამში 75 მლნ ლარია გადახდილი ჩვენი მოქალაქეების საზღვარგარეთ მკურნალობაში
12:4027.03.23
-
12:2027.03.23
-
12:0027.03.23
-
ქართული ეკლესიები სომხეთში (ზოგადი მიმოხილვა)
11:4027.03.23
-
11:2027.03.23
-
ილია II მსოფლიო პატრიარქს წერილით მიმართავს
11:0027.03.23
-
ზურაბ აზარაშვილი მიგრაციის საკითხებში გერმანიის მთავრობის სპეციალურ რწმუნებულ იოახიმ შტამპს შეხვდა
10:4027.03.23
-
10:2027.03.23
-
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო
10:0027.03.23
-
18:4024.03.23
-
18:0024.03.23
-
სომხეთი და თურქეთი – კრიზისული დიპლომატიის გაკვეთილები
17:4024.03.23
-
17:2024.03.23
-
ირაკლი ქარსელაძე მსოფლიო წყლის საბჭოს პრეზიდენტს, ლოიკ ფოშონს შეხვდა
17:0024.03.23
-
ხატია დეკანოიძე: ჩემი და „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლობა არის დასრულებული
16:4024.03.23
-
16:2024.03.23
-
თაკო ჩარკვიანი - ეგღა მაკლია, ვინმემ მომიაზროს საქართველოში რამედ, მე სიცრუეს ვისხლიტავ
16:0024.03.23
-
15:4024.03.23
-
15:2024.03.23
-
15:0024.03.23
-
14:4024.03.23