საფრანგეთმა, რომელიც იცავს "სომხების უფლებებს", ყელში  წაუჭირა კორსიკელებს, არ ცნობს მათ უფლებას მშობლიური ენა გააჩნდეთ

14.03.23 12:00


The Guardian-ის ავტორიტეტულმა გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია მჭერმეტყველური სათაურით  “საფრანგეთის კუნძულზე კორსიკული ენის აკრძალვამ პროტესტი გამოიწვია”

 

საფრანგეთის კონსტიტუციაზე დაყრდნობით, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორსიკაში საჯარო თანამდებობის დაკავება მხოლოდ ფრანგებს შეუძლიათ.

 

კორსიკული ენის გამოყენების აკრძალვის გადაწყვეტილებით  კორსიკის სასამართლომ აღშფოთება გამოიწვია კუნძულის ადგილობრივ პარლამენტში.

 

ხუთშაბათს ბასტიას სასამართლომ, საფრანგეთის კონსტიტუციაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ ფრანგული არის ერთადერთი ენა, რომელიც ნებადართულია საჯარო მოვალეობების შესრულებისას.

 

კორსიკული ენა, რომელიც ახლოსაა სტანდარტულ იტალიურთან და დაახლოებით 150 000 პირი საუბრობს ამ ენაზე, გაეროს კულტურული ორგანიზაციის იუნესკოს განცხადებით, გადაშენების საფრთხის წინაშეა.

 

ხუთშაბათს მიღებულმა გადაწყვეტილებამ კორსიკის ასამბლეის ჩვეულება, რომლითაც ნებადართულია კორსიკული ენის გამოყენება დებატებში, არაკონსტიტუციურად სცნო და  შესაბამისად აკრძალა.

 

გარდა ენის საკითხისა, სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილობრივი წესები, რომლებიც ფაქტობრივად განაპირობებს „კორსიკელი ხალხის არსებობას“, ასევე იყო კონსტიტუციის დარღვევა.

 

დადგენილება გამოტანილ იქნა იმ დროს, როდესაც ემანუელ მაკრონის ადმინისტრაცია ადგილობრივ პოლიტიკოსებთან განიხილავს კორსიკასთვის ავტონომიური უფლებების გაფართოების საკითხს.

 

ავტონომიის მომხრე წამყვანმა პოლიტიკოსებმა მაშინვე დაგმეს სასამართლო გადაწყვეტილება.

 

„მოცემული გადაწყვეტილება ტოლფასია კორსიკის პარლამენტის წევრებისთვის დებატების დროს საკუთარ ენაზე საუბრის უფლების ჩამორთმევისა“, - განაცხადა ჟილ სიმეონმა, კუნძულის აღმასრულებელი საბჭოს პრეზიდენტმა და მარი ანტუანეტ მაუპერტუისმა, კორსიკის ასამბლეის პრეზიდენტმა.

 

„ჩვენთვის წარმოუდგენელია ამ მდგომარეობასთან შეგუება“, - განაცხადეს მათ ერთობლივ განცხადებაში, სადაც წერდნენ, რომ განაჩენს ასაჩივრებდნენ. მათი თქმით, კორსიკულმა ენამ ფრანგულთან ერთად ოფიციალური სტატუსი უნდა მიიღოს, რათა გადარჩეს და განვითარდეს.

 

დამოუკიდებლობის მომხრე პარტიამ Core in Fronte ტვიტერზე კორსიკურად დაწერა, რომ განაჩენი "სამარცხვინო" იყო.

 

კორსიკელი ერის პარტიის ხელმძღვანელმა ჟან-კრისტოფ ანჯელინიმ ტვიტერზე დაწერა, რომ გადაწყვეტილება "ჩვენთვის შეურაცხმყოფელია" და მას "უსამართლობა და სირცხვილი" უწოდა.

 

კორსიკას მძიმე ურთიერთობა აქვს საფრანგეთის ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ნაციონალისტური მოძრაობები ათწლეულების განმავლობაში ითხოვენ მეტ ავტონომიას და სრულ დამოუკიდებლობასაც კი.

 

გასულ თვეში მაკრონმა თქვა, რომ მას „არ აქვს ტაბუ“ კორსიკის სტატუსის რეფორმაზე, რომელიც მზიანი ხმელთაშუა ზღვის კუნძულია და რომელიც დამსვენებლებს უყვართ, მაგრამ ის ჯიუტად იმეორებდა, რომ კორსიკა უნდა დარჩეს საფრანგეთის ნაწილად.

