პოლიტიკა
06.02.23 18:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან, მის მოადგილეებთან და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა თავდაცვის უწყების მიერ 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები და ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც მიზნად ისახავს თავდაცვის ძალების გაძლიერებასა და სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესებას. საუბარი შეეხო „საქართველოს განვითარების სტრატეგია – ხედვა 2030-ის“ განხორციელების დინამიკას.
ყურადღება გამახვილდა 2023 წელს თავდაცვის გაზრდილ ბიუჯეტზე. აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს საქართველოს თავდაცვის უწყების ბიუჯეტი 260 მლნ ლარით გაიზარდა. ერთი მილიარდ 260 მლნ ლარი პროპორციულად გადანაწილდება ყველა მიმართულებაზე და საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას მოხმარდება. 2023 წლის პირველი იანვრიდან ყველა სამხედრო 20%-ით გაზრდილ ხელფასს იღებს.
თავდაცვის მინისტრმა მთავრობის მეთაურს მიაწოდა ინფორმაცია ყველა იმ ძირითად პროგრამასა და პროექტზე, რომლებიც მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელდება:
გაგრძელდება ნატო-სთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით, ასევე გაგრძელდება სამხედრო ავიაციის გაძლიერება და არსებული საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის სამუშაოები;
კვლავ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება ქართული სამხედრო მრეწველობის გასაძლიერებლად, კერძოდ, მოხდება „დელტას“ სხვადასხვა მოდიფიკაციის სატრანსპორტო საშუალებებით ქართული ჯარის მომარაგება;
აქტიურად გაგრძელდება მუშაობა გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შეძენის, ასევე უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების კუთხით. ამ ეტაპზე ქართულ-პოლონური საწარმო შპს „დელტა-ვებე” WARMATE-ისა და FLYEYE-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების საამწყობო ხაზის გამართვის პროცედურებს უზრუნველყოფს. საწარმო შეძლებს, წელიწადში ასეულობით დრონი აწარმოოს;
გაგრძელდება თანამედროვე სტანდარტებით სამხედრო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და განახლება.
სამუშაო თათბირზე ყურადღება დაეთმო ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით მიმდინარე პროექტებს.
ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების შესყიდვის მიზნით გერმანიასთან და ესპანეთთან გაფორმებულია ხელშეკრულებები.
ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმდინარეობს „ჯაველინების“ დამატებითი რაოდენობის შესყიდვის პროცესი.
მიმდინარეობს მოლაპარაკებები შვედურ კომპანიასთან Carl Gustaf-ის შესყიდვის მიზნით.
არაერთი ხელშეკრულებაა მიმდინარე და დასრულების პროცესში საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების მიზნითაც:
მოკლე მანძილზე მოქმედების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შეძენის პროცესი დასრულებულია;
მიმდინარეობს მოლაპარაკებები საშუალო, მოკლე მანძილზე და ზემოკლე მანძილზე მოქმედი საჰაერო სარაკეტო სისტემების შეძენის თაობზე;
ხელით გადასატანი სარაკეტო სისტემის შეძენის მიზნით მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
სხდომაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს მახათას მთაზე მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტის, „ჯარის ქალაქი – Army City“-ს ფარგლებში 1 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს ბინას, რომლის შეძენაც მათ, სულადობის პრინციპის გათვალისწინებით, უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით შეძლეს.
2023 წელს პარლამენტთან აქტიური თანამშრომლობით იგეგმება თავდაცვის ახალი კოდექსის მიღება, რომელიც ფუნდამენტურად გააუმჯობესებს სავალდებულო სამხედრო სამსახურს, შექმნის შესაძლებლობებს ძლიერი რეზერვისთვის და გააუმჯობესებს სამხედროების სოციალურ პირობებს.
სამუშაო თათბირზე ასევე განიხილეს ახალი პროექტები და ინიციატივები. ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრსა და მის მოადგილეებს ახალი დავალებები მისცა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 379
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24