პოლიტიკა
07.02.23 15:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ტოივო კლაართან და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, კონფლიქტები მშვიდობიანი გზით გადაიჭრას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში ქმედითი, ხელშესახები შედეგების მიღწევის მნიშვნელობას და აგრეთვე გალის ინციდენტების პრევენციასთან და მათზე რეაგირების მექანიზმთან დაკავშირებით შეხვედრების განახლების აუცილებლობას.
ირაკლი ღარიბაშვილმა ტოივო კლაარს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში გაწეული პირადი ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ტოივო კლაარსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს.
„კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს წარმატებულ მედიაციას, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანმა სამხედრო ტყვეები გაათავისუფლა, სანაცვლოდ კი სომხეთმა აზერბაიჯანს გადასცა დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი რუკები. ასევე, თბილისში გაიმართა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეასრულოს მეზობელ ქვეყნებს შორის შუამავლის როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ გაერო-ს წარმომადგენელი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ჯიჰან სულთანოღლუ, ჟენევის დისკუსიების თანამოდერატორი და უფროსი პოლიტიკური ოფიცერი ეუთო-სს კონფლიქტების პრევენციის ცენტრიდან ზიგფრიდ ვიობერი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 271
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ლევან ხაბეიშვილი - სააკაშვილს ბევრი სხვადასხვა ჯილდო აქვს მიღებული და ბევრსაც მიიღებს
18:0027.03.23
-
17:4027.03.23
-
17:2027.03.23
-
17:0027.03.23
-
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით 31 მარტს წარდგება
16:3027.03.23
-
აზერბაიჯანი ყარაბაღის სომეხ მოსახლეობას რეინტეგრაციაზე სასაუბროდ იწვევს
16:0027.03.23
-
15:4027.03.23
-
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით 31 მარტს გამოვა
15:2027.03.23
-
15:0027.03.23
-
14:4027.03.23
-
14:2027.03.23
-
პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელს შეხვდა
14:0027.03.23
-
13:4027.03.23
-
13:2027.03.23
-
დაახლოებით იგივეა, ბრეივიკს მისცენ – ღარიბაშვილი სააკაშვილისთვის ნორვეგიული პრიზის გადაცემაზე
13:0027.03.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი: ჯამში 75 მლნ ლარია გადახდილი ჩვენი მოქალაქეების საზღვარგარეთ მკურნალობაში
12:4027.03.23
-
12:2027.03.23
-
12:0027.03.23
-
ქართული ეკლესიები სომხეთში (ზოგადი მიმოხილვა)
11:4027.03.23
-
11:2027.03.23
-
ილია II მსოფლიო პატრიარქს წერილით მიმართავს
11:0027.03.23
-
ზურაბ აზარაშვილი მიგრაციის საკითხებში გერმანიის მთავრობის სპეციალურ რწმუნებულ იოახიმ შტამპს შეხვდა
10:4027.03.23
-
10:2027.03.23
-
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო
10:0027.03.23
-
18:4024.03.23
-
18:0024.03.23
-
სომხეთი და თურქეთი – კრიზისული დიპლომატიის გაკვეთილები
17:4024.03.23
-
17:2024.03.23
-
ირაკლი ქარსელაძე მსოფლიო წყლის საბჭოს პრეზიდენტს, ლოიკ ფოშონს შეხვდა
17:0024.03.23
-
ხატია დეკანოიძე: ჩემი და „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლობა არის დასრულებული
16:4024.03.23
-
16:2024.03.23
-
თაკო ჩარკვიანი - ეგღა მაკლია, ვინმემ მომიაზროს საქართველოში რამედ, მე სიცრუეს ვისხლიტავ
16:0024.03.23
-
15:4024.03.23
-
15:2024.03.23
-
15:0024.03.23
-
14:4024.03.23