 

პარიზისა და კორსიკის ლიდერებს შორის ახალი მოლაპარაკებები, როგორც ჩანს, განბლოკილია ორი მამაკაცის პირობითი გათავისუფლებით, რომლებიც მსჯავრდებულნი იყვნენ 1998 წელს კუნძულის პრეფექტის, კლოდ ჰერინიაკის, ყველაზე მაღალი რანგის ფრანგი ჩინოვნიკის მკვლელობაში მონაწილეობისთვის, რომელზეც ოდესღაც განხორციელდა თავდასხმა.

 

https://www.theguardian.com/world/2023/mar/10/corsica-language-ban-stirs-protest-on-french-island?fbclid=IwAR2NKgvNtmoPU3Q-2ymOwwXAZibVn883sIqYyoG_curXPaQ0RieJpi1Y2ZU

 

საფრანგეთი ახორციელებს ნამდვილ კულტურულ გენოციდს და უნიკალური კორსიკული ეთნიკური ჯგუფის იძულებით ასიმილაციას, კრძალავს მის ენას და ანადგურებს მის იდენტობას. გაითვალისწინეთ, რომ ამას ახორციელებს სწორედ საფრანგეთი, რომელიც არა მხოლოდ ნიანგის ცრემლებს ღვრის ოსმალეთის იმპერიაში მითიური „სომხების გენოციდის“ გამო. თუმცა, სხვათა შორის, ოსმალეთის იმპერიაში სომხებს ჰქონდათ სრული ეროვნულ-კულტურული ავტონომია ცალკეული მილეთის სახით, დღევანდელ თურქეთში კი სომხებს არავინ უკრძალავდა და არ უკრძალავს სომხურ ლაპარაკს და სომხურ ენაზე მედიის გამოქვეყნებას.

 

კორსიკული ენა და კორსიკული იდენტობა აკრძალულია იმავე საფრანგეთის მიერ, რომელიც გარკვეული თვალსაზრისით იდგა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სომხური "არცახის" სეპარატიზმის უკან. ამის ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, იყო „სომხური ენის ხელყოფა“ აზერბაიჯანის სსრ-ის მთიან ყარაბაღის ავტონომიურ ოლქში.

 

მიუხედავად იმისა, რომ სომხებით დასახლებულ ყარაბაღის რაიონებში ჩასულები, როდესაც ისინი აზერბაიჯანის სსრ-ს შემადგენლობაში შედიოდნენ, გაკვირვებულნი იყვნენ და ხანდახან ფიქრობდნენ კიდეც, რომ ისინი "სომხეთში აღმოჩნდნენ". აბრები სომხურად იყო, სკოლებში სომხურად ასწავლიდნენ, პრესა სომხურად და ა.შ. მეტიც, ყარაბაღელ სომხებს არავინ უშლიდა ​​მშვიდად გადასულიყვნენ ბაქოში და იქ ისინი არამარტო სომხურად ესაუბრებოდნენ თანატომელებს, არამედ ეკავათ ნებისმიერი თანამდებობა სომხური იდენტობის დაკარგვის გარეშე! კორსიკელებს საკუთარ მიწა-წყალზე არ აქვთ ის მცირე ნაწილიც კი, რაც სომხებს ჰქონდათ ყარაბაღში. საფრანგეთი ყოველთვის კრძალავდა მათ ენას, დევნიდა და ცალკე კორსიკელი ხალხის არსებობის ხსენების უფლებასაც კი არ აძლევდა!

 

ამავდროულად, კუნძული კორსიკა, ზოგადად, არ არის ისტორიული საფრანგეთის ტერიტორია. ენის, კულტურისა და მენტალიტეტის თვალსაზრისით, კორსიკელები, ფაქტობრივად, ბევრად უფრო ახლოს არიან იტალიელებთან, ვიდრე ფრანგებთან (ზოგიერთი ეთნოგრაფი თვლის, რომ ისინი იტალიელების ნაწილია) და ძალიან ჰგვანან მეზობელი იტალიური კუნძულის სარდინიის მაცხოვრებლებს. ეს კუნძული სარდინიის სამეფოს სახით მე-19 საუკუნეში გახდა იტალიის გამაერთიანებელი ბირთვი.

