პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კომპანია Rothschild & Co-ის მმართველ დირექტორს შეხვდა

14.03.23 15:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Rothschild & Co-ის მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მტავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს რეგიონალურ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით შერჩეული წარმომადგენლობისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა უნდა წარადგინოს.

 

„შეხვედრაზე განიხილეს, რა პრიორიტეტები და მიზნები უნდა მოიცვას სამოქმედო გეგმამ და, ზოგადად, როგორი შეიძლება იყოს სტრატეგიის იმპლემენტაციის პროცესი. აქვე ხაზი გაესვა ახალი უცხოელი ინვესტორებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობას.

 

შეხვედრას კომპანია Rothschild & Co-ის მრჩეველი პიერ ადელინი, კომპანია Kaiser Partner-ის აღმასრულებელი მმართველი სტეფან ლინიგერი, კომპანია Rothschild & Co-ის მრჩეველი ელა ტრედი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას დისტანციურად ესწრებოდა აგრეთვე კომპანია Kaiser Partner-ის სტრატეგიული მიმართულების ხელმძღვანელი ტილა ქავენგი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები