ეკონომიკა
03.02.23 17:20
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, იანვარში წლიურმა ინფლაციამ 9.4 პროცენტი შეადგინა.
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, წლიურ ჭრილში ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.0 პროცენტით, რაც, საქსტატის ცნობით, წლიურ ინფლაციაზე 5.03 პროცენტული პუნქტით აისახა.
ყველაზე მეტად, 26.5 პროცენტით ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა. 22.8 პროცენტით მოიმატა ფასებმა პურსა და პურპროდუქტებზე. ყავა, ჩაი და კაკაო 17.1 პროცენტით გაძვირდა; რძე, ყველი და კვერცხი – 16.7 პროცენტით; ფასებმა 16.5 პროცენტით მოიმატა მინერალური და წყაროს წყლის, ასევე უალკოჰოლო სასმელებისა და ნატურალური წვენების კატეგორიაში. თევზეულზე ფასებმა 13.0 პროცენტით მოიმატა; შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 12.4 პროცენტით გაძვირდა; ხორცი და ხორცის პროდუქტები – 8.7 პროცენტით, ხოლო ზეთი და ცხიმი – 4.7 პროცენტით.
„საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13.1-პროცენტიანი მატება, რაც 1.38 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე (40.0 პროცენტი) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (9.1 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.2 პროცენტით, რაც 0.63 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (18.5 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.8 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2.5 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 226
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ლევან ხაბეიშვილი - სააკაშვილს ბევრი სხვადასხვა ჯილდო აქვს მიღებული და ბევრსაც მიიღებს
18:0027.03.23
-
17:4027.03.23
-
17:2027.03.23
-
17:0027.03.23
-
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით 31 მარტს წარდგება
16:3027.03.23
-
აზერბაიჯანი ყარაბაღის სომეხ მოსახლეობას რეინტეგრაციაზე სასაუბროდ იწვევს
16:0027.03.23
-
15:4027.03.23
-
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით 31 მარტს გამოვა
15:2027.03.23
-
15:0027.03.23
-
14:4027.03.23
-
14:2027.03.23
-
პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელს შეხვდა
14:0027.03.23
-
13:4027.03.23
-
13:2027.03.23
-
დაახლოებით იგივეა, ბრეივიკს მისცენ – ღარიბაშვილი სააკაშვილისთვის ნორვეგიული პრიზის გადაცემაზე
13:0027.03.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი: ჯამში 75 მლნ ლარია გადახდილი ჩვენი მოქალაქეების საზღვარგარეთ მკურნალობაში
12:4027.03.23
-
12:2027.03.23
-
12:0027.03.23
-
ქართული ეკლესიები სომხეთში (ზოგადი მიმოხილვა)
11:4027.03.23
-
11:2027.03.23
-
ილია II მსოფლიო პატრიარქს წერილით მიმართავს
11:0027.03.23
-
ზურაბ აზარაშვილი მიგრაციის საკითხებში გერმანიის მთავრობის სპეციალურ რწმუნებულ იოახიმ შტამპს შეხვდა
10:4027.03.23
-
10:2027.03.23
-
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო
10:0027.03.23
-
18:4024.03.23
-
18:0024.03.23
-
სომხეთი და თურქეთი – კრიზისული დიპლომატიის გაკვეთილები
17:4024.03.23
-
17:2024.03.23
-
ირაკლი ქარსელაძე მსოფლიო წყლის საბჭოს პრეზიდენტს, ლოიკ ფოშონს შეხვდა
17:0024.03.23
-
ხატია დეკანოიძე: ჩემი და „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლობა არის დასრულებული
16:4024.03.23
-
16:2024.03.23
-
თაკო ჩარკვიანი - ეგღა მაკლია, ვინმემ მომიაზროს საქართველოში რამედ, მე სიცრუეს ვისხლიტავ
16:0024.03.23
-
15:4024.03.23
-
15:2024.03.23
-
15:0024.03.23
-
14:4024.03.23