 

კორსიკა საფრანგეთმა აიღო 1769 წელს (იტალიის გაერთიანებამდე დაახლოებით ერთი საუკუნით ადრე). თუმცა, თავიდანვე კორსიკელები დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ. ახალგაზრდობაში მშობლიური კუნძულის დამოუკიდებლობის იდეა გაიზიარა კორსიკის მკვიდრმა ნაპოლეონ ბონაპარტემაც. თუმცა, შემდეგ მან უარი თქვა ამ იდეაზე ერთი მარტივი მიზეზის გამო - ნაპოლეონი გახდა მთელი საფრანგეთის იმპერატორი. „ნაპოლეონის ფაქტორმა“ შემდგომში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში, რომ კორსიკელთა ეროვნული თვითშეგნება ვერ შეუთავსდა ბონაპარტიზმის „დიდ ფრანგულ“ იდეებს. ანალოგიურად, შეიძლება აღინიშნოს, რომ იოსებ სტალინის ზოგიერთი მგზნებარე თაყვანისმცემელი საქართველოში ჯერ კიდევ მზადაა შესწიროს საქართველოს დამოუკიდებლობა მოჩვენებითი სტალინური „სსრკ-ის დიდებულების“ (ფაქტობრივად ახალი რუსეთის იმპერიის) აღდგენას. საბედნიეროდ, ასეთი ხალხი ძალიან ცოტაა.

 

იმავდროულად, კორსიკის ფლობის ისტორიის განმავლობაში, საფრანგეთი ყველაფერს აკეთებდა კორსიკელთა ასიმილაციისა და მათი ეროვნული იდენტობის აღკვეთისთვის. საფრანგეთის კოლონიური იმპერიის დაშლამაც კი ვერ შეაჩერა ეს პროცესი, პირიქით. მას შემდეგ, რაც ალჟირი განთავისუფლდა საფრანგეთის მმართველობიდან, საფრანგეთის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ ქვეყნიდან ფრანგი რეპატრიანტების უდიდესი ნაწილი კორსიკაში დასახლებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ისინი იყვნენ „ფრანგული იმპერიული“ თვითშეგნების მატარებლები, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, ალჟირელ ხალხს უზარმაზარი მსხვერპლი დაუჯდა. ამ ფრანგებს, მათაც კი, ვისაც კორსიკული წარმომავლობა ჰქონდა, არ სურდათ გაეგოთ კორსიკული იდენტობის შესახებ და გახდნენ ასიმილაციის კიდევ ერთი ფაქტორი.

 

საინტერესოა, რომ საფრანგეთის მხარდაჭერა სომხური ნაციონალიზმისა და სეპარატიზმისადმი აზერბაიჯანულ ყარაბაღში დროში დაემთხვა კორსიკული იდენტობის აღკვეთას. 1991 წელს, როდესაც საფრანგეთი ყოველმხრივ მხარს უჭერდა „არცახის“ „მიაცუმს“, ხელს უწყობდა სომხურ სეპარატიზმსა და ყარაბაღის სომხურ ოკუპაციას, კორსიკელ ხალხს უარი ეთქვა არსებობის უფლებაზე. შემდეგ საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ ოფიციალურად აკრძალა თუნდაც "კომპრომისული" ფორმულირება "კორსიკელი ხალხი ფრანგი ხალხის განუყოფელი ნაწილია", რაც მიუთითებს იმაზე, რომ არსებობს მხოლოდ "ფრანგი ხალხი, რომელიც შედგება ყველა საფრანგეთის მოქალაქისგან, განურჩევლად წარმოშობისა, რასის ან რელიგიისა“. ეს იმას ნიშნავს, რომ კორსიკელები, როგორც ხალხი, ოფიციალური პარიზის თვალსაზრისით, „არ არსებობენ“!  პირიქით, არსებობს გარკვეული „არცახელი სომეხი ხალხი“.

 

დღეს კი, საფრანგეთი ერთი მხრივ, პროვოკაციულად ითხოვს ყარაბაღის სომხებისთვის სპეციალურ „უფლებებს“ და თუნდაც ერთგვარ „სტატუსს“ (თუმცა აზერბაიჯანი იცავს თავისი მოქალაქეების უფლებებს ილაპარაკონ ნებისმიერ ენაზე, რომელსაც მშობლიურად მიიჩნევენ, მათ შორის სომხებისაც-ისაუბრონ სომხურად). მეორე მხრივ, საფრანგეთი უკრძალავს კორსიკელებს საკუთარ მიწაზე მშობლიურ ენაზეც კი ისაუბრონ ერთმანეთთან! რა არის ეს, თუ არა აშკარა ორმაგი სტანდარტები?

 

 

გიორგი მაზნიაშვილი

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები