პოლიტიკა
06.02.23 11:40
„უარს ვამბობ ვიყო დღევანდელი ყრილობის მიერ დამტკიცებული „პოლიტიკური საბჭოს“ წევრი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკო მინაშვილი „ფეისბუკზე“ წერს და პარტიის ყრილობას ეხმაურება.
„მარტივად და პირდაპირ - უარს ვამბობ ვიყო დღევანდელი „ყრილობის“ მიერ დამტკიცებული „პოლიტიკური საბჭოს“ წევრი.
სულ რამდენიმე დღის წინ ნაციონალურ მოძრაობაში ჩატარდა უპრეცედენტოდ დემოკრატიული, მონაწილეობითი და მაღალი ლეგიტიმაციის არჩევნები ( 42 ათასმა მხარდამჭერმა მიიღო მონაწილეობა. სხვათა შორის, ლევან ხაბეიშვილის გუნდი თავდაპირველ ეტაპზე არჩევნების "ვიწრო წრეში" ჩატარების იდეით გამოდიოდა).
ხაბეიშვილის გუნდი მხარდამჭერებს ჰპირდებოდა ფართომასშტაბიან არჩევნებს ყველა დონეზე. არადა, სულ რამდენიმე დღე დასჭირდათ მათ, ფეხქვეშ გაეთელათ როგორც საკუთარი დაპირება, ისე დემოკრატიულობის ის პრეცედენტი, რაც თავმჯდომარის არჩევნებში გამოიხატა და რის შემდეგაც ნიკა მელიამ ახალ თავმჯდომარეს მიულოცა და წარმატება უსურვა.
პოლიტიკური საბჭო პარტიის მთავარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს. აქ მიმდინარეობდა სხვადასხვა საკითხების აქტიური განხილვა და დისკუსია , მუდმივად იყო განსხვავებულ, კრიტიკულ პოზიციებზე კამათი და მსჯელობა. სწორედ ამიტომ, მხოლოდ რამდენიმე ასეული წევრის მიერ დანიშნულ ერთ პოზიციაზე მყოფ კლუბად გარდასახულ „პოლიტიკური საბჭოს“ ლეგიტიმაცია არის ნულის ტოლი.
აქ არ არის საუბარი პარტიაში პოლიტიკურ თანამდებობებზე. გავითვალისწინეთ რა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების ნება, ჩვენ ჩვენი ინიციატივით დავტოვეთ სამდივნო. ანალოგიურად უნდა მოქცეული ახალი მენეჯმენტიც და მხედველობაში მიეღო ამომრჩევლის დაკვეთა - უნდა ჩაეტარებინა პოლიტსაბჭოს მონაწილეობითი და რეალური არჩევნები ღიად და საჯაროდ, ან მინიმუმ 40%-ის პოზიცია უნდა გაეთვალისწინებინა ამ "პოლიტსაბჭოს" შემადგენლობაში.
თავმჯდომარის და გენ. მდივნის „ხუთ კაციანი კვოტა“ საერთოდ ანომალიაა დემოკრატიული პროცესისთვის.
სამწუხაროა, როდესაც ასეთი ფორმით იწყებს საქმიანობას პარტიის "ახალი" მენეჯმენტი. თან როდის - საარჩევნო პერიოდში პრეზიდენტ სააკაშვილის უმოკლეს ვადებში გათავისუფლების უმოქმედობას გვპირდებოდნენ და ბოლო სასამართლოს წინა დღეს ნაციონალური მოძრაობის ათიათასობით მხარდამჭერის ზურგს უკან პარტიაში პოზიციები გადაანაწილეს და და ახალი უსამართლობის კერა გააჩინეს.
კითხვის ნიშნები რომ არ გაჩნდეს - ვაგრძელებთ ბრძოლას მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისათვის, პოლიტიკური დევნის დასასრულებლად და ოლიგარქიული რეჟიმის დასამარცხებლად, რასაც პარტიული პოზიციები ჩვენთვის არასოდეს განსაზღვრავდა“, - წერს აკო მინაშვილი.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 208
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0005.12.23
-
17:4005.12.23
-
17:2005.12.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა
17:0005.12.23
-
16:4005.12.23
-
16:2005.12.23
-
16:0005.12.23
-
15:4005.12.23
-
14:3005.12.23
-
14:0505.12.23
-
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნორვეგიის ახალ ელჩს შეხვდა
12:4505.12.23
-
12:2005.12.23
-
ირაკლი კობახიძე დღეიდან ბუდაპეშტში ვიზიტს იწყებს
12:0005.12.23
-
11:2505.12.23
-
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
11:0005.12.23
-
ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ სენატორებს მიმართავს
10:4005.12.23
-
„მწვანე ბიუჯეტის“ პროექტის ფარგლებში, ზუგდიდში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს
10:2005.12.23
-
10:0005.12.23
-
23:0004.12.23
-
18:0504.12.23
-
17:3504.12.23
-
16:5004.12.23
-
16:2004.12.23
-
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა
15:3004.12.23
-
15:1004.12.23
-
5 დეკემბერს თბილისში უზბეკეთის სამთავრობო დელეგაცია ჩამოვა
14:4004.12.23
-
ლევან ხაბეიშვილი - მზად ვარ, ჩემზე ყველანაირი დარტყმა ავიღო!
14:1504.12.23
-
5-7 დეკემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
13:4004.12.23
-
13:1004.12.23
-
12:4004.12.23
-
საქსტატი: 2023 წლის ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1% შეადგინა
12:2004.12.23
-
12:0004.12.23
-
გიორგი კირთაძემ და ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა ენმ დატოვეს
11:4004.12.23
-
გიორგი ვოლსკი: კომიტეტებში მუშაობა ყველასთვის აუცილებელია, თუ გვინდა, რომ რეკომენდაციები შევასრულოთ
11:2004.12.23
-
„ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, ლევან ხაბეიშვილი აშშ-ში მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს
11:0004.12.23
-
10:4004.12.23