პოლიტიკა

დავით სონღულაშვილმა ევროკავშირის ელჩთან რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე ისაუბრა

07.02.23 11:30


დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის თემები იყო საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადადგმული ნაბიჯები, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში და 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა.

 

მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების დინამიკა, განსაკუთრებით ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიმართულებით.

 

შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის მდგრად და სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფენ. ასევე განიხილეს რეგიონული მნიშვნელობის პროექტები, რომლებიც საქართველოს ინიცირებით ხორციელდება. აქცენტი გაკეთდა, შავი ზღვის წყალქვეშა ენერგო კაბელის პროექტზე, რომლითაც საქართველოსა და ევროკავშირის ენერგეტიკული გადამცემი ინფრასტრუქტურა ერთმანეთს დაუკავშირდება.

 

საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას. მხარეებმა, მომავალში მჭიდრო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვეს.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები