ანალიტიკა

სეპარატისტი ვარდანიანისთვის მხოლოდ სომხების სიცოცხლეს აქვს მნიშვნელობა?

08.02.23 12:00


თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მომხდარმა კატასტროფულმა მიწისძვრამ, რომელმაც ასევე დააზარალა სირიის მიმდებარე რეგიონები და გამოიწვია უამრავი მსხვერპლი, დაზარალებულთა მიმართ თანაგრძნობა მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხში გამოიწვია. ერთადერთი გამონაკლისი იყო ალბათ, სომეხი ნაციონალისტები, რომლებმაც ნამდვილი "დღესასწაული" გამართეს სოციალურ ქსელებში - ასე ხარობდნენ ისინი ნანგრევების ქვეშ მყოფი ადამიანების სიკვდილის გამო. ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს მათი თქმით მოხდა ე.წ. „დასავლეთ სომხეთის“ მიწაზე და ამიტომ „ასე მოუხდებოდათ თურქებს“.

 

სომეხი ნაციონალისტები, რომლებიც ოფიციალურ თანამდებობებს იკავებენ, უფრო თავშეკავებულად იქცეოდნენ. მათ შორის ისინიც, ვინც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თვითგამოცხადებულად თამაშობენ ე.წ. „არცახის“ სახელმწიფო ძალაუფლებას. ამიტომ, თვითგამოცხადებული ე.წ. „არცახის სახელმწიფო მინისტრმა“ რუბენ ვარდანიანმა პირდაპირ საჯაროდ სიხარულისგან თავი შეიკავა. მაგრამ, თურქეთის მიწისძვრასთან დაკავშირებით ტელეგრამის არხზე მისი რეაქციის მიხედვით, აშკარაა, თუ რა ფასეულობებს იზიარებენ ის და სხვა „არცახელი“ სეპარატისტები და რომ ისინი ადამიანებად მხოლოდ ეთნიკურ სომხებს აღიქვამენ:

 

„დამანგრეველმა მიწისძვრამ სირიასა და თურქეთში უამრავი სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის ადგილობრივ სომხებს შორის. ვუსამძიმრებ ამ საშინელი კატასტროფის უდანაშაულო მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს. გისურვებთ ძალასა და გამძლეობას ამ რთული გამოცდის დასაძლევად. ჩვენ მშვენივრად ვიცით, რა ადამიანურ ტრაგედიებს შეიძლება მოჰყვეს დამანგრეველი მიწისძვრა. ჩვენმა ხალხმა კარგად იცის ეს ტკივილი. ვგლოვობ ჩვენი თანამემამულეების დაღუპვას. მნიშვნელოვანია ყველა სომეხის სიცოცხლე, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია 3 მილიონიც და 120 ათასიც და ერთი სომეხიც, იქნებიან ისინი სომხეთში, არცახში, სირიაში თუ მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში“.

 

რუბენ ვარდანიანისთვის, ისევე როგორც სხვა სომეხი ნაციონალისტებისთვის, მხოლოდ ეთნიკური სომხების სიცოცხლეა ღირებული. თუნდაც მილიონობით არასომეხთა შორის ერთი სომეხი იყოს. ისინი ჩალის ფასადაც არ აგდებენ სხვა ხალხების წარმომადგენლების სიცოცხლეს.

 

წინასწარი მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიმდინარე მიწისძვრის დროს დაიღუპა რამდენიმე ეთნიკური სომეხი ადამიანი (ცნობილია მინიმუმ 3 ადამიანი, ვინც დაიღუპა თურქეთში და 2 სირიაში). თურმე რუბენ ვარდანიანი მხოლოდ მათ გლოვობს. ათასობით სხვა ადამიანის სიკვდილი, რომლებიც მისთვის „უძველეს ერს“ არ მიეკუთვნებიან, არც კი იმსახურებს თანაგრძნობას და ბევრი სხვა სომეხი ნაციონალისტისთვის ეს არის ღია ნიშნისმოგების მიზეზი.

 

აქედან მომდინარეობს პასუხი კითხვაზე - შესაძლებელია თუ არა რუბენ ვარდანიანის მსგავს ადამიანებთან საუბარი ყარაბაღის სომხების მომავალზე? ის ხომ არ ცნობს სხვა ადამიანების, არასომხების სიცოცხლის უფლებას.

 

რუბენ ვარდანიანს, რომელიც გამუდმებით ისტერიკებს აწყობდა  "არცახის" სომხების სავარაუდო "ტანჯვის" გარშემო, რომლებსაც თითქოს "გენოციდი" ემუქრებათ, რუბენ ვარდანიანს არც კი უხსენებია გენოციდს გაქცეული ხოჯალის მაცხოვრებლების საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობის შესახებ.  როგორ უნდა უზრუნველვყოთ ნორმალური მშვიდობიანი თანაცხოვრება და ურთიერთპატივისცემა სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ყარაბაღში, თუ ვარდანიანის მსგავს ადამიანებს აქვთ ძალაუფლება ამ ტერიტორიაზე?

 

რუბენ ვარდანიანსა და მის მსგავს სეპარატისტებს სჯერათ, რომ ყველგან, სადაც „ზეადამიანი“ სომხები ცხოვრობენ, სხვებს არსებობა უბრალოდ არ შეუძლიათ, მათი სიცოცხლეც არაფრად ღირს. უკიდურეს შემთხვევაში, ისინი მზად არიან დროებით აიტანონ უუფლებო „მცველი და მსახური“ „უძველესი კულტურული ერი“ - რადგან დღეს რუს სამშვიდობოებსაც ძნელად იტანენ.

 

მაგრამ რუსი "სამხედრო ყმები" "უმაღლესი რასის" წარმომადგენლებს, როგორც ჩანს არ აწყობთ. ამავე სომხეთში სულ უფრო ხმამაღლა ითხოვენ გიუმრიდან რუსული სამხედრო ბაზის გაძევებას, ხოლო ყარაბაღიდან რუსი სამშვიდობოების (ფრანგი „სამშვიდობოებით“ ჩანაცვლებას).

 

 

გიორგი მაზნიაშვილი

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები