პოლიტიკა
09.02.23 10:20
ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცლებს.
როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციაშია აღნიშნული, გასული წლის ბოლოს ევროკავშირმა საქართველოს 20,87 მილიონი ევროს (დაახლოებით 60 მილიონი ლარი) ოდენობის უსასყიდლო დახმარება გამოუყო მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად რამდენიმე სექტორში: ეკონომიკური და ბიზნესის განვითარება, ცოდნა-უნარების განვითარება და შრომის ბაზრის რეფორმა, რეგიონული განვითარება, სოფლის მეურნეობა, სოფლის განვითარება და სურსათის უვნებლობა.
„თითოეულ სექტორში რეფორმების განხორციელების შეფასების შემდეგ, ევროკავშირმა შემდეგი დასკვნები გამოიტანა:
ეკონომიკური და ბიზნესის განვითარება: მთლიანობაში საქართველოს მთავრობის კარგი წინსვლა შეინიშნება მცირე და საშუალო საწარმოების (SME) სტრატეგიის განხორციელების კუთხით. თუმცა, ვერ მოხერხდა რამდენიმე ინდიკატორის შესრულება წინა წლებში მნიშვნელოვანი კანონების მიღების შეფერხების გამო (კერძოდ, აღსრულების კოდექსი და კანონი – ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით მესამე პირთა წინაშე). გადახდა: 5,67 მილიონი ევრო (მაქსიმუმ 12 მილიონი ევროდან).
ცოდნა-უნარების განვითარება შრომის ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად (Skills4Jobs): ძალიან კარგი წინსვლა შეინიშნება შრომის ბაზრის რეფორმასთან დაკავშირებით; ეს აშკარად ჩანს, მაგალითად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დასაქმებულთა რაოდენობის 114 პროცენტით ზრდაში. ასევე კარგი წინსვლა დაფიქსირდა როგორც სახელმწიფო დაფინანსების გაზრდის, ასევე სტუდენტების ჩარიცხვის მზარდი რაოდენობის მიმართებაში. მაგრამ ადგილობრივ დონეზე ვაკანსიების ხელმისაწვდომობის მონიტორინგის მეთოდოლოგიის შემუშავების შეფერხების გამო შესაძლოა, რომ თანხის მცირე ნაწილი ვერ გადაირიცხოს. გადახდა: შვიდი მილიონი ევრო (მაქსიმუმ 7,5 მილიონი ევროდან).
ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების პროგრამა: ევროკავშირისა და საქართველოს ეს ერთობლივი რეგიონული განვითარების პროგრამა მხარს უჭერს მთავრობის საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამას (PIRDP). პროგრამამ ძალიან კარგ შედეგებს მიაღწია, მათ შორის არის მუნიციპალიტეტებისთვის მნიშვნელოვანი ოდენობის გრანტების გაცემა ოთხ სამიზნე რეგიონში (კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი) როგორც ადგილობრივი ინფრასტრუქტურის, ასევე ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშესაწყობად. სრული გადახდა: ხუთი მილიონი ევრო.
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD IV): აღინიშნება კარგი წინსვლა სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისა და თემების ცხოვრების პირობების შემდგომი გაუმჯობესების კუთხით. მნიშვნელოვანი წინსვლა მიღწეულია საზოგადოებრივი ცენტრების მუშაობაში, ტყის ტერიტორიის აღდგენასა და სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში სერტიფიცირებული თესლის გამოყენებასთან დაკავშირებით. ბოლომდე არ დაკმაყოფილდა სანერგეების სერტიფიცირებასთან დაკავშირებული ერთი ინდიკატორი, რის შედეგადაც გადახდა ნაწილობრივი იყო. გადახდა: 3.2 მილიონი ევრო (მაქსიმუმ 4.4 მილიონი ევროდან).
საკითხის ისტორია: საბიუჯეტო მხარდაჭერა
საბიუჯეტო მხარდაჭერა არის ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ინსტრუმენტი. ის პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტში პირდაპირ ფინანსურ გადარიცხვებს მოიცავს. საბიუჯეტო მხარდაჭერა შესრულებაზეა დამოკიდებული – ის გაიცემა მხოლოდ მაშინ, როდესაც მიღწეულია შეთანხმებული შედეგები – მაგალითად, დასახული მიზნები მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში, განათლებაში, საჯარო ფინანსების მართვაში. ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერა მაკროეკონომიკური პოლიტიკის, საჯარო ფინანსების მართვისა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის სფეროებში დამაკმაყოფილებელი შედეგების შენარჩუნებაზე არის დამოკიდებული.
საქართველოსთვის საბიუჯეტო მხარდაჭერის უმეტესი ნაწილი არის კონკრეტული სექტორისთვის უფრო ფართო მხარდაჭერის პაკეტის ნაწილი და გაერთიანებულია დამატებით მხარდაჭერასთან, რომელიც კიდევ უფრო წაახალისებს რეფორმებს, როგორიცაა მაგალითად, გრანტები და ტექნიკური დახმარება სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისთვის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ან მცირე რეგიონული ბიზნესისთვის ევროკავშირის რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში.
დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოს: https://eu4georgia.eu/eu-support/“, – აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციაში.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 460
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
11:1829.03.24
-
10:5029.03.24
-
10:0029.03.24
-
ComCom-მა მობილურ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით კვლევა და წარმოება დაიწყო
17:0028.03.24
-
16:3528.03.24
-
16:0228.03.24
-
15:3928.03.24
-
15:1828.03.24
-
14:4628.03.24
-
ქართველი და გერმანელი მეცნიერების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
14:1728.03.24
-
13:4328.03.24
-
ირაკლი კობახიძე საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა
13:0328.03.24
-
12:3828.03.24
-
12:0128.03.24
-
შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
11:2028.03.24
-
მარიამ ქვრივიშვილი: ქუთაისის აეროპორტიდან ავტობუსის დანიშვნა ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს
10:4828.03.24
-
10:0628.03.24
-
21:0327.03.24
-
18:0227.03.24
-
17:3027.03.24
-
17:0027.03.24
-
მამუკა მდინარაძე: საქართველომ ყველა მიმართულებით დაამტკიცა, რომ იმსახურებს ევროპის
16:3627.03.24
-
მთავრობამ კლიმატის ცვლილების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
16:0327.03.24
-
15:2827.03.24
-
15:0527.03.24
-
14:4527.03.24
-
28-29 მარტს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
14:2027.03.24
-
ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მმართველსა და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
13:4027.03.24
-
13:2027.03.24
-
12:5427.03.24
-
სომხეთს 'დიდი ომიდან თავის დაძვრენის' უფლებას არ მისცემენ - 'სასნა ცრერი' კვლავ 'გვაფრთხილებს'
12:3527.03.24
-
10:5627.03.24
-
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
10:2527.03.24
-
10:0227.03.24
-
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდი და აპლიკაცია განახლდა
18:0426.03.24
-
17:4126.03.24