პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს შეხვდა

10.03.23 15:40


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს ჟანა ანდრეასიანს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

"შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთის მრავალმხრივ ურთიერთობებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას. ხაზი გაესვა, რომ საქართველოსა და სომხეთს მრავალსაუკუნოვანი ისტორია და კეთილმეზობლური ურთიერთობა აკავშირებთ.

 

განხილულ იქნა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და ამ კუთხით სამომავლო ურთიერთობების გაფართოების საკითხები. აღინიშნა, რომ ქართული მხარე აქტიურად თანამშრომლობს სომეხ კოლეგებთან და მომავალშიც გააგრძელებს ძალისხმევას განათლების სფეროში გამოცდილების გაცვლის, განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და რეფორმების საკითხებზე მუშაობის მიმართულებით.

 

ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის ერთგული რჩება.

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და სომხეთის ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი ესწრებოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები