პოლიტიკა

იუსტიციის სამინისტროსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია იმართება

08.02.23 18:00


თბილისში, იუსტიციის სამინისტროსთან ,„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას მართავს.

 

აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას და მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვებას ითხოვენ. იუსტიციის სამინისტროსთან იმყოფებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, მათ შორის, პარტიის ახალარჩეული თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

 

აქცია მცირერიცხოვანია და მისული ხალხის ნაკადი ტროტუარზეც ეტევა. იუსტიციის სამინისტროსთან საავტომობილო მოძრაობა თავისუფალია.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ.

 

სააკაშვილის ოჯახი და მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში სტრასბურგში გაასაჩივრებენ. ენმ კი ამბობს, რომ იწყებს პერმანენტულ აქციებს.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები