ეკონომიკა

საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტი 40%-ით გაიზარდა

09.11.16 14:50


რუსეთი ქართული ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის კვლავ ლიდერია — იანვარ-ოქტომბრის თვის პერიოდში რუსეთში 20,5 მილიონ ბოთლზე მეტი შევიდა, რაც 40%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

სულ საქართველომ 2016 წლის დასაწყისიდან ექსპორტზე გაიტანა 38,4 მილიონ ბოთლზე მეტი (0,75 ლ), რაც 37%-ით აღემატება 2015 წლის მონაცემებს, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო. იანვრიდან ოქტომბრის თვის პერიოდში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებულია 88,3 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 14%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

ჩინეთი ქართული ღვინის იმპორტიორი-ქვეყნების სიაში მეორე ადგილზეა (4,3 მილიონ ბოთლზე მეტი). ამ ქვეყანაში ექსპორტის ზრდამ 138% შეადგინა. ცხრა თვის მონაცემებით, უკრაინა, სადაც 4,2 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი მოხდა, მესამე ადგილზეა. უკრაინაში ექსპორტის ზრდამ 64% შეადგინა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულშიაყაზახეთი — 3 მილიონ ბოთლზე მეტი და პოლონეთი — 1,8 მილიონ ბოთლზე მეტი. ცხრა თვის პერიოდში ყაზახეთში ექსპორტი 24,6%-ით შემცირდა, ხოლო პოლონეთში 44%-ით გაიზარდა. მსოფლიოში ქართული ღვინის პოპულარობა იზრდება — საანგარიშო პერიოდში ექსპორტი ყირგიზეთში 17%-ით, ბელარუსში — 57%-ით, ესტონეთში 33%-ით, დიდ ბრიტანეთში — 47%-ით, იაპონიაში — 12%-ით, აშშ-ში — 12%-ით და ა.შ. ამასთან, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 7,1 მილიონი ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 31%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 16,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 15%-ს აღწევს. მთლიანობაში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 148,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 28,2%-ით მეტია გასული წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდთან შედარებით. გასული წლის 9 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 99,7 მლნ აშშ დოლარი იყო. ზრდამ 26,5% შეადგინა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ღვინის ექსპორტი 2012 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდთან შედარებით 187%-ით, ხოლო ბრენდის — 51%-ით გაიზარდა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 712


